ბერძნები

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ბერძნები
Έλληνες
Greeks25-3.svg
პირველი რიგი
ჰომეროსილეონიდასიპერიკლე არგიროპულო ჰეროდოტეჰიპოკრატე
მეორე რიგი
სოკრატეპლატონიარისტოტელეალექსანდრე მაკედონელიარქიმედე
მესამე რიგი
ჰიპატიაბასილ IIალექსი I კომნენოსიგემისტუს პლეთოელ გრეკო
მეოთხე რიგი
რიგას ფერეოსითედორე კოლოკოტრონისილასკარინა ბუბულინაგეორგიოს კარაისკაკისიიოანე კაპოდისტრია
მეხუთე რიგი
ვენიზელოს ელეფტერიოსიკონსტანტინოს კავაფისი გეორგიოს პაპანიკოლაუმაკარიოს IIIპიროს დიმასი
საერთო მოსახლეობა
12,4 მლნ.
რეგიონები მნიშვნელოვანი მოსახლეობით
საბერძნეთის დროშა საბერძნეთი 9,72 მლნ.
კვიპროსის დროშა კვიპროსი 570 ათ.
დროშა: ამერიკის შეერთებული შტატები აშშ 550 ათ.
ენები ახალბერძნული
რელიგიები მართლმადიდებლები

ბერძნები (ბერძნ. Έλληνες „ელლინეს“ — ელინები) — ხალხი, საბერძნეთის ძირითადი მოსახლენი (9,72 მლნ). ცხოვრობენ აგრეთვე კვიპროსზე (570 ათ.), აშშ-ში (550 ათ.), გერმანიაში (300 ათ.), რუსეთის ფედერაციაში (92 ათ.).

საქართველოში მცხოვრები ბერძნები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

საქართველოში მცხოვრებმა ბერძნებმა (აფხაზეთსა და აჭარაში) შემოინახეს ძველი ტანისამოსის ელემენტები. მამაკაცის ტანისამოსიდან შეიძლება გამოიყოს „ზიპუნი“ ან „ენტერი“ (ზედატანის სამოსი), „გელანი“ (თბილი ჟილეტი ან მოკლე თბილი პიჯაკი), ფართო შარავარები, ხოლო ქალის ტანსაცმელში — „ხიტონი“. წარსულში ურუმები კაბის ნაცვლად ხელნაკეთი მაუდისგან შეკერილ „ჩხუს“ ატარებდნენ, პიჯაკის ნაცვლად — არხალუხს, შარვლის ნაცვლად — ფართო შარავარებს; ფეხთ ემოსათ შალის მოხატული ნაქსოვი წინდები და მოქნილი ტყავის ფეხსაცმელი — „ჩარუზი“, თავზე ცხვრის ტყავის ფაფახი ეხურათ. მრავალფეროვნებით გამოირჩეოდა ქალების თავის, მხრის, მკერდის, ყურისა და ხელის მორთულობა.

საქართველოში მცხოვრები ბერძნების საკვებიც არაერთგვაროვანი იყო. მდიდრებს უფრო მეტი ჰქონდათ ხორციანი საჭმელი, ღარიბები კი ახალდაკრეფილი, საკვებად ვარგისი ველური ბალახით — ღიმითა და პავალიკით კმაყოფილდებოდნენ. ბალახებს იმარაგებდნენ და უხვად ინახავდნენ ზამთრისთვის. ბერძნები აცხობდნენ ხორბლის პურს ან სიმინდის მჭადს, წარსულში საკვებად გამოიყენებოდა ქერის ან ასლის პურიც (წალკა). აფხაზი ბერძნების ეროვნულ ნაციონალურ საკვებს წარმოადგენდა ფაფა.

იხილეთ აგრეთვე[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

წყაროები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. სულხან-საბა ორბელიანი, „ლექსიკონი ქართული“, ტ. 1, თბ., 1991, გვ. 332