აფრიკული სირაქლემა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
აფრიკული სირაქლემა

მამალი
მეცნიერული კლასიფიკაცია
სამეფო:  ცხოველები
ტიპი:  ქორდიანები
კლასი:  ფრინველები
რიგი:  სირაქლემასნაირნი
ოჯახი:  სირაქლემასებრნი
გვარი:  სირაქლემა
სახეობა:  აფრიკული სირაქლემა
ლათინური სახელი
Struthio camelus (Linnaeus, 1758)
დაცვის სტატუსი
საჭიროებს ზრუნვას
ყველაზე ნაკლები საფრთხის ქვეშ
IUCN 3.1 Least Concern : 45020636

აფრიკული სირაქლემა (ლათ. Struthio camelus) — უტროპო არამფრენი ფრინველი სირაქლემასებრთა ოჯახისა.

აფრიკული სირაქლემა დღეს არსებულ ფრინველთა შორის ყველაზე დიდი ზომისაა. ბინადრობს აფრიკის სავანებში, ნახევარუდაბნოებსა და უდაბნოებში. მახვილი მხედველობისა და სმენის წყალობით მტაცებლების მოახლოებას შორიდან იგებს. დამფრთხალი სირაქლემა მიწაზე განერთხმება, ან გარბის. დადევნებისას შეუძლია 70 კმ/სთ სიჩქარე განავითაროს. იმ შემთხვევაში, თუ გასაქცევი არ აქვს — თავისი ძლიერი ფეხებით შეტევაზე გადადის. მას ადვილად შეუძლია სასიკვდილო ჭრილობა მიაყენოს ნებისმიერ მტაცებელს. სირაქლემა ყველაზე დიდ კვერცხს დებს, რომელიც 1,4 კილოგრამს იწონის. გავრცელებული აზრი იმის თაობაზე, რომ შეშინებული სირაქლემა თავს ქვიშაში რგავს, მცდარია.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]