ნაჯვარი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
(გადამისამართდა გვერდიდან მეტისი)
Jump to navigation Jump to search

ნაჯვარი, მეტისი — ორი და მეტი სხვადასხვა ჯიშის შეჯვარებით მიღებული ცხოველი. პირველი თაობის ნაჯვარი ხშირად ზოგიერთი სასარგებლო სამეურნეო ნიშნის მიხედვით (წველადობა, მეკვერცხულობა, მატყლის ნაპარსი და სხვა) ავლენს ჰეტეროზისის ეფექტს. ამას იყენებენ სამრეწველო შეჯვარებისას მაღალპროდუქტიული ცხოველების მისაღებად. რთული და არაერთგვაროვანი გენეტიკური სტრუქტურის შეერთების გამო ნაჯვარი წარმოადგენს საუკეთესო მასალას გადარჩევისათვის ახალი ჯიშების გამოყვანისას. სახეობათა შორის და უფრო დაშორებული ჯგუფების ჰიბრადებისაგან განსხვავებით, ჯიშთა შორის ნაჯვარები ადვილად ეწყვილებიან ერთმანეთს და ნაყოფიერ შთამომავლობას იძლევიან.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]