ბაზალეთის ტბა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ნავიგაციაზე გადასვლა ძიებაზე გადასვლა
Disambig-dark.svg სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ ბაზალეთი.
ბაზალეთის ტბა
ბაზალეთის ტბა
ბაზალეთის ტბა
კოორდინატები: 42°02′15″ ჩ. გ. 44°40′42″ ა. გ. / 42.03750° ჩ. გ. 44.67833° ა. გ. / 42.03750; 44.67833
მდებარეობა საქართველოს დროშა საქართველო
ტერიტორიული ერთეული დუშეთის მუნიციპალიტეტი
სიმაღლე ზღვის დონიდან 879 
ფართობი 1,22 კმ²
მოცულობა 5,55 კმ³
საშუალო სიღრმე 4,5 
მაქსიმალური სიღრმე
ბაზალეთის ტბა — საქართველო
ბაზალეთის ტბა
ბაზალეთის ტბა — მცხეთა-მთიანეთის მხარე
ბაზალეთის ტბა
Commons-logo.svg მედიაფაილები ვიკისაწყობში

ბაზალეთის ტბა[1] — ტბა საქართველოში, დუშეთის მუნიციპალიტეტში, ქალაქ დუშეთის სამხრეთით 5 კმ-ზე. ზღვის დონიდან 879 მ. ზედაპირის ფართობი 1,22 კმ², მაქსიმალური სიღრმე 7 მ, წყლის მოცულობა 5,55 მლნ. მ³. ტბის ქვაბული წარმოიშვა ბაზალეთის პლატოს სამხრეთ-დასავლეთ ნაწილის მულდისებრი გაღუნვის შედეგად.[2]

საზრდოობს ატმოსფერული ნალექებითა და დროებითი ნაკადებით. მაქსიმალური დონე — ივნისში, მინიმალური — ოქტომბერში. იანვარსა და თებერვალში ტბა დაფარულია ყინულით, რომლის სისქე ზამთარში 0,5 მ-მდე აღწევს. ივლისში წყლის ტემპერატურა 25 °C-მდეა. წყალი მომწვანო-მურა ფერისაა. ტბის სამხრეთ-აღმოსავლეთ, სამხრეთ და დასავლეთ ნაწილში იზრდება ლელქაში და სხვა წყლის მცენარეულობა; 5–6 მ სიღრმემდე დუმფარა. ბევრია პლანქტონი. ტბაში ბინადრობს ქაშაყი და ნაფოტა; მოშენებულია ხრამული, წვერა და კობრი. ტბა სპორტული და სამომხმარებლო თევზჭერის ობიექტია. ტბის ჩრდილო-დასავლეთი ნაპირიდან გაყვანილია მცირე სარწყავი არხი. ტბის ნაპირზეა კურორტი ბაზალეთი.[2]

გამოირჩევა სამკურნალო თვისებებით. ტბის თვითგაწმენდისა და შევსების პროცესს მიწის წიაღიდან წარმოქმნილი წყლები ახდენენ, ხოლო წყალმცენარეები, რომლებიც ტბაში იზრდებიან უამრავ გამაჯანსაღებელ თვისებას ფლობენ. ბაზალეთის ტბის წყალი სამკურნალოა დერმატოლოგიური და გინეკოლოგიური დაავადებებისთვის, ასევე რევმატიული და ძვალ-სახსროვანი პათოლოგიებისთვისაც. ბაზალეთის ჰაერი კი სასარგებლოა გულ-სისხლძარღვთა და იშემიური დაავადებებისათვის.[3]

ბაზალეთის სასტუმრო კომპლექსი 27 ჰექტარზეა გაშენებული, სადაც ულამაზესი ხეივნები სასტუმროს კოტეჯებსა და კორპუსებს ერთმანეთისაგან ჰყოფს და ჰარმონიულად აკავშირებს მათ. კომპლექსს განსაკუთრებულ ლაზათს ტერიტორიის შუაგულში მდებარე შადრევანი და ხეივნის პირას გაშენებული თეთრსვეტებიანი კოლონადა ანიჭებს, რომელიც სიმბოლურად ქართველი და ებრაელი ხალხის 2500 წლოვან მეგობრობასა და სიყვარულს მიეძღვნა.[3]

გალერეა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. საქართველოს გეოგრაფიული სახელების ორთოგრაფიული ლექსიკონი, გვ. 30, თბ., 2009.
  2. 2.0 2.1 ილია აფხაზავა, ენციკლოპედია „საქართველო“, ტ. 1, თბ., 1997. — გვ. 326.
  3. 3.0 3.1 ბაზალეთის ტბა