ლიმპოპო (პროვინცია)
პროვინცია | |
---|---|
ლიმპოპო ინგლ. Limpopo | |
ქვეყანა | სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკა |
ადმ. ცენტრი | პოლოკვანე |
შიდა დაყოფა | Mopani District Municipality, Vhembe District Municipality, Capricorn District Municipality, Waterberg District Municipality და Sekhukhune District Municipality |
კოორდინატები | 24°00′00″ ს. გ. 29°30′00″ ა. გ. / 24.00000° ს. გ. 29.50000° ა. გ. |
მმართველი | Stanley Mathabatha |
დაარსდა | 27 აპრილი, 1994 |
ფართობი | 125 754 კმ² |
მოსახლეობა | 5 404 868 კაცი (2011) |
სიმჭიდროვე | 42,98 კაცი/კმ² |
სასაათო სარტყელი | [[UTCUTC+2]] |
ოფიციალური საიტი | limpopo.gov.za |
ლიმპოპო (ინგლ. Limpopo) — სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკის 9 პროვინციიდან ერთ-ერთი. 2011 წლის აღწერის მონაცემებით ლიმპოპოს პროვინციის მოსახლეობის რაოდენობა შეადგენს 5 404 868 ადამიანს, რითაც იგი მეხუთეა სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკის პროვინციებში, ხოლო მისი ფართობია – 125 754 კმ². პროვინციას ჩრდილო-აღმოსავლეთით ესაზღვრება ბოტსვანა, ხოლო ჩრდილო-დასავლეთით ზიმბაბვე.
არსებობს 1994 წლიდან, როდესაც გამოყვეს ტრანსვაალიდან და დაარქვეს ჩრდილოეთ ტრანსვაალი. 1995 წლიდან 2003 წლამდე ერქვა ჩრდილოეთი პროვინცია, შემდგომში მიიღო დღევანდელი დასახელება.
პროვინციის ადმინისტრაციული ცენტრია — ქალაქი პოლოკვანე (ადრე ერქვა პიტერსბურგი).
გეოგრაფია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]პროვინცია მდებარეობს სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკის ჩრდილოეთით, ესაზღვრება ჩრდილო-დასავლეთის, გაუტენგის და მპუმალანგას პროვინციებს, ასევე ბოტსვანას, ზიმბაბვეს და მოზამბიკს.
მოსახლეობა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]2011 წლის აღწერის მონაცემებით ლიმპოპოს პროვინციის მოსახლეობის რაოდენობა შეადგენს 5 404 868 ადამიანს.[1][2] პროვინციის მოსახლეობის ეთნიკური შემადგენლობა შემდეგნაირია: შავკანიანები – 96,7 %; თეთრკანიანები – 2,6 %; ფერადკანიანები – 0,3 %; აზიელები – 0,3 %.[2] ქვეყნის პროვინციებს შორის ლიმპოპოს პროვინციაში თეთრკანიანი მოსახლეობის ყველაზე უფრო დაბალი წილი და შავკანიანი მოსახლეობის ყველაზე უფრო მაღალი წილია. პროვინციაში ძირითადი სალაპარაკო ენებია: ჩრდილოეთ სესოთო – 52,9 %, ტსონგა – 17 %, ვენდა – 16,7 %.[3] აფრიკაანსის ენაზე მოლაპარაკენი შეადგენენ 2,6 %-ს, ხოლო ინგლისურად მოლაპარაკენი – 0,5 %-ზე ნაკლებს. ამასთან ჩრდილოეთ სესოთო დომინირებს პროვინციის 5 ოლქიდან 3 ოლქში (Waterberg, Capricorn და Sekhukhune), ხოლო კიდევ ერთში (Mopani) ორი ძირითადი ენიდან ერთ-ერთი ძირითადი ენაა (ტსონგას ენასთან ერთად). მეხუთე ოლქში (Vhembe) მოსახლეობის უმრავლესობა ლაპარაკობს ვენდას ენაზე. პროვინციას აქვს აიდ-ინფიცირებულების შედარებით დაბალი წილი (დაახლოებით 18,5 %) ქვეყნის სხვა რეგიონებთან შედარებით.
მუნიციპალიტეტები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ლიმპოპოს პროვინცია იყოფა 5 ოლქად, რომლებიც თავის მხრივ იყოფიან 24 ადგილობრივ მუნიციპალიტეტებად.
ეკონომიკა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ლიმპოპოს პროვინცია – ქვეყნის ერთ-ერთი უღარიბესი და ნაკლებად განვითარებული რეგიონია. განსაკუთრებით კარგად ეს სჩანს სოფლის რაიონებში. მიუხედავად ამისა, უკანასკნელ წლებში სჩანს ეკონომიკის და ცხოვრების დონის სერიოზული დადებითი ძვრები. სოფლის მეურნეობის საფუძველს შეადგენს მსხვილი რქოსანი საქონელის მომრავლება. მოჰყავთ მზესუმზირა, ბამბა, სიმინდი, არაქისი, ბანანი, ანანასი, მანგო. არსებობს ჩაის და ყავის პლანტაციები.
არსებობს სასარგებლო წიაღისეულის შემდეგი საბადოები: რკინის მადანი, სტიბიუმი, ფოსფატები, ნახშირი, ქრომიტები, ალმასი, ოქრო, სილიციუმი და სხვა. მომპოვებელი მრეწველობა შეადგენს ლიმპოპოს პროვინციის ეკონომიკის დაახლოებით ერთ მეხუთედს. მთავარი მნიშვნელობა აქვს ტურიზმს, რომლის განვითარებასაც ხელს უწყობს რეგიონის მდიდარი ფლორა და ფაუნა და დაცული ტერიტორიების სიმრავლე.
ლიმპოპოს პროვინციის ტერიტორიაზე გადის საავტომობილო ტრასა N1, ერთ-ერთი ყველაზე უფრო დატვირთული აფრიკაში, მასზე ასევე გადის ავტოგზები კონტინენტის სიღრმიდან დურბანის, რიჩარდს-ბეის, მაპუტუს მთავარ პორტებამდე.
რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- Limpopo Provincial Government დაარქივებული 2006-09-23 საიტზე Wayback Machine.
- Limpopo Tourism and Parks Board დაარქივებული 2021-01-22 საიტზე Wayback Machine.
სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ SouthAfrica.info. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2016-11-21. ციტირების თარიღი: 2016-07-06.
- ↑ 2.0 2.1 Statistics South Africa. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2015-11-13. ციტირების თარიღი: 2016-07-06.
- ↑ The languages of South Africa. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2011-03-04. ციტირების თარიღი: 2016-07-06.