შინაარსზე გადასვლა

ქართული უნივერსიტეტი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
საქართველოს საპატრიარქოს წმიდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართული უნივერსიტეტი
დევიზი Nosce Te Ipsum (ლათ.)
(შეიცან თავი შენი)
დაფუძნდა 2008, 12 ოქტომბერი
ატარებს სახელს ანდრია მოციქული
ტიპი კერძო
რექტორი ირაკლი ბრაჭული
კანცლერი თამაზ ვაჩაძე
მისამართი ილია ჭავჭავაძის გამზირი 53ა, თბილისი 0163, საქართველო
ქალაქი თბილისი
ქვეყანა საქართველო
ტელეფონი

+995 32 225 00 77

+995 32 225 82 43
კამპუსი 2
ფერები                 
მეტსახელი Sangu
ქართული უნივერსიტეტი — საქართველო
ქართული უნივერსიტეტი
sangu.edu.ge

საქართველოს საპატრიარქოს წმიდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართული უნივერსიტეტი — მრავალპროფილიანი უმაღლესი სასწავლებელი თბილისში. მისი დამფუძნებელია საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალური მართლმადიდებელი ეკლესია.

ქართული უნივერსიტეტი, როგორც არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი დაარქივებული 2015-09-21 საიტზე Wayback Machine. , სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმიდესისა და უნეტარესის ილია II-ის ღვაწლითmდა ლოცვა-კურთხევით, 2008 წლის 12 ოქტომბერს დაფუძნდა.

ქართული უნივერსიტეტის უმთავრესი ამოცანაა, ფუნდამენტური განათლების მიცემის გარდა, სულიერების, ეროვნული ფასეულობების შენარჩუნება, მეცნიერებისა და განათლების რწმენისგან განუყოფლობის იდეის დამკვიდრება, ქართული სააზროვნო სისტემის ერთგულება და უწყვეტი შემოქმედებითი პროცესი. უნივერსიტეტის ძირითად საქმიანობას წარმოადგენს უმაღლესი აკადემიური განათლების სამივე საფეხურის სასწავლო პროგრამის განხორციელება და სამეცნიერო კვლევების წარმართვა.უმაღლესი საგანმანათლებლო საქმიანობის ლიცენზია უნივერსიტეტზე გაცემულია საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2008 წლის 31 დეკემბრის №1187 ბრძანების საფუძველზე. 2013 წელს უნივერსიტეტმა საქართველოს მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად მოიპოვა ავტორიზაცია. უნივერსიტეტში ამჟამად მოქმედი ყველა საგანმანათლებლო პროგრამა აკრედიტებულია.

უნივერსიტეტში მიმდინარე სასწავლო-სამეცნიერო პროცესი ეფუძნება ძლიერ საინფორმაციო-ტექნოლოგიურ და ტექნიკურ რესურსს. უნივერსიტეტის ძირითადი კორპუსი მდებარეობს თბილისში, ბაგებში, მაღალი არქიტექტურული სტანდარტებით შესრულებულ ახალ შენობაში. 2010 წელს აშენდა და ქართული უნივერსიტეტის ძირითად შენობას დაემატა ერთი ახალი სასწავლო კორპუსი.

უნივერსიტეტის მმართველი უმაღლესი პირია და სრული წარმომადგენლობითი და ხელმძღვანელობითი უფლებამოსილებით სარგებლობს უნივერსიტეტის დამფუძნებლის სრულუფლებიანი წარმომადგენელი, სრულიად საქართველოს კათოლიკოს - პატრიაქრის ქორეპისკოპოსი მეუფე იაკობი.

უნივერსიტეტი შედგება ორი ფაკულტეტისგან, რომლებიც წარმოდგენილი არიან როგორც სკოლები, ყველა სკოლაში მიმდინარეობს, საბაკალავრო, სამაგისტრო და სადოქტრორო სწავლა-საქმიანობა. ქართული უნივერსიტეტის დამფუძნებელია სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსი, ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტი, უწმიდესი და უნეტარესი ილია II, ხოლო უნივერსიტეტში მისი ანუ დამფუძნებლის სრულუფლებიანი წარმომომადგენელია ბოდბელი ეპისკოპოსი იაკობი (იაკობიშვილი) (ერში – კონსტანტინე იაკობიშვილი).

