კაპის მთები

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
კაპის მთები
კაპის მთები
კაპის მთები
კოორდინატები: 32°41′ ს. გ. 23°06′ ა. გ. / 32.683° ს. გ. 23.100° ა. გ. / -32.683; 23.100
ქვეყანა სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკის დროშა სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკა
სიმაღლე 2326 
სიგრძე 800 კმ
კაპის მთები — სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკა
კაპის მთები

კაპის მთები (ინგლ. Cape Range) — მთები აფრიკის სამხრეთ ნაწილში, სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკაში, პორტ-ელიზაბეთსა (აღმოსავლეთით) და მდინარე ოლიფანტსის შესართავს (დასავლეთით) შორის. სიგრძე დაახლოებით 800 კმ. შედგება რამდენიმე პარალელური ქედისაგან. საშუალო სიმაღლე — 1500 მ, მაქსიმალური — 2326 მ. აგებულია ქვიშაქვებით და კვარციტებით. მთებს შორის მოქცეულია გასწვრივი დადაბლება — მცირე კარუ. ჰავა დასავლეთით ხმელთაშუა ზღვის ტიპისაა. ნალექები ქარპირა კალთებზე წელიწადში 600 მმ-ზე მეტი მოდის, აღმოსავლეთით — 800 მმ-ზე მეტი. ზამთარში მწვერვალები თოვლით იფარება. ზაფხული მშრალია. ქარზურგა კალთებზე და შიგა ხეობებში ნახევარუდაბნოა. მთის კალთებზე მარადმწვანე მეორეული ბუჩქნარი და წიწვოვან-ფოთლოვანი ტყეა.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]