შინაარსზე გადასვლა

ბერლინალე

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ბერლინალე
მდებარეობა ბერლინი, გერმანია
დაარსდა 1951
ჯილდოები ოქროს დათვი, ვერცხლის დათვი
რეჟისორ(ებ)ი დიტერ კოსლიკი
ფილმების რაოდ. 441 (945 ჩვენება) 2014 წელს
საიტი berlinale.de

ბერლინის საერთაშორისო კინოფესტივალი ანუ ბერლინალე — მსოფლიოში კინოს ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ფესტივალი. ტარდება ყოველი წლის თებერვალში.

ბერალინალე მნიშვნელოვანი მოვლენაა კინემატოგრაფიასა და მასმედიაში. ყოველწლიურად მასზე ესწრება 76 ქვეყნის წარმომადგენელი 15 000 სპეციალისტი, მათ შორის 3 500 ჟურნალისტი. სეანსებზე დასწრება ფასიანია.

ბერლინის ფესტივალი დაარსდა 1951 წელს. თავდაპირველად იგი ზაფხულში ტარდებოდა, 1978 წლიდან კი თებერვალში გადაიტანეს. პირველი ბერლინალეს გახსნა შედგა 1951 წლის 6 ივნისს ალფრედ ჰიჩკოკის ფილმით რებეკა.

ბერლინის კინოფესტივალზე ფილმები მთელი მსოფლიოდან მოდის და მათი შერჩევა საერთაშორისო ხასიათისაა. საუკეთესო ფილმები ჯილდოვდება ოქროს დათვით, საუკეთესო რეჟისურის, საუკეთესო ქალის როლისა და საუკეთესო მამაკაცის როლისათვის განკუთვნილია ვერცხლის დათვი, საპატიო ოქროს დათვი გადაეცემა კინოს სფეროში მოღვაწე პროფესიონალებს კინემატოგრაფიაში შეტანილი წვლილისათვის.

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]