შინაარსზე გადასვლა

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიები

Checked
მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია


საქართველოს ადმინისტრაციული დაყოფა გამოყოფილია შავად. რუსეთის მიერ ოკუპირებული აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის ტერიტორიები ნაჩვენებია ვარდისფრად.

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიები — 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის შემდეგ, რუსეთის მიერ ოკუპირებული საქართველოს ტერიტორიები. ეს ტერიტორიები მოიცავს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკისა და საბჭოთა საქართველოს ყოფილ სამხრეთ ოსეთის ავტონომიურ ოლქს (იხ. სამხრეთ ოსეთის დროებითი ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეული), რომელთა სტატუსი საერთაშორისო დავის საგანია.

2008 წლის ომის შემდეგ და აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის შემდგომი რუსული ოკუპაციის შემდეგ, რუსეთის მთავრობა გაეროს სხვა ოთხ სახელმწიფოსთან ერთად ამ ტერიტორიებს განიხილავს, როგორც დამოუკიდებელ სუვერენულ სახელმწიფოებად: აფხაზეთის რესპუბლიკა და სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკა. რუსეთის მიერ ოკუპაციამდე, არაღიარებული აფხაზეთის რესპუბლიკა და არაღიარებული სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკა სრულად არ აკონტროლებდა მათ მიერ პრეტენზიის მქონე ტერიტორიებს. რუსეთმა აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში განათავსა თავისი სამხედრო ბაზები. ასევე, რუსეთი არ უშვებს ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიას აფხაზეთში და სამხრეთ ოსეთში. გარდა ამისა, რუსეთმა ხელი მოაწერა შეთანხმებებს ორივე ტერიტორიის დე-ფაქტო სამოქალაქო ადმინისტრაციებთან, მათი სამხედრო და ეკონომიკური კუთხით რუსეთში ინტეგრაციაზე. ამასთან ერთად რუსულმა ჯარებმა დაიწყეს დემარკაციის პროცესი (ცნობილი როგორც „ბორდერიზაცია“) საქართველოსა და თვითგამოცხადებულ ტერიტორიებს შორის, აგრეთვე ამ ხაზის ფარგლებს გარეთ.

ორივე ტერიტორია, როგორც აფხაზეთი, ასევე სამხრეთ ოსეთი საყოველთაოდ არის აღიარებული, როგორც საქართველოს განუყოფელი ნაწილი და ერთად წარმოადგენს საქართველოს საერთაშორისოდ აღიარებული ტერიტორიის 20 პროცენტს. 2008 წელს მიღებული „ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ კანონი“ ითვალისწინებს სისხლის სამართლის დანაშაულს და აწარმოებს სისხლისსამართლებრივ დევნას აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში შესვლას რუსეთის ტერიტორიიდან სპეციალური ნებართვის გარეშე. საქართველოს კანონი ასევე იძლევა რაიმე ეკონომიკურ საქმიანობას წარმოებას იქ მხოლოდ საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად. საქართველო და საერთაშორისო საზოგადოების სხვა წევრები, მათ შორის გაერთიანებული სამეფო, ამერიკის შეერთებული შტატები, კანადა, გერმანია, თურქეთი, იაპონია, ისრაელი, ავსტრალია, ჩინეთი, იტალია, საფრანგეთი, ბრაზილია, უკრაინა, ევროკავშირი, ეუთო და ევროპის საბჭო, ასევე გაერომ ცნო აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი ოკუპირებულ ტერიტორიებად და დაგმო რუსეთის სამხედრო ყოფნა და ქმედებები ამ ტერიტორიებზე.

რუსეთ-საქართველოს ომის შემდეგ, 2008 წლის 26 აგვისტოს, რუსეთის პრეზიდენტმა დიმიტრი მედვედევმა ხელი მოაწერა განკარგულებებს აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებელ სახელმწიფოებად აღიარების შესახებ.[1] 2008 წლის 28 აგვისტოს საქართველოს პარლამენტმა ერთხმად მიიღო დადგენილება, რომლის მიხედვით აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი ოფიციალურად გამოცხადდა რუსეთის მიერ ოკუპირებულ ტერიტორიებად და რომლის ძალითაც რუსეთის ჯარებს საოკუპაციო ჯარები ეწოდა.[2] მოგვიანებით რუსეთმა დაამყარა დიპლომატიური ურთიერთობები როგორც აფხაზეთთან, ისე სამხრეთ ოსეთთან.[3] რუსული ჯარები განთავსებულია როგორც აფხაზეთში, ისე სამხრეთ ოსეთში. რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა განაცხადა, რომ რუსეული ჯარების ყოფნა აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში საჭიროა იმისათვის, რათა საქართველომ ხელახლა არ დაიბრუნოს კონტროლი ტერიტორიებზე.[4][5] რუსეთის უსაფრთხოების ძალები განლაგდნენ საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებადი ტერიტორიასთან არსებული სადემარკაციო ხაზების გასწვრივ.[6][7]

ოკუპირებული სოფლების სია

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

2008 წელს ოსი სეპარატისტებისა და რუსეთის ფედერაციის საოკუპაციო ძალების მიერ ცხინვალის რეგიონში დაკავებული დასახლებული პუნქტების ჩამონათვალი[8]:

ყოფილი ზნაურის რაიონი

1. ავნევი 2. ნული 3. ალიბარი 4. თიღვა 5. შინდარა 6. ნაბაკევი.

