მარტორქისებრნი (ლათ.Rhinocerotidae) — ძუძუმწოვრების ოჯახი კენტჩლიქოსნების რიგისა. მათი სხეულის სიგრძე 2,5-4 მ, სიმაღლე — 1-2 მ, მასა — 3 ტ (და მეტსად) აღწევს, აქვთ სქელი კანი, ცხვირზე 1 ან 2 რქა, მოკლე კისერი, მოკლე და სამთითიანი ფეხები. ფერად მუქი რუხია. მხედველობა სუსტი აქვთ, სმენა და ყნოსვა — კარგი. მოკლე მანძილზე გარბიან 40-45 კმ/სთ სისწრაფით. იკვებებიან მცენარეულობით. მაკეობა 17-18 თვემდე გრძელდება. შობენ თითო ნაშიერს, რომლის მასა 20-25 კგ. ცოცხლობენ 70 წლამდე. ზოგან მარტორქისებრთა ხორცს ჭამენ. გავრცელებული არიან აფრიკასა და სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიაში. მარტორქისებრნის რაოდენობა ყველგან შემცირებულია და მათ იცავენ. ცნობილია 5 სახეობა, რომელთა შორის აღსანიშნავია ინდური მარტორქა (Rhinoceros unicornis), რომელიც გავრცელებულია აღმოსავლეთ ინდოეთსა და ნეპალში; თეთრი მარტორქა (Diceros simum), რომელიც ყველაზე დიდია მარტორქისებრთა შორის და აღმოსავლეთ და სამხრეთ აფრიკაში გვხვდება; შავი მარტორქა (Diceros bicornis), რომელიც ბინადრობს აღმოსავლეთ და ცენტრალურ აფრიკაში. მარტორქისებრნი ხშირად ჰყავთ ზოოპარკებში.
↑Geraads, Denis; McCrossin, Monte & Benefit, Brenda (2012). „A New Rhinoceros, Victoriaceros kenyensis gen. et sp. nov., and Other Perissodactyla from the Middle Miocene of Maboko, Kenya“. Journal of Mammalian Evolution. 19: 57–75. doi:10.1007/s10914-011-9183-9. დამოწმება იყენებს მოძველებულ პარამეტრს |lastauthoramp= (დახმარება)