ბუკერის პრემია

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

ბუკერის პრემია (ინგლ. Booker Prize) — ყველაზე პრესტიჟული ჯილდო მსოფლიოში ინგლისურ ლიტერატურაში. ენიჭება ავტორს, რომელიც თანამეგობრობის ქვეყნების ან ირლანდიის რესპუბლიკის მოქალაქეა, ინგლისურ ენაზე დაწერილი რომანისთვის. პრემიას თან ახლავს ფულადი ჯილდო 50 ათასი ფუნტი სტერლინგის ოდენობით (2002 წლამდე 21 ათასი ფუნტი იყო). პირველი პრემია გაიცა 1969 წელს. 2002 წლიდან ბუკერის პრემიის სპონსორია კომპანიათა კონცერნი „მენი“. შედეგად მისი სრული ოფიციალური სახელია The Man Booker Prize.

პრემიის მინიჭება შემდეგი სქემით ხდება: თავდაპირველად ყოველწლიურად განახლებადი საკონსულტაციო კომიტეტი, რომელშიც შედიან ორი გამომცემელი და მწერალთა, ლიტერატურულ აგენტთა, კინომეწარმეთა, ბიბლიოთეკებისა და თავად ბუკერის პრემიის ფონდის თითო წარმომადგენელი, ადგენს დაახლოებით 100 წიგნის სიას. იგივე კომიტეტი ამტკიცებს ხუთწევრიან ჟიურის, რომლის წევრები, როგორც წესი, ხდებიან წამყვანი ლიტერატურული კრიტოკოსები და მწერლები, მეცნიერების ღირსეული წარმომადგენლები, გავლენიანი საზოგადოებრივი ფიგურები. აგვისტოში ჟიური აქვეყნებს ე.წ. ლონგლისტს (გრძელი სია), რომელშიც 25-მდე კანდიდატია შესული, ხოლო სექტემბერში ამ სიიდან ექვსი მონაწილე პრემიის „შორტლისტში“ (მოკლე სია) შედის. ბუკერის პრემიის გამარჯვებული ცხადდება ოქტომბერში სპეციალურ ცერემონიაზე.

ბუკერის პრემიის ოთხი მფლობელი — უილიამ გოლდინგი, ნადინ გორდიმერი, ვიდიადჰარ ნაიპოლი და ჯონ მაქსველ კუტზეე — შემდგომში გახდა ნობელის პრემიის ლაურეატი ლიტერატურის დარგში. 1999 წელს ჯონ მ. კუტზეე პირველი მწერალი გახდა, რომელმაც ბუკერის პრემია ორჯერ მოიპოვა. ორ წელიწადში ეს მიღწევა გაიმეორა ავსტრალიელმა მწერალმა პიტერ კერიმ.

გამარჯვებულები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

წელი ავტორი ნაწარმოები ჟანრი ქვეყანა
1971 VS Naipaul 2016 Dhaka (cropped).jpg ვიდიადჰარ ნაიპოლი[1]
(1932-2018)
თავისუფალ ქვეყანაში რომანი გაერთიანებული სამეფო
ტრინიდადი და ტობაგო
1974 Nadine Gordimer 01.JPG ნადინ გორდიმერი[2]
(1923-2014)
კონსერვაციონისტი რომანი სამხრეთი აფრიკა
1981 Salman Rushdie in New York City 2008.jpg სალმან რუშდი[3]
(დ. 1947)
შუაღამის შვილები მაგიური რეალიზმი გაერთიანებული სამეფო
1982 Thomas Keneally Festival Cine Sidney.jpg თომას კენილი[4] (დ. 1935) შინდლერის კიდობანი ბიოგრაფიული რომანი ავსტრალია
1983 J.M. Coetzee.JPG ჯონ მაქსველ კუტზეე[5]
(დ. 1940)
მაიკლ კეის ცხოვრება და დროება რომანი სამხრეთი აფრიკა
1989 Kazuo Ishiguro in 2017 01.jpg კაზუო იშიგურო[6]
(დ. 1954)
დღის მიწურულს ისტორიული რომანი გაერთიანებული სამეფო
1992 Michael Ondaatje at Tulane 2010.jpg მაიკლ ონდააჩი[7] (დ. 1943) ინგლისელი პაციენტი ისტორიოგრაფიული მეტაფიქცია კანადა
1997 Arundhati Roy W.jpg არუნდატი როი
(დ. 1961)
წვრილმანების ღმერთი რომანი ინდოეთი
1998 Ianmcewan.jpg იენ მაკიუენი[8]
(დ. 1948)
ამსტერდამი რომანი გაერთიანებული სამეფო
1999 J.M. Coetzee.JPG ჯონ მაქსველ კუტზეე[9]
(დ. 1940)
სირცხვილი რომანი სამხრეთი აფრიკა
2000 Margaret Atwood 2015.jpg მარგარეტ ეტვუდი
(დ. 1939)
ბრმა მკვლელი ისტორიული რომანი კანადა
2002 Yann martel 2007-10-25 Seattle WA USA.jpg იან მარტელი
(დ. 1963)
პის ცხოვრება ფანტასტიკური სათავგადასავლო რომანი კანადა
2003 DBC Pierre.JPG დიბისი პიერი
(დ. 1961)
ვერნონ გენიოს ლითლი შავი კომედია ავსტრალია
2007 Enright Anne koeln literaturhaus 181108.jpg ენ ენრაიტი (დ. 1962) თავყრილობა რომანი ირლანდია
2011 Julian Barnes 2019 (cropped).jpg ჯულიან ბარნსი
(დ. 1946)
დასასრულის განცდა რომანი გაერთიანებული სამეფო
2014 RichardFlanagan 300w.jpg რიჩარდ ფლენეგანი
(დ. 1961)
ვიწრო გზა შორეული ჩრდილოეთისკენ ისტორიული რომანი ავსტრალია
2017 George Saunders by David Shankbone.jpg ჯორჯ სანდერსი
(დ. 1958)
ლინკოლნი ბარდოში ისტორიული/ექსპერიმენტული რომანი ამერიკის შეერთებული შტატები
2019 Margaret Atwood 2015.jpg მარგარეტ ეტვუდი The Testaments რომანი კანადა
Bernardine Evaristo Photo.jpg ბერნარდინ ევარისტო გოგონა, ქალი და სხვები ექსპერიმენტული რომანი გაერთიანებული სამეფო

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. Jordison, Sam (21 December 2007). „Looking back at the Booker: VS Naipaul“. The Guardian.
  2. Jordison, Sam (27 February 2008). „Looking back at the Booker: Nadine Gordimer“. The Guardian.
  3. Jordison, Sam (10 July 2008). „Midnight's Children is the right winner“. The Guardian.
  4. Jordison, Sam (15 May 2009). „Booker club: Schindler's Ark“. The Guardian.
  5. Jordison, Sam (16 June 2009). „Booker club: Life and Times of Michael K“. The Guardian.
  6. Jordison, Sam (26 November 2010). „Booker club: The Remains of the Day“. The Guardian.
  7. Jordison, Sam (4 March 2011). „Booker club: The English Patient“. The Guardian.
  8. Jordison, Sam (6 December 2011). „Booker club: Amsterdam by Ian McEwan“. The Guardian.
  9. Jordison, Sam (24 June 2008). „Looking back at the Booker: JM Coetzee“. The Guardian.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]