მიმოზა
იერსახე
მიმოზა | |||||||||||||
---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|
Mimosa pudica | |||||||||||||
მეცნიერული კლასიფიკაცია | |||||||||||||
| |||||||||||||
ლათინური სახელი | |||||||||||||
Mimosa | |||||||||||||
|
მიმოზა (ლათ. Mimosa) — მცენარეთა გვარი მიმოზისებრთა ოჯახისა. მრავალწლოვანი ბალახები, ბუჩქები, ლიანები და ხეებია. აქვთ თავაკებად ან თავთავისებრ ყვავილებად შეკრებილი წვრილი ყვავილები და პარკი ნაყოფი. თანაფოთლები ხშირად ეკლებად არის ქცეული.
მიმოზას 450-500 სახეობა უმთავრესად გავრცელებულია ტროპიკულ და სუბტროპიკულ ამერიკაში. მორცხვი მიმოზა (ლათ. Mimosa pudica) ბუჩქი ან ნახევრად ბუჩქია. გავრცელებულია ორივე ნახევარსფეროს ტროპიკებში. შეხების ან დარტყმის საპასუხოდ, აგრეთვე შებინდებისას ფოთოლაკებს კეცავს და ქვევით ხრის.
ზოგჯერ მიმოზას ეძახიან შავი ზღვის სანაპიროზე მოშენებულ აკაციის გვარის სახეობებსაც, განსაკუთრებით კი ლეგა აკაციას.
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 6, თბ., 1983. — გვ. 702.