იან ვან რიბეეკი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
იან ვან რიბეეკი

იოჰან ანთონისცოონ "იან" ვან რიბეეკი (Johan Anthoniszoon „Jan“ van Riebeeck; დ. 21 აპრილი, 1619 – გ. 18 იანვარი, 1677) — ჰოლანდიელი კოლონიზატორი, ქალაქ კეიპტაუნის დამაარსებელი. დაიბადა კულემბორგში (ნიდერლანდი), ექიმის ოჯახში.

1639 წელს შეუერთდა ჰოლანდიის ოსტინდოეთის კომპანიას (VOC), სადაც რამდენიმე თანამდებობაზე მსახურობდა, მათ შორის ქირურგის თანაშემწედ ბატავიაში, (ისტ-ინდოეთი). მისი უდიდესი თანამდებობა ამ კომპანიაში ტონკინის (ვიეტნამი) სავაჭრო პოსტის ხელმძღვანელობა იყო. თუმცა, მოგვიანებით იგი დაითხოვეს, ვინაიდან გაირკვა, რომ იგი საკუთარი მოგებისთვის ვაჭრობდა.