ჰუმანიტარულ მეცნიერებათა და სამართლის სკოლა

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ჰუმანიტარულ მეცნიერებათა და სამართლის სკოლა 2010 წელს დაარსდა[1].

ფაკულტეტის დეკანები:

  • პაპუნა გურული - 2021 წლიდან

ჰუმანიტარულ მეცნიერებათა და სამართლის სკოლაში 2017-2018 სასწავლო წლის მდგომარეობით ფუნქციონირებს სამივე საფეხურის (საბაკალავრო, სამაგისტრო, სადოქტორო) საგანმანათლებლო პროგრამები:

  • საბაკალავრო პროგრამები:
  1. ფილოლოგია
  2. ისტორია
  3. საერთაშორისო ურთიერთობები
  4. სამართალი
  • სამაგისტრო პროგრამები:
  1. საჯარო მმართველობა
  2. სამართალი
  3. საქართველოს ისტორია
  4. ქართული ლიტერატურის ისტორია
  • სადოქტორო პროგრამები:
  1. საქართველოს ისტორია

ბიზნესის, კომპიუტინგის და სოციალურ მეცნიერებათა სკოლა

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ბიზნესის, კომპიუტინგის და სოციალურ მეცნიერებათა სკოლა 2018 წელს დაარსდა.[2] აღნიშნული სკოლა შეიქმნა მანამდე არსებული სამი სკოლის გაერთიანების საფუძველზე. ესენია: სოციალურ მეცნიერებათა სკოლა (დეკანი დიმიტრი ნადირაშვილი), ინფორმატიკის, მათემატიკისა და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა სკოლა (დეკანი ივანე წიკლაური), ეკონომიკისა და ბიზნესის მართვის სკოლა (დეკანი ვახტანგ სართანია).

ფაკულტეტის დეკანები:

ბიზნესის, კომპიუტინგის და სოციალურ მეცნიერებათა სკოლაში 2017-2018 სასწავლო წლის მდგომარეობით ფუნქციონირებს სამივე საფეხურის (საბაკალავრო, სამაგისტრო, სადოქტორო) საგანმანათლებლო პროგრამები:

საბაკალავრო პროგრამები:

  1. ტურიზმის ბიზნესი
  2. კომპიუტერული მეცნიერება
  3. ფსიქოლოგია
  4. ბიზნესის ადმინისტრირება
  5. საერთაშორისო ურთიერთობები

სამაგისტრო პროგრამები:

  1. კომპიუტერული მეცნიერება
  2. სოციალური და განწყობის ფსიქოლოგია
  3. ფსიქოდიაგნოსტიკა და კონსულტირება

საქართველოს საპატრიარქოს წმიდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართული უნივერსიტეტის საუნივერსიტეტო ბიბლიოთეკა წარმოადგენს უნივერსიტეტის ერთ-ერთ წამყვან სტრუქტურულ ქვედანაყოფს, რომელიც საკუთარი საბიბლიოთეკო რესურსების გამოყენებით უზრუნველყოფს სასწავლო-აღმზრდელობით პროცესს. საუნივერსიტეტო ბიბლიოთეკის ამოცანას შეადგენს სტუდენტთა და პროფესორ-მასწავლებელთა საინფორმაციო და ბიბლიოგრაფიული მოთხოვნების დაკმაყოფილება, საბიბლიოთეკო ფონდების შევსება უნივერსიტეტისათვის მაპროფილებელი სახელმძღვანელოებითა და სამეცნიერო-პოპულარული ლიტერატურით.

სამეცნიერო ბიბლიოთეკა დაარსდა 2009 წლის 1 სექტემბერს. ბიბლიოთეკას აქვს კომპიუტერული ტექნიკით აღჭურვილი წიგნთსაცავი და სამკითხველო დარბაზი. ბიბლიოთეკის წიგნადი ფონდი მოიცავს რამდენიმე ათასამდე საბიბლიოთეკო ერთეულს, რომელიც სისტემატურად მდიდრდება უნივერსიტეტის მიერ შეძენილი ახალი წიგნებით. ბიბლიოთეკის ფონდი, როგორც ბეჭდური, ისე ელექტრონული, შეესაბამება სილაბუსებში მითითებულ ლიტერატურას. ლიტერატურის ძირითადი ნაწილი ქართულ, ინგლისურ და რუსულ ენებზეა.

