კვაზულუ-ნატალი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
კვაზულუ-ნატალი
ინგლ. KwaZulu-Natal
ქვეყანა სამხრეთ აფრიკის დროშა სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკა
სტატუსი პროვინცია
მოიცავს 1 საქალაქო და 10 სასოფლო ოლქს
ადმინისტრაციული ცენტრი პიტერმარიცბურგი
მსხვილი ქალაქი დურბანი
შექმნის თარიღი 1994
მოსახლეობა (2011)
10 267 300 კაცი (2 ადგილი)
სიმჭიდროვე 108,81 კაცი/კმ²
ფართობი 94 361 კმ² (7 ადგილი)
სიმაღლე ზღვის დონიდან
 - უმაღლესი წერტილი

 3451
კვაზულუ-ნატალი რუკაზე
დროის სარტყელი UTC+2
კოდი ISO 3166-2 ZA-NL
ოფიციალური საიტი

კვაზულუ-ნატალი (ინგლ. KwaZulu-Natal) — სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკის 9 პროვინციიდან ერთ-ერთი. შეიქმნა 1994 წელს, ნატალის ყოფილი პროვინციისა (ძველი პორტუგალიური დასახელება — «საშობაო») და ყოფილი ბანტუსტანისკვაზულუს გაერთიანების გზით.

პროვინციის ადმინისტრაციული ცენტრია — ქალაქი პიტერმარიცბურგი. ყველაზე დიდი ქალაქი — დურბანი.

გეოგრაფია და კლიმატი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

პროვინციის ტერიტორიის ფართობი შეადგენს 94 361 კმ²-ს, რაც თითქმის შეესაბამება პორტუგალიის ფართობს. გეოგრაფიული თვალსაზრისით ეს ტერიტორია შეიძლება დავყოთ 3 რეგიონად: სანაპირო დაბლობი, სამხრეთში ვიწრო და ჩრდილოეთით გაფართოებული. ცენტრალური რაიონები უკავია ბორცვიან პლატოს, რომელიც მაღლდება დასავლეთით. მესამე რეგიონი წარმოდგენილია ორი მთიანი ადგილით: დრაკონის მთებით (დასავლეთით) და ლებომბოს მთებით (ჩრდილოეთით). დრაკონის მთების სიმაღლე აღწევს 3000 მეტრს ლესოთოს საზღვართან ახლოს. ლებომბოს მთები, პირიქით, დაბალი ძველი მთებია, რომლებიც ქმნიან პარალელურ ქედებს სვაზილენდიდან სამხრეთში. პროვინციის ყველაზე უფრო დიდი მდინარეტუგელა, მიედინება დასავლეთიდან აღმოსავლეთისკენ კვაზულუ–ნატალის პროვინციის ცენტრალურ ნაწილში.

რეგიონის კლიმატი საკმაოდ სხვადასხვანაირია, სანაპიროზე ის სუბტროპიკული და ნოტიოა. დურბანში წლის საშუალო ნალექების რაოდენობა შეადგენს 1009 მმ-ს; დღის ტემპერატურის მაქსიმუმი იანვრიდან მარტის ჩათვლით აღწევს 28 °С-ს, მინიმუმი 21 °С-ს; ივნისიდან აგვისტოს ჩათვლით ტემპერატურის მაქსიმუმი აღწევს 23 °С-ს, ხოლო მინიმუმი ეცემა 11 °С-მდე. პროვინციის შიდა რაიონებში ზაფხულის ტემპერატურა ედრება სანაპიროს რაიონების ტემპერატურას, მაშინ როდესაც ზამთარი უფრო ცივია. ზამთარი დრაკონის მთებში — ცივი და თოვლიანია, ყველაზე უფრო მაღალი მწვერვალები ზაფხულშიც კი დაფარულია თოვლის თხელი საფარით. სანაპიროს ჩრდილოეთის ნაწილ ზულულენდისთვის დამახასიათებელია უფრო თბილი და ნოტიო, ტროპიკულთან ახლო მდგომი, კლიმატი.

მოსახლეობა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მოსახლეობის სიმჭიდროვე:
  <1 /კმ²
  1–3 /კმ²
  3–10 /კმ²
  10–30 /კმ²
  30–100 /კმ²
  100–300 /კმ²
  300–1000 /კმ²
  1000–3000 /კმ²
  >3000 /კმ²
ენები პროვინციაში:
  არ არსებობს უპირატესი ენა

2011 წლის აღწერის მონაცემებით პროვინციის მოსახლეობა შეადგენს 10 267 300 ადამიანს.[1][2]. პროვინციის მოსახლეობის ეთნიკური შემადგენლობა შემდეგნაირადაა წარმოდგენილი: შავკანიანები – 86,8 %; თეთრკანიანები – 4,2 %; ფერადკანიანები – 1,4 %; აზიელები – 7,4 %.[2] პროვინციის ძირითადი ენებია: ზულუ (77,8 %), ინგლისური (13,2 %).[3]

ადმინისტრაციული დაყოფა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

კვაზულუ–ნატალის პროვინცია დაყოფილია 1 საქალაქო ოლქი და 10 სასოფლო ოლქი:

ეკონომიკა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ქალაქი დურბანი — სწრაფად მზარდი ქალაქი და დიდი პორტია, რკინიგზით კარგადაა დაკავშირებული ქვეყნის სხვა რაიონებთან. დურბანის და მისი შემოგარენის მრეწველობა მოიცავს შაქრის ლერწამის გადამუშავებას, ტანსაცმლის და ტექსტილის წარმოებას, ქიმიურ, ნავთობგადამამუშავებელ და საქაღალდე მრეწველობას, კაუჩუკის წარმოებას, ავტომობილების აწყობას, კვების მრეწველობას. ასევე არსებობს ალუმინის წარმოების ქარხანა. ასევე მსხვილი ინდუსტრიალური ცენტრია პროვინციის ჩრდილოეთით მდებარე ქალაქი ნიუკასლი. აქ მდებარეობენ Mittal Steel South Africa, სინთეთიკური რეზინის, ქრომის, ქიმიური ნივთიერებების მწარმოებელი საწარმოები, განვითარებულია საფეიქრო საწარმოები.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

Commons-logo.svg
ვიკისაწყობში? არის გვერდი თემაზე: