სარტყელი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
სარტყელი

სარტყელი — მღვდელმსახურის შესამოსელი. ქამრის მსგავსი ლენტისებრი მატერია, ორივე ბოლოში დატანებული თასმებით, რომლითაც წელზე იკვრება. ამკობენ ოქროს ან ვერცხლის ძაფებით ნაქარგი ჯვრებით. სარტყელით იმოსებიან მღვდლები და ეპისკოპოსები. მისი პრაქტიკული დანიშნულებაა, რომ მღვდელმსახურმა სამოსის ქამრით შეკვრით უკეთესად ჩაატაროს მსახურება.

სარტყელი კვართის ზემოდან კეთდება და აღნიშნავს ღვთისათვის მსახურების მზადყოფნას. სიმბოლურად გამოხატავს სამღვდელო ხარისხის უბიწოებას. იგი აღნიშნავს აგრეთვე ღვთაებრივ ძალას, რომელიც განამტკიცებს მღვდელმსახურს თავისი მსახურების აღსასრულებლად. ამავე დროს, სარტყელი იმ ტილოსაც აღნიშნავს, რომელიც მაცხოვარმა შემოირტყა, როდესაც თავის მოწაფეებს საიდუმლო სერობის ჟამს ფეხები დაბანა.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • გაზეთი „საპატრიარქოს უწყებანი“, №19 2004 წ.
  • ლ. ბარბაქაძე ლია, „ჯიბის ცნობარი მართლმორწმუნე ქრისტიანისათვის“, თბილისი, 2013 წ.
  • „Настолъная книга свяшеннослужителя“, ტ. 4, 1983 წ, გვ. 140