კოისანური ენები

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
კოისანური ენები
გავრცელებულია ტანზანია, აფრიკა
მოლაპარაკეთა რაოდენობა 370 ათასზე მეტი
ოფიციალური სტატუსი ჰიპოთეზა
ლინგვისტური კლასიფიკაცია აფრიკის ენები
მაკროჯგუფების და ზოგიერთი მსხვილი ენის გავრცელება აფრიკის ტერიტორიაზე

კოისანური ენები (ნამადან „'khoi“ (ადამიანი) და სანიდან („ბუშმენი“) — სამხრეთ აფრიკის ავტოქტონი ნე-ბანტუ ენების და ასევე, ტანზანიის ორი (სანდავე და ჰაძა) იზოლირებული ენის პირობითი სახელწოდება. მრავალი კოისანური ენა გაქრობის საფრთხის ქვეშაა და მრავალიც უკვე გაქრა. ამ ენაზე მოსაუბრეთა საერთო რიცხვი 370 ათასამდეა. მათი გავრცელების არეალია კალაჰარის უდაბნოს მიმდებარე რეგიონი.

ამ ენაში არსებობს ეგრეთ წოდებული "შიშინა" თანხმოვნები. თვითონ ტერმინი "კოისანი" კოისანური ენის ერთ-ერთი დიალექტისგანაა ნაწარმოები, "კოი"-ადამიანს ნიშნავს, ხოლო "სან"-ბუშმენს. თავდაპირველად ეს ტერმინი აღნიშნავდა ამ ხალხების ფიზიკურ-რასობრივ ტიპს და მხოლოდ ამერიკელმა ლინგვისტმა ჯოზეფ გრინბერგმა გამოიყენა ის ენის სახელწოდებად. ცოტა ხნის წინ მეცნიერმა გენეტიკოსებმა დაამტკიცეს, რომ კოისანის ხალხები ოდითგანვე მოწყვეტილნი იყვნენ ცივილიზაციას და გარესამყაროსთან არანაირი კავშირი არ ჰქონდათ, უფრო მეტიც კალაჰარის ჩრდილოეთით და სამხრეთით მცხოვრები ტომები იზოლორებული იყვნენ ერთმანეთისაგან 30 ათასზე მეტი წლის განმავლობაში, რამაც განაპირობა ამ ენის თავისებურებანი.

იხილეთ აგრეთვე[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ენათა ოჯახები

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]