რაგბის მსოფლიო ჩემპიონატი 1995
ვიკიპედიის სტანდარტების დასაკმაყოფილებლად, ეს სტატია ხელახლა დაწერას საჭიროებს. |
რაგბის მსოფლიო ჩემპიონატი 1995 | |
---|---|
ტურნირის დეტალები | |
ტურნირის ვადები | 25 მაისი - 24 ივნისი 1995 |
ადგილი | სამხრეთი აფრიკა |
მონაწილე | 16 |
საპრიზო ადგილები | |
ჩემპიონი | სამხრეთი აფრიკა |
მეორე ადგილი | ახალი ზელანდია |
მესამე ადგილი | საფრანგეთი |
ტურნირის სტატისტიკა | |
ჩატარებული მატჩები | 32 |
დასწრება | 1 100 000 (34 375 თამაშზე) |
ბომბარდირი(ები) | ტიერი ლაკრუა (112 ქულა) |
ყველაზე მეტი ლელო | ჯონა ლომუ მარკ ელისი (7 ლელო) |
სამხრეთ აფრიკელ დელგატთა მხარდაჭერა რომ არა, 1985 წელს მსოფლიო თასი ვერ დაწესდებოდა, მაგრამ რადგან ქვეყანა საერთაშორისო იზოლაციაში იყო მოქცეული იქ გამეფებული რასიზმის გადამკიდე, ირბ-მა სახელოვანი ,,ბოკე’’ პირველ ორ გათამაშებაზე ვერ დაუშვა, რის გამოც ჩემპიონებს, ზელანდიასა (1987) და ავსტრალიას (1991) ფანთა თვალში პეწი აკლდათ.
აპარტჰეიდის დემონტაჟი თავად ბურებმა წამოიწყეს. ამის წყალობით რაგბიში რასობრივი ერთიანობა 1991 წლის დეკემბერში დამყარდა, ირბ-მა კი 1992 წლის აპრილში, ველინგტონის სხდომაზე, შემდეგი მსოფლიო თასის მასპინძლობა აფრიკას დააკისრა (აქ აფრიკელებს თავიანთი ხმებით მაშინდელი ,, მოვალეებიც’’ შეეწივნენ).
შესარჩევებში 45 ქვეყანა ჩაება, ვაკანსია კი სულ შვიდი იყო, რადგან წინა გათამაშების რვა მეოთხედფინალისტს მასპინძელიც დაემატა და 16-გუნდა ფინალში ცხრა ვაკანსია პირდაპირ შეივსო. ევროპიდან სამი საგზური უელსს, იტალიასა და რუმინეთს ერგოთ. საგზურისათვის პირველად იბრძოდა საქართველოც. შევარდნებმა (მაშინ ასე ერქვა ჩვენს გუნდს, კვართზე რაგბის ბურთზე შემოსკუპებული შევარდნის გამო) 1993 წლის მაისში, სოპოტში (პოლონეთი) ლელოს გაუტანლად წააგო რუსეთთან (პირველად და აქამდე ერთადერთხელ) და პოლონეთთან და პროცესს სტარტზევე გამოეთიშა.
დანარჩენი სამყაროდან კარგა ხნით გარიყული აფრიკა სტუმრებს ხელგაშლილი შეხვდა. ქვეყნის გამთლიანებისთვის ბრძოლის ალამდარმა, ყოფილმა პოლიტ-პატიმარმა ნელსონ მანდელამ სამყაროს მიმტევებლობის მაგალითი უჩვენა და ფინალზე ჩაიცვა ,,ბოკეს’’ მწვანე კვართი, რომელიც მანამდე აპარტჰეიდის სიმბოლოდ აღიქმებოდა.
ბოკემ გახსნის მატჩშივე სენსაცია გამოაცხო: გემრიელ ბურთაობაში გააბითურა ჩემპიონი ავსტრალია. ამასობაში ,,ოლ ბლექსმა’’ მსოფლიოს წარუდგინა ჯონა ლომუ, რომლის გაჩერებაც იმდენად შეუძლებელი ჩანდა, სერიოზული საუბარიც კი დაიწყეს ასეთი ფიზიკური მონაცემების მქონე კაცის რაგბის თამაში შეიძლებოდა თუ არა.
