ნობელის პრემია ლიტერატურის დარგში

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
სიული პრიუდომი, ნობელის პრემიის პირველი ლაურეატი ლიტერატურის დარგში

ნობელის პრემია ლიტერატურის დარგში — ყოველწლიურად ენიჭება ავტორს, რომელსაც ალფრედ ნობელის აზრით შექმნილი აქვს „იდეალისტური ხასიათის საუკეთესო თხზულება“. „თხზულებაში“ იგულისხმება ლიტერატორის მთელი შემოქმედება, და არა კონკრეტული ნაწარმოები, თუმცა არსებობს გამონაკლისიც და ცალკეულ ნაშრომსაც დაუმსახურებია ჯილდო (მაგალითად, უინსტონ ჩერჩილის შემთხვევაში). შვედეთის აკადემია მთელი წლის მანძილზე განიხილავს მიმდინარე ლიტერატურულ ტენდეციებს მსოფლიოში და ოქტომბრის დასაწყისში ასახელებს პრემიის ლაურეატს.

ზემოთ ნახსენები ნობელის ფრაზას სხვადასხვანაირად განმარტავენ. შვედური ენიდან სიტყვა idealisk ითარგმნება როგორც იდეალისტური, ასევე როგორც იდეალი. შესაბამისად, პრემიის გაცემის საწყის წლებში აკადემია ცდილობდა სიტყვა–სიტყვით შეესრულებინა ნობელის სურვილი, რამაც ჯილდოს მიღმა დატოვა საუკუნის დასაწყისის დიდი მწერლები, როგორიც იყვნენ ლევ ტოლსტოი და ჰენრიკ იბსენი, რომელთა ნაწარმოებები არ იყო საკმარისად "იდეალისტური". შემდგომ წლებში ნობელის კომიტეტმა შეარბილა შერჩევის კრიტერიუმები და მთავარი აქცენტი მწერალთა ნაწარმოებების ლიტერატურულ ღირებულებებზე გაამახვილა.

ნობელის პრემია არ წარმოადგენს ლიტერატორის წარმატებისა და პოპულარობის საზომს. ბევრი მწერალი, ავტორი საქვეყნოდ ცნობილი ბესტსელერებისა, ხშირად კანდიდატთა სიაშიც კი ვერ ხვდება.

ნომინაციის პროცედურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სელმა ლაგერლოფი, პირველი ქალი მწერალი რომელმაც მიიღო ეს პრემია

ყოველწლიურად შვედეთის აკადემია აქვეყნებს განცხადებას კანდიდატთა შერჩევის შესახებ. თავად აკადემიის წევრები, ლიტერატურული აკადემიებისა და საზოგადოების წევრები, ენისა და ლიტერატურის პროფესორები, ნობელის პრემიის ყოფილი ლაურეატები და მწერალთა ორგანიზაციების პრეზიდენტები უფლებამოსილნი არიან წარადგინონ კანდიდატები. ამავდროულად, არ შეიძლება საკუთარი თავის წარდგენა.

ათასობით გაცხადება იგზავნება ყოველწლიურად შვედეთის აკადემიიდან და მხოლოდ 50–მდე კანდიდატის წარდგენა ხორციელდებ მთელი მსოფლიოდან. 1 თებერვლისთვის კანდიდატთა სიების მიღება წყდება. აპრილისთვის აკადემია ამცირებს კანდიდატთა რაოდენობას ოცამდე, მოგვიანებით, ზაფხულში კი ქვეყნდება 5 კანდიდატთა სია. იმავე წლის ოქტომბერში აკადემიის წევრები კენჭს უყრიან კანდიდატებს და ის მწერალი, რომელიც კომიტეტის ნახევარზე მეტის მხარდაჭერას მოიპოვებს ოფიციალურად ცხადდება ნობელის პრემიის ლაურეატად ლიტერატურის დარგში.

პრემიის ფულადი ნომინალი იცვლება დაარსებიდან და სადღეისოდ, დაახლოებით, 10 მილიონ შვედურ კრონას წარმოადგენს. ლაურეატი ასევე იღებს ოქროს მედალსა და ნობელის დიპლომს.

იხილეთ აგრეთვე[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

Commons-logo.svg
ვიკისაწყობში? არის გვერდი თემაზე: