ლევან ბერძენიშვილი
ლევან ბერძენიშვილი | |
---|---|
ლევან ბერძენიშვილი საქართველოში რუსეთის საოკუპაციო ხაზთან (სოფ. ხურვალეთი) | |
დაბადების თარიღი | 23 ოქტომბერი, 1953 |
დაბადების ადგილი | ბათუმი, საქართველოს სსრ, სსრკ |
მოქალაქეობა |
სსრკ → საქართველო |
განათლება | თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი |
სამეცნიერო ხარისხი | ფილოლოგიის მეცნიერებათა კანდიდატი |
ეროვნება | ქართველი |
რელიგია | მართლმადიდებლები |
პარტია | საქართველოს რესპუბლიკური პარტია (1978-2021) |
ძირითადი იდეები | ლიბერალიზმი |
ლევან ბერძენიშვილი (დ. 23 ოქტომბერი, 1953, ბათუმი) — ქართველი ფილოლოგი, პოლიტიკოსი.
ბიოგრაფია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ლევან ბერძენიშვილი დაიბადა ბათუმში. 1970 წელს დაასრულა ბათუმის საშუალო სკოლა. 1970-1972 წლებში სწავლობდა საქართველოს პოლიტექნიკურ ინსტიტუტში, ხოლო 1977 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტის კლასიკური ფილოლოგიის განყოფილება. 1990 წელს დაიცვა დისერტაცია არისტოფანეს შესახებ და მიენიჭა ფილოლოგიის მეცნიერებათა კანდიდატის ხარისხი.
1978-1995 წლებში მუშაობდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, კითხულობდა ლექციებს ანტიკური ლიტერატურის ისტორიაში, ასწავლიდა ძველ ბერძნულ და ლათინურ ენებს. 1978 წლიდან ეწეოდა დისიდენტურ საქმიანობას. 1978 წლის 21 მაისს ვახტანგ ძაბირაძესთან, ვახტანგ შონიასთან და დავით ბერძენიშვილთან ერთად შექმნა საქართველოს რესპუბლიკური პარტია. დისიდენტური საქმიანობის გამო იყო პოლიტიკური პატიმარი 1984-1987 წლებში (გასამართლებული იყო საქართველოს სსრ სისხლის სამართლის კოდექსის 71-ე მუხლით „ანტისაბჭოთა აგიტაცია და პროპაგანდა“). სასჯელი სრულად მოიხადა მორდოვეთის ასსრ ტენგუშოვის რაიონის სოფელ ბარაშევოში, მკაცრი რეჟიმის კოლონიაში ЖX 385/3-5.
1996 წლიდან შეუდგა მოღვაწეობას არასამთავრობო სექტორში. იყო „სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტის“ დირექტორი (1996-1997), დააარსა „სამოქალაქო განვითარების საერთაშორისო ცენტრი“ (1996), იყო ფონდ „ქართუს“ დირექტორი (1997-1998). 1998 წლიდან დაინიშნა საქართველოს პარლამენტის ილია ჭავჭავაძის სახელობის ეროვნული ბიბლიოთეკის გენერალურ დირექტორად.
2004-2008 წლებში იყო საქართველოს მე-6 მოწვევის პარლამენტის წევრი პარტიული სიით. პარლამენტში შევიდა საარჩევნო ბლოკიდან „ნაციონალური მოძრაობა — დემოკრატები“ (კოალიცია, საპარლამენტო უმრავლესობა). თუმცა მალევე, 2004 წლის 30 ივნისს, „რესპუბლიკური პარტიის“ ოთხმა წარმომადგენელმა, მ.შ. ლევან ბერძენიშვილმა, საპარლამენტო უმრავლესობა დატოვა. მათი თქმით, აჭარაში გაყალბდა 20 ივნისს ჩატარებული უმაღლესი საბჭოს არჩევნები, ამასთან, არ ეთანხმებოდნენ აჭარის სტატუსის ისეთ მოდელს, რაც ხელისუფლებამ წარადგინა პარლამენტში.[1]
2009-2011 წელს მუშაობდა ამერიკის შეერთებულ შტატებში, კითხულობდა ლექციებს ამჰერსტის, მოუნტ ჰოლიოკის, სტენფორდისა და კოლუმბიის უნივერსიტეტებში. 2012-2016 წლებში იყო საქართველოს მე-8 მოწვევის პარლამენტის წევრი პარტიული სიით, საარჩევნო ბლოკი: „ბიძინა ივანიშვილი — ქართული ოცნება“. ამჟამად არის ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სრული პროფესორი, საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის პროფესორი და კავკასიის უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი.
