ავტომაგისტრალი
ავტომაგისტრალი (ავტო... და მაგისტრალი) — ავტომობილების სწრაფი, მასობრივი მოძრაობისათვის განკუთვნილი მაგისტრალური საავტომობილო გზა. ავტომაგისტრალი გაჰყავთ ერთმანეთისაგან დაშორებულ დიდ დასახლებულ ცენტრებს ან ეკონომიკურ რაიონებს შორის. ის გვერდს უვლის დასახლებულ პუნქტებს (მათ უკავშირდება სპეციალური მისასვლელი გზებით), ხოლო სხვა გზებთან გადაიკვეთება სხვადასხვა დონეზე. ორივე მიმართულებით მოძრაობისათვის აქვს ორ-ორი ან მეტი სავალი ზოლი. შემხვედრ მიმართულებებს შორის აუცილებლად გადის გამყოფი ზოლი (არანაკლებ 5 მ სიგანისა). ავტომაგისტრალს აგებენ I კატეგორიის საავტომობილო გზების ნორმების შესაბამისად. გზის, ტრანსპორტისა და მგზავრთა მომსახურებისათვის ავტომაგისტრალის გასწვრივ განლაგებულია სპეციალური ნაგებობები. ავტომაგისტრალის დასაწყისი და დასასრული აღინიშნება სპეციალური საგზაო ნიშნებით.
იხილეთ აგრეთვე[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 1, თბ., 1975. — გვ. 159.