ვესტმინსტერის სტატუტი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ვესტმინსტერის სტატუტი — 1931 წლის 11 დეკემბრის დიდი ბრიტანეთის პარლამენტის აქტი, რომელიც ადგენს დომინიონის (ფაქტობრივად დამოუკიდებელი სახელმწიფო ბრიტანეთის იმპერიის შემადგენლობაში) სამართლებლივ მდგომარეობას და მათ ურთიერთდამოკიდებულებას დიდ ბრიტანეთთან. შედეგად შეიქმნა ბრიტანეთის ერთა თანამეგობრობის (დღეისათვის — ერთა თანამეგობრობა) სამართლებლივი ბაზა.

ამ საპარლამენტო აქტმა ძალაში შეიყვანა 1926 და 1930 წლების ბრიტანეთის იმპერიის კონფერენციის გადაწყვეტილებები დომინიონების მთლიანი დამოუკიდებლობის შესახებ საშინაო და საგარეო საქმიანობაში და დიდ ბრიტანეთთან მათი თანასწორობის შესახებ. ამასთან დიდი ბრიტანეთი ჯერ კიდევ ინარჩუნებდა ფაქტობრივ კონტროლს დომინიონების საგარეო პოლიტიკაზე.

ადასტურებდა რა დომინიონების სუვერენიტეტს, ვესტმინსტერის სტატუტი ხაზს უსვავდა, რომ დიდი ბრიტანეთის კანონები არ შეიძლებოდა გავრცელებულიყო დომინიონებზე მათი თანხმობის გარეშე. ასევე გაუქმდა პუნქტი, რომლის დროსაც დომინიონის კანონი ითვლებოდა ძალადაკარგულად, თუ ის ეწინააღმდეგებოდა დიდი ბრიტანეთის კანონებს.

ერთა თანამეგობრობის წევრებს, რომლებმაც აღიარეს ვესტმინსტერის სტატუტი, აქვთ თანამეგობრობის სამეფოების (Commonwealth realms) სტატუსი, რაც ნიშნავს მათ მთლიან დამოუკიდებლობას შესაბამისი ქვეყნის სახელმწიფოს მეთაურის პოსტის ბრიტანეთის მონარქზე შენარჩუნებასთან ერთად. შედეგად, დიდი ბრიტანეთის დედოფალი ელისაბედ II ამავდროულად ავსტრალიის, ბარბადოსის და სხვა ქვეყნების დედოფალიცაა.

თანამეგობრობის 54 წევრი ქვეყნიდან თანამეგობრობის სამეფოს სტატუსი აქვს მხოლოდ თექვსმეტს.

1931 წელს სტატუტი გამოყენებული იქნა იმ მომენტისთვის არსებულ დომინიონებზე: ავსტრალიის თანამეგობრობა, კანადის დომინიონი, ირლანდიის თავისუფალი სახელმწიფო, ნიუფაუნდლენდის დომინიონი, სამხრეთ აფრიკის კავშირი და ახალი ზელანდია.

ავსტრალიამ სტატუტის რატიფიკაცია მოახდინა მხოლოდ 1942 წელს, რადგანაც გაემართლებინათ ომში მონაწილეობა, კანონის მოქმედება გავრცელდა 1939 წლის 3 სექტემბრის პერიოდიდან. ახალმა ზელანდიამ სტატუტის რატიფიკაცია მოახდინა 1947 წლის 25 ნოემბერს. ნიუფაუნდლენდს სტატუტის რატიფიკაცია არ განუხორციელებია; ადგილობრივი მთავრობის თხოვნით, მეტროპოლიამ 1934 წელს შემოიღო პირდაპირი მმართველობა, რომელიც შენარჩუნდა 1949 წლამდე, როდესაც ნიუფაუნდლენდი პროვინციის სახით შევიდა კანადის შემადგენლობაში.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]