2021 წლის 4 ივნისს დატოვა საქართველოს რესპუბლიკური პარტია.[2]
იყო რესპუბლიკური პარტიის მდივანი და ეროვნული კომიტეტის წევრი. ჰყავს მეუღლე და ქალიშვილი. მისი ძმა, დავით ბერძენიშვილი აგრეთვე პოლიტიკოსია.
წიგნები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- „ლათინური ენა. ნაწილი I.“ შემდგენლები ლევან ბერძენიშვილი და მანანა ფხაკაძე. თსუ გამომცემლობა. თბილისი 1984.
- „ლათინური ენა. I.“ მანანა ფხაკაძე. ლევან ბერძენიშვილი. პროგრამა ლოგოსი. თბილისი 2008. ISBN 978-9941-401-31-2
- „ლათინური ენა. II. გრამატიკა“ ლევან ბერძენიშვილი. პროგრამა ლოგოსი. თბილისი 2008. ISBN 978-9941-401-36-7
- „არისტოფანე: კომედიები“ (ტომი I, არქანელები.მხედრები) თარგმანი ძვ. ბერძნულიდან და კომენტარები ლ. ბერძენიშვილისა. ISBN 99928-924-3-9
- „არისტოფანე: კომედიები“ (ტომი II, ღრუბლები.კრაზანები) თარგმანი ძვ. ბერძნულიდან და კომენტარები ლ. ბერძენიშვილისა. ISBN 99928-924-4-7
- „არისტოფანე: კომედიები“ (ტომი III, მშვიდობა.ფრინველები) თარგმანი ძვ. ბერძნულიდან და კომენტ. ლ. ბერძენიშვილისა. ISBN 97899940-64-17-5
- „არისტოფანე: კომედიები“ (ტომი IV, ლისისტრატე. ქალები თესმოფორიების დღესასწაულზე) თარგმანი ძვ. ბერძნულიდან და კომენტ. ლ. ბერძენიშვილისა. ISBN 9789941-418-40-2
- „წმინდა წყვდიადი“; ლევან ბერძენიშვილი; ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა; თბილისი 2010; ISBN 978-9941-15-221-4
- Святая Мгла. Последние дни ГУЛАГа. Новое Литературное Обозрение. Москва 2016; ISBN 978-5-4448-0582-4
- ჰომეროსი: ილიადა, ძველი ბერძნულიდან თარგმნა და კომენტარები დაურთო ლევან ბერძენიშვილმა, ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა, თბილისი 2105 ISBN 978-9941-23-364-7
- „წიგნიერების ევოლუცია“; ლევან ბერძენიშვილი, გამომცემლობა „არტანუჯი“; თბილისი 2016; ISBN 978-9941-463-23-5
- „დიდი გასეირნება ლიტერატურაში“, ლევან ბერძენიშვილი, გამომცემლობა „არტანუჯი“, თბილისი 2019; ISBN 978-9941-478-77-2
რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ლევან ბერძენიშვილი — საქართველოს ბიოგრაფიული ლექსიკონი
- ლევან ბერძენიშვილი — საქართველოს პარლამენტის ოფიციალური საიტი (მოძველებული / არქივი / ახალი არქივი)
- ლევან ბერძენიშვილი — ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი
- ლევან ბერძენიშვილი
- ლევან ბერძენიშვილის ღია გაკვეთილი
სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ „„რესპუბლიკური პარტიის“ ოთხმა წარმომადგენელმა ოთხშაბათს საპარლამენტო უმრავლესობა დატოვა“. რადიო თავისუფლება. 30 ივნისი, 2004. ციტირების თარიღი: 23 სექტემბერი, 2023. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი
|access-date=
და|date=
-ში (დახმარება) - ↑ ლევან ბერძენიშვილმა „რესპუბლიკური პარტია“ დატოვა
|
|
- Pages with image sizes containing extra px
- დაბადებული 23 ოქტომბერი
- დაბადებული 1953
- ქართველი ფილოლოგები
- საბჭოთა კავშირის რეპრესიების მსხვერპლნი საქართველოში
- საქართველოს VI მოწვევის პარლამენტის წევრები
- საქართველოს VIII მოწვევის პარლამენტის წევრები
- საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორები
- ბათუმში დაბადებულები
- თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის კურსდამთავრებულები
- ბერძენიშვილები