რაინჰაიტსგებოტი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

რაინჰაიტსგებოტი (გერმ. Reinheitsgebot — სისუფთავის მოთხოვნა) — კანონი, რომელიც კონტროლს უწევს გერმანიაში ლუდის სისუფთავეს. კანონის თანახმად ლუდის წარმოებისათვის უნდა გამოიყენებოდეს მხოლოდ 3 ინგრედიენტი: წყალი, ქერი და სვია.

კანონი გამოვიდა ქალაქ ინჰოლშტადტში (ბავარიის საჰერცოგო) 1516 წლის 23 აპრილს. ამ კანონში დადგენილი იყო ლუდის წარმოებისა და ვაჭრობის წესები. 1906 წლიდან ეს კანონი გერმანიის იმპერიის მთელ ტერიტორიაზე ვრცელდება. მეორე მსოფლიო ომის შემდეგ გერმანიაში ყველა კანონი, რომელიც ლუდს ეხებოდა, ერთიანდება კანონში ლუდის გადასახადებზე, რომელიც 1923 წლის 9 ივლისს გამოიცა და 1952 წელს ჩასწორდა.

ცნობები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ამ კანონს 500 წლიანი ისტორია აქვს და მასთან დაკავშირებით რამდენიმე ფაქტი უნდა აღინიშნოს. ბავარიის კანონი „ლუდის სისუფთავეზე“ 1516 წლიდან ერთ-ერთ უძველეს კანონად ითვლება, რომელიც ოდესმე დაწესებულა საკვებ პროდუქტებზე. შემდეგ კანონი ნაციონალურ ჭრილში გადაიყვანეს და „გერმანული კანონი ლუდის სისუფთავეზე“, საბოლოოდ კი „კანონი ლუდის წარმოებაზე“ დაარქვეს. ევროპის ბაზრის ლიბერალიზაციის დროს, კანონი მთლიანად ევროპაზე გავრცელდა. ინგრედიენტები შევიდა სახელით „დაშვებული ინგრედიენტები“, რომელშიც ლუდი დაცულია როგორც „ტრადიციული კვების პროდუქტი“. ბავარიელებისთვის სამწუხაროდ, ლუდის სისუფთავეზე კანონი ნაპოვნია თიურინგიაშიც, რომელიც 82 წლით გვიან გამოსცეს, ვიდრე ბავარიაში. ჯერ კიდევ 1351 წელს ქ. ერფურტში გამოცემული იყო შიდა წესდება თუ როგორ უნდა დამზადებულიყო ლუდი მკაცრად განსაზღვრული ინგრედიენტებით. მიუნხენის მუნიციპალიტეტმა ლუდის წარმოებაზე კონტროლი 1363 წელს დაიწყო. პირველი ცნობა, რომ ლუდის ხარშვისას უნდა გამოეყენებინათ მხოლოდ ქერი, სვია და წყალი 1453 წლით თარიღდება. ამ დროისათვის თიურინგიაში კანონი უკვე 20 წლის მიღებული იყო. 1434 წელს მიღებული კანონი ვაისენზეში (თიურინგია) გამოიცა და შუა საუკუნეების რუნებურგში 1999 წელს ერფურტთან ახლოს იქნა ნაპოვნი.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]