ჟორჟ ბიზე

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ჟორჟ ბიზე

ალექსანდრე ცეზარ ლეოპოლდ ბიზე (ფრანგ. Alexandre-César-Léopold Bizet, ნათლობისას მიიღო სახელი ჟორჟ) (დ. 25 ოქტომბერი, 1838 – გ. 3 ივნისი, 1875) — ფრანგი კომპოზიტორი და პიანისტი. განთქმული ოპერით „კარმენი“.

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ჟორჟ ბიზე დაიბადა 1838 წლის 25 ოქტომბერს პარიზში, მუსიკოსის ოჯახში. მამა სიმღერის მასწავლებელი იყო, დედა კარგად უკრავდა ფორტეპიანოზე და ჟორჟის პირველი მასწავლებელიც დედა იყო. ჟორჟ ბიზეს ნამდვილი სახელი ალექსანდრ ცეზრ ლეოპოლდ ბიზეა, მაგრამ მოგვიანებით მოინათლა როგორც ჟორჟ ბიზე.

ოთხი წლის ასაკში ბიზემ კარგად იცოდა ნოტები, ხოლო ათი წლის ასაკში პარიზის კონსერვატორიაში შევიდა ორ ფაკულტეტზე: ფორტეპიანოსა და კომპოზიციის განხრით, შ. გუნუს ხელმძღვანელობით, სადაც ცხრა წელი დაჰყო. მას იტაცებდა ლიტერატურაც. ბიზე კონსერვატორიაში წარმატებულად მეცადინეობდა, ახალგაზრდა მუსიკოსმა არაერთხელ მიიღო პრემიები კონსერვატორიის შიდა კონკურსებზე: ფორტეპიანოსა და ორგანზე დაკვრით, პოლიფონისა და კომპოზიციაში. მან კონსერვატორია დაამთავრა 1857 წელს მიღებული დიდი რიმსკის პრემიით და საშუალება მიეცა სწავლა გაეგრძელებინა იტალიაში.

რომში ყოფნის დროს ბიზემ შექმნა კომიკური ოპერა „დონ პროკოპიოს და სიმფონია კანტატას „ვასკო და გამას“, სადაც გამოვლინდა კომპოზიტორის სტილისთვის დამახასიათებელი ნიშნები – ინტერესი ფერადოვან, ნათელ, ხალხურ სცენისადმი.

იტალიიდან დაბრუნების შემდეგ იმედი ჰქონდა, რომ წარმატებას მიაღწევდა, დარწმუნებული იყო თავის შესაძლებლობებში, მაგრამ კომპოზიტორის მთელი ხანმოკლე სიცოცხლე მძიმე და გამუდმებული შრომით იყო სავსე. ბიზე იძულებული იყო გაეორკესტრირებინა სხვისი ნაწარმოებები, გაეკეთებინა კორექტურა, დაეწერა მსუბუქი მუსიკა და ევლო კერძო გაკვეთილებზე.

საკუთარი ნაწარმოების მიმართ ბიზე სიმკაცრით გამოირჩეოდა. მან თეატრიდანაც კი წამოიღო დასრულებული და დადგმისთვის გამზადებული პარტიტურა, ოპერა „ივანე მრისხანე“.

ჟორჟ ბიზე მოულოდნელად გარდაიცვალა გულის დამბლით, პარიზის მახლობლად, 1875 წლის 3 ივნისს.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • Curtiss, Mina (1959). Bizet and his World. London: Secker & Warburg. OCLC 505162968. 
  • Dean, Winton (1965). Georges Bizet: His Life and Work. London: J.M. Dent & Sons Ltd. OCLC 643867230. 

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]