ფარფლები

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
თევზის სხვა და სხვა ტიპის ფაფლები.

ფარფლები — წყლის ცხოველების მოძრაობის ორგანოები. უხერხემლოთა შორის ფარფლები აქვთ მუცელფეხიან, თავფეხიან მოლუსკებს და ჯაგარყბიანებს, ხოლო თანამედროვე ხერხემლიანთაგანმრგვალპირიანებს, თევზებს, ზოგიერთ ამფიბიას და ძუძუმწოვარს. მრგვალპირიანებს მხოლოდ ცალადი ფარფლები აქვთ (ზურგის და კუდის). თევზებს შორის განასხვავებენ წყვილად და ცალად ფარფლებს. წყვილადია წინა (მკერდის) და უკანა (მუცლის) ფარფლები. მათი ძირითადი ფუნქციაა თევზის მოძრაობის წარმართვა ვერტიკალურ სიბრტყეში (სიღრმის საჭე). ცალადია ზურგის, უკანა გასავლისა და კუდის ფარფლები. ზურგისა და უკანა გასავლის ფარფლები განაპირობენ თევზის მოძრაობის მიმართულების რეგულაციას, თუმცა ისინი ზოგჯერ დამატებით (მაგ. მსხვერპლის მიზიდვის) ფუნქციასაც ასრულებენ. კუდის ფარფლები მოძრაობის ძირითადი ორგანოა. ამფიბიებს შორის ცალადი ფარფლები (ჩონჩხს მოკლებული კანის ნაოჭების სახით), როგორც მუდმივი ან დროებითი წარმონაქმნები, აქვთ წყალში მცხოვრებ ლარვებს, აგრეთვე მოზრდილ კუდიან ამფიბიებს და უკუდო ამფიბიების ლარვებს. ძუძუმწოვართაგან ფარფლები აქვთ ვეშაპისნაირებსა და სირენებს. მათი ცალადი ფარფლები უჩონჩხოა, ხოლო მათ წყვილად ფარფლებს შინაგანი ჩონჩხი აქვთ და ისინი ყველა დანარჩენი ოთხფეხა ხერხემლიანის წინა კიდურების ჰომოლოგიურია.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]