ჩანჩქერი

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ჩანჩქერი — ეწოდება ადგილს, სადაც წყალი სწრაფად ეშვება მდინარეში. მსოფლიოში ყველაზე დიდი ჩანჩქერია ანხელი (979 }}[1]), რომელიც მდებარეობს სამხრეთ ამერიკაში (ვენესუელა). შემდეგ მოდის 948 მეტრის[2] ტუგელა (სამხრეთ აფრიკა) და 914 მეტრის[3] სამი დის ჩანჩქერი (პერუ). ყველაზე წყალუხვია ჩანჩქერი ბოიომა მდინარე ზაირზე (17 000 კუბური მ3/წ.).

ჩანჩქერები ძირითადად მდინარის ზედა წელში წარმოიქმნებიან.[4] ისეთ ადგილებში სადაც კალაპოტი ვიწროა და ღრმა. როდესაც მდინარე მიედინება ძირითად ქანებზე ეროზია ხდება შედარებით ნელი ტემპით, მაშინ როდესაც დინების ქვემო წელში ეროზიას უფრო ჩქარი ტემპები აქვს.[4][5] მდინარე ჩანჩქერიდან ვარდნის დროს სისწრაფეს კრეფს და უფრო მეტად შლის კალაპოტს, ასევე ჩანჩქერის ქვეშ შექმნილი მორევი ზრდის ეროზიის შედეგს.[4] ეს ისწევეს ჩაჩქერის გაღრმავებას და ვარდნის სათავესთან დაშორების ზრდას.

იხილეთ აგრეთვე[რედაქტირება]

Commons-logo.svg
ვიკისაწყობში? არის გვერდი თემაზე:

სქოლიო[რედაქტირება]