შტატჰალტერი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ვილჰელმ I ორანელი, იყო შტატჰალტერი ესპანეთის იმპერიის წინააღმდეჰ ნიდერლანდების აჯანყების დროს

შტატჰალტერი (გერმ. Statthalter — ადგილნაცვალი; ნიდერლანდებში — სტატჰაუდერი, ნიდერლანდურად Stadhouder, ორივე ენაზე ეს სიტყვა „ერთ ადგილზე (ვიღაცის) შეკავებას“ ნიშნავს) — ევროპის რიგ სახელმწიფოებში თანამდებობის პირი, რომელიც სახელმწიფო პოლიტიკის გამტარებელია ქვეყნის კონკრეტულ ტერიტორიაზე.

ადგილნაცვლის პოსტი ისტორიის სიღრმეებიდან იღებს სათავეს. როდესაც სახელმწიფოს მმართველს ქვეყნის მასშტაბები ყოველ კუთხე-კუნჭულზე ოპერატიულად რეაგირების საშუალებას არ აძლევდა, ის ყოველთვის შტატჰალტერს ნიშნავდა. შტატჰალტერი ხშირად გუბერნატორთან იგივდება. შტატჰალტერის თანამდებობამ ყველაზე მეტი გავრცელება ნიდერლანდების გაერთიანებული პროვინციების რესპუბლიკაში ჰპოვა.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]