თინუსი
იერსახე
| თინუსი | ||||||||||||
|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|
|
თინუსი | ||||||||||||
| მეცნიერული კლასიფიკაცია | ||||||||||||
| ||||||||||||
| ლათინური სახელი | ||||||||||||
| Thunnus thynnus | ||||||||||||
| დაცვის სტატუსი | ||||||||||||
|
IUCN 3.1 Least Concern : 21860 | ||||||||||||
| ||||||||||||
თინუსი (ლათ. Thunnus thynnus) — თევზი სკუმბრიასებრთა ოჯახისა. აქვს მრავალი პატარა ფარფლით აღჭურვილი მაღალი სხეული, წვრილი კუდი. სხეულის სიგრძე 3 მ-მდეა, წონა 375 კგ აღწევს. გავრცელებულია ატლანტისა და წყნარ ოკეანეებში, ჩრდილოეთის, ხმელთაშუა, ბარენცის, ბალტიის, შავ, აზოვის და იაპონიის ზღვებში. საქართველოში — შავი ზღვის სანაპიროებზე ყველგან გვხვდება. მტაცებელია, იკვებება თევზებით. ძვირფასი სარეწაო თევზია. დიდი რაოდენობით იჭერენ ოკეანეებში და ხმელთაშუა ზღვაში, საქართველოში კი — ნაკლებად. ცხიმიანი თევზია (12-14%). იყენებენ ნედლს, დაკონსერვებულს, გაყინულს და სხვა.
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- დემეტრაშვილი მ., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 4, თბ., 1979. — გვ. 683.