ყოფილი ცხინვალის რაიონი

1. ქემერტი 2. კეხვი 3. ძარწემი 4. ქურთა 5. ზემო აჩაბეთი 6. ქვემო აჩაბეთი 7. მამითა 8. ხეითი 9. თამარაშენი 10. ფრისი 11.არგვიცი 12.ბერულა 13.ერედვი 14.ქსუისი 15.ვანათი 16.ჯორჯიანი 17.საცხენეთი 18.ბელოთი 19.დისევი.

ახალგორის მუნიციპალიტეტი

1. დაბა ახალგორი. (ადმინისტრაც. ცენტრი) 2. დოლიანი 3. იკოთი 4.მოსაბრუნი 5.ბაზუანი 6. ახალდაბა 7.ახალსოფელი 8. ახმაჯი 9. ბეჟანაანთკარი 10.გარუბანი 11.ერედა 12.ვაშლოვანი 13.ზემო ბოლი 14.მორბედაანი 15.ქვემო ბოლი 16.ყანჩავეთი 17.გდუ 18.ბოსელთა 19.ზემო ღრუ 20.ციხისოფელი 21.ჭანდარი 22.დორეთკარი 23.გავაზი 24.დოგუზაანი 25.ველისა 26.კარა 27.კუცხოვეთი 28.საბარკლეთი 29.ჩკუნეთი 30.ძანგათი 31.ქვემო ზახორი 32.არმაზი 33.ველურა 34.ზემო ზახორი 35.ზემო ცხილონი 36.ზემო წირი 37.ზემო წოლდა 38.ზემო წუბენი 39.იკეთი 40.ნადაბური 41.უკანწირი 42.ქვემო ცხილონი 43.ქვემო წირი 44.ქვემო წოლდა 45.ქვემო წუბენი 46.ქვითკირი 47.ქულოთი 48.შუა ზახორი 49.შუა წირი 50.შუა წუბენი 51.ჭაჭამური 52.გეზევრეთი 53.კორინთა 54.გუდაწვერი 55.ნახიდი 56.საძეგური პირველი 57.ქვემო ალევი 58.ქურთა 59.ყოჩიანი 60.შუა ალევი 61.წირქოლი 62.ხარკელანი 63.ლარგვისი 64.გარეუთი 65.დაბაკნეთი 66.დადიანეთი 67.ზოდეხი 68.თოხთა 69.მარტიანი 70.მახიარეთი 71.მუჯუხი 72.შველიეთი 73.უკანამხარი 74.უკანუბანი 75.ყველდაბა 76.ჩიტიანი 77.ცხავათი 78.ხარბალი 79.ხრამისწყალი 80.სალბიერი 81.დელკანი 82.ნაგომევი 83.ჩორჩანი 84.ძეგლევი 85.ჯვარისუბანი 86.ბალაანი 87.ელოიანი 88.თინიკაანი 89.მიდელაანი 90.ნავიხევი 91.ოხირი 92.პავლიანი 93.ქარელთკარი 94.ქენქაანი 95.ჩიგოიანი 96.წიფთაური 97.ჭორჭოხი 98.ხოზუეთი 99.გუდითა 100.ზემო ბაგები 101.ზემო ყურე 102.კიტრიული 103.მონასტერი 104.მსხლები 105.ქედიგორა 106.ქვემო ბაგები 107.ცოტაგური 108.კოდიჯვარი 109.მამულაანი 110.ქვემო ღრუ.

  1. Statement by President of Russia Dmitry Medvedev. Kremlin.ru (26 August 2008). დაარქივებულია ორიგინალიდან — 2 September 2008.
  2. „Abkhazia, S.Ossetia Formally Declared Occupied Territory“. Civil.Ge. 28 August 2008. დაარქივებულია ორიგინალიდან — 3 September 2008. ციტირების თარიღი: 25 January 2014.
  3. Solovyev, Vladimir (10 September 2008). „Freshly Recognized“. Kommersant. დაარქივებულია ორიგინალიდან — 13 სექტემბერი 2008. ციტირების თარიღი: 27 მარტი 2021.
  4. Harding, Luke; Percival, Jenny (9 September 2008). „Russian troops to stay in Abkhazia and South Ossetia“. The Guardian.
  5. „Russia fully staffs bases in Abkhazia, S.Ossetia“. RIA Novosti. 19 November 2008. დაარქივებულია ორიგინალიდან — 1 მაისი 2013. ციტირების თარიღი: 27 მარტი 2021.
  6. „Russia signs deals with Abkhazia, S.Ossetia on border protection“. Moscow: RIA Novosti. 30 April 2009. დაარქივებულია ორიგინალიდან — 12 ოქტომბერი 2012. ციტირების თარიღი: 27 მარტი 2021.
  7. „Russian guards take up duties on Abkhaz, S. Ossetia borders“. Rostov-on-Don: RIA Novosti. 2 May 2009. დაარქივებულია ორიგინალიდან — 5 მაისი 2009. ციტირების თარიღი: 27 მარტი 2021.
  8. საქართველოს შეცვლილი საზღვრები ოკუპაციის შემდეგ — idfi.ge