ავსტრალია მეოთხედფინალისთვის წამატებულ დროში არეკნით გააგდო ინგლისელმა რობ ენდრიუმ. დურბანში პირველ ნახევარფინალს წარღვნა დაემთხვა და რაგბი წყალბურთს დაემგვანა. რადგან თამაშის გადადება შეუძლებელი იყო, ბურთაობის დაწყება საათ-ნახევრით დაგვიანდა. ბოკე თავიდან ბოლომდე წინ იყო, მაგრამ 80 წუთის შემდეგ აბდელ ბენაზმა აიღო აბრაგანი, ჯეიმზ სმოლმა ზედ ხაზზე გააჩერა და უელსელმა რეფერმა მასპინძლები იხსნა - ფრანგებს საჭოჭმანო ლელო არ უბოძა.
კეიპტაუნში, მეორე ნახევარფინალში, ლომუმ მეოთხე ბრიტანულ ქვეყანას, "ხუთი ერის" სლემით მომგებ ინგლისსაც ბდღვირი ადინა. პირველსავე შეტევაში ტონი ანდერვუდი, ვილ ქარლინგი და მაიკ ქეთი შეარცხვინა. მართლია ქარლინგმა მერე თავად გააბითურა (ბურთი ფეხით თავზე გადაუგდო, შემოურბინა და ლელოსაც უწია) დაცვაში თამაშის ჯერ კიდევ არმცოდნე ლომუ, მაგრამ ამან საქმე ვერ უშველა და ლომუმ ოთხჯერ დაალელოვა პომები.
ფინალისათვის მსოფლიოს ერთი კითხვა აწუხებდა: შეაჩერებდნენ თუ ვერა აფრიკელები ლომუს?
როგორც ფინალმა აჩვენა, ბოკეს მაშინდელმა მწვრთნელმა, ქიჩ ქრისთმა ლომუს დაკეტვის სპეციალური გეგმა შეიმუშავა. გეგმა იმაში მდგომარეობდა რომ ბურებმა შენიშნეს, ჯონა თუ გარედან შემოურბენდა მბოჭავს, მერე მას ვეღარ აჩერებდნენ, და გადაწყვიტეს, მთაკაცი შეტევის ფრონტის შუისკენ გაელალათ. გაჩაღდა თამაში და ბოკეს ტაქტიკის გადამკიდე, ლომუს ბურთი იშვიათად მისდიოდა და თუ კი მიუვიდოდა მოედნის ცენტრში, სადაც საშიში უკვე აღარ იყო . იქ სიჩქარეაუკრეფელ ლომუს აფრიკელები იოლად ბოჭვდნენ. უკვე პირველსავე მიძალებაზე ზელანდიელი გოლიათი იუსტ ვან დერ ვესტჰუიზენმა დასცა, მერე და მერე კი, ლომუსთნ შედარებით ჩია იაპი მულდერმაც ზედიზედ აქცია გოლიათი.
ფინალში ლელო არ გასულა. აფრიკელებმა რახან ლომუ გააჩერეს ტაქტიკური ბრძოლა გაუმართეს ზელანდიელებს. ქულებს გუნდები მხოლოდ საჯარიმოებით აგროვებდნენ. თასის ბედი ჯოელ სტანსკის მიერ დამატებულ დროში, უხერხული პოზიციიდან გატანილმა არეკნმა გადაწყვიტა.
ამასობაში რაგბიში რუპორტ მერდოკი გამოჩნდა. მისი ფულებით საცქერად საამო ორი ახალი ტურნირი (ზე-12 და სამი ერი) დაარსდა. ირბ-ს მამებმა ყური ცქვიტეს და იმავე წლის აგვისტოს ბოლოს, პარიზის საგანგებო სხდომაზე, ხელის ერთი დაკვრით გააუქმეს ყველა სამოყვარულო კანონი და რაგბი "ღია თამაშად" გამოაცხადა. ამით დასრულდა რაგბის სამოყვარულო ისტორია, რასაც ერთ საუკუნეზე მეტი ვერ ელეოდა საერთაშორისო საბჭო.