წიგნადი ფონდი მოიცავს: უნივერსიტეტის მიერ შეძენილ წიგნებს (თეოლოგიური და სამეცნიერო ლიტერატურა. აღსანიშნავია: „მართლმადიდებლობის ენციკლოპედიის“ ოცდაორტომეული, ბოლოტოვისა და ტილბერგის „ქრისტიანული ეკლესიის ისტორია“(ტომებში); ხატწერის საილუსტრაციო ალბომები, ასევე საპატრიარქოს მიერ ნაჩუქარი ნიუ-იორკის Nova Sciense publishers-ის სამეცნიერო პუბლიკაციების სერიული გამოცემები სოციოლოგიასა და ეკონომიკაში, მედიცინის, ტექნოლოგიებისა და სხვადასხვა სამეცნიერო სფეროში) კერძო პირთა მიერ ნაჩუქარ წიგნებს (ანდრია აფაქიძის, ჰ.მელაძის, ნ.ალექსიძის, თ. ჯალაღონიას,ა. ხელაშვილის, როინ მეტრეველის, ვალერი სილოგავას, ვახტანგ გურულის, გიორგი ალიბეგაშვილის, ენების ცენტრიდან ოთარ მათეშვილისა და სხვათა კოლექციები).

სამეცნიერო ბიბლიოთეკის დირექტორი: თამარ კანტროშვილი [3]

ცენტრები და ინსტიტუტები

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

უნივერსიტეტში მოქმედებს შემდეგი ცენტრები და ინსტიტუტები:

  • ქართველოლოგიის ცენტრი
  • ენების ცენტრი

უნივერსიტეტის გამოცემები

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
  • ქართული უნივერსიტეტის შრომები. ტომი I, თბილისი, 2015.[4]
  • ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის შრომები. ტომი I, თბილისი, 2014.[5]
  • ჰუმანიტარულ მეცნიერებათა და სამართლის ფაკულტეტის შრომები. ტომი II, თბილისი, 2015.[6]
  • ჰუმანიტარულ მეცნიერებათა და სამართლის ფაკულტეტის შრომები. ტომი III, თბილისი, 2015.[7]
  • ისტორია შეულამაზებლად. გამომაცემლობა „ქართული უნივერსიტეტი“, თბილისი, 2015.
  • კირიონ I. დიდი კათალიკოს ყოველი ივერიისა (VI-VII სს.). გამომცემლობა „ქართული უნივერსიტეტი“, თბილისი, 2015.
  • ევა გოცირიძე. ჩვენი კონსტიტუცია. გამომცემლობა „ქართული უნივერსიტეტი“, თბილისი, 2015.
  • ქლუხორი და ახალხევი. დოკუმენტები და მასალები (1943-1957) (გამომცემლობა „ქართული უნივერსიტეტი“, თბილისი, 2015.
  • საქართველოს სახელმწიფო საზღვრის ისტორია (1917-1957). გამოკვლევა. დოკუმენტები და მასალები“. გამომცემლობა „ქართული უნივერსიტეტი“, თბილისი, 2015.
  • ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის შრომები. ტომი V, თბილისი, 2015.
  • სერგო ვარდოსანიძე. მზიანი ღამის 38 წელი. გამომცემლობა „ქართული უნივერსიტეტი“, თბილისი, 2015.
  • ვახტანგ გოილაძე. ანდრია პირველწოდებულის მისიონერული მოღვაწეობა აღმოსავლეთ შავიზღვისპირეთში. გამომცემლობა „ქართული უნივერსიტეტი“, თბილისი, 2015.
  • როინ მეტრეველი. მსოფლიო მეცნიერი ქართული სახლიდან. გამომცემლობა „ქართული უნივერსიტეტი“, თბილისი, 2015.
  • უნივერსიტეტს აქვს პერიოდული გამოცემა „ქართული უნივერსიტეტი”, რომელიც ჩანართის სახით არის მოცემული ,,საპატრიარქოს უწყებანში“.

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]