შედეგები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ჯგუფი А
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]გუნდი | 1 | 2 | 3 | 4 | მ | ფ | წ | განსხ | ქულა |
---|---|---|---|---|---|---|---|---|---|
1. სამხრეთი აფრიკა | 27:18 | 20:0 | 21:8 | 3 | 0 | 0 | 68−26 | 6 | |
2. ავსტრალია | 18:27 | 27:11 | 42:3 | 2 | 0 | 1 | 87−41 | 4 | |
3. კანადა | 0:20 | 11:27 | 34:3 | 1 | 0 | 2 | 45−50 | 2 | |
4. რუმინეთი | 8:21 | 3:42 | 3:34 | 0 | 0 | 3 | 14−97 | 0 |
ჯგუფი B
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]გუნდი | 1 | 2 | 3 | 4 | მ | ფ | წ | განსხ | ქულა |
---|---|---|---|---|---|---|---|---|---|
1. ინგლისი | 44:22 | 27:20 | 24:18 | 3 | 0 | 0 | 95−60 | 6 | |
2. სამოა | 22:44 | 42:18 | 32:26 | 2 | 0 | 1 | 96−88 | 4 | |
3. იტალია | 20:27 | 18:42 | 31:25 | 1 | 0 | 2 | 69−94 | 2 | |
4. არგენტინა | 18:24 | 26:32 | 25:31 | 0 | 0 | 3 | 69−87 | 0 |
ჯგუფი C
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]გუნდი | 1 | 2 | 3 | 4 | მ | ფ | წ | განსხ | ქულა |
---|---|---|---|---|---|---|---|---|---|
1. ახალი ზელანდია | 43:19 | 34:9 | 145:17 | 3 | 0 | 0 | 225−45 | 6 | |
2. ირლანდია | 19:43 | 24:23 | 50:28 | 2 | 0 | 1 | 93-94 | 4 | |
3. უელსი | 9:34 | 23:24 | 57:10 | 1 | 0 | 2 | 89−68 | 2 | |
4. იაპონია | 17:145 | 28:50 | 10:57 | 0 | 0 | 3 | 55−252 | 0 |
ჯგუფი D
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]გუნდი | 1 | 2 | 3 | 4 | მ | ფ | წ | განსხ | ქულა |
---|---|---|---|---|---|---|---|---|---|
1. საფრანგეთი | 22:19 | 38:10 | 54:18 | 3 | 0 | 0 | 114−47 | 6 | |
2. შოტლანდია | 19:22 | 41:5 | 89:0 | 2 | 0 | 1 | 149−27 | 4 | |
3. ტონგა | 10:38 | 5:41 | 29:11 | 1 | 0 | 2 | 44−90 | 2 | |
4. კოტ-დ’ივუარი | 18:54 | 0:89 | 11:29 | 0 | 0 | 3 | 29−172 | 0 |
პლეი-ოფი
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]მეოთხედფინალი | ნახევარფინალი | ფინალი | ||||||||
სამხრეთი აფრიკა | 42 | |||||||||
სამოა | 14 | |||||||||
სამხრეთი აფრიკა | 19 | |||||||||
საფრანგეთი | 15 | |||||||||
საფრანგეთი | 36 | |||||||||
ირლანდია | 12 | |||||||||
სამხრეთი აფრიკა | 15 | |||||||||
ახალი ზელანდია | 12 | |||||||||
ინგლისი | 25 | |||||||||
ავსტრალია | 22 | |||||||||
ახალი ზელანდია | 45 | მატჩი მესამე ადგილისთვის | ||||||||
ინგლისი | 29 | |||||||||
ახალი ზელანდია | 48 | საფრანგეთი | 19 | |||||||
შოტლანდია | 30 | ინგლისი | 9 | |||||||
მსოფლიო ჩემპიონატის გამარჯვებული |
---|
სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკა პირველი წოდება |
წინამორბედი: 1991 |
რაგბის მსოფლიო ჩემპიონატი 1995 |
შემდეგი: 1999 |
|