შინაარსზე გადასვლა

მილსადენი ტრანსპორტი

სტატიის შეუმოწმებელი ვერსია
მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

თანამედროვე ეტაპზე ტრანსპორტის სხვა საშუალებებთან შედარებით, უფრო მეტად ვითარდება საავტომობილო, საჰაერო და მილსადენი ტრანსპორტი.

მილსადენი — ეს ნავთობის, გაზის, ქვანახშირისა და ქიმიური პროდუქტების ტრანსპორტირების სპეციფიკური საშუალებაა მოპოვების ადგილიდან მოხმარების ბაზრამდე. მილსადენი ტრანსპორტის ძირითადი ფუნქცია მდგომარეობს სწორედ ამ პროდუქტების დიდი მასშტაბებით გადაზიდვაში.

ახლო აღმოსავლეთის ქვეყნებსა და ჩრდილოეთ აფრიკაში მილსადენი ტრანსპორტის მაგისტრალები მიემართება ნავთობისა და გაზის მოპოვების ადგილიდან საზღვაო პორტებამდე, საიდანაც მათი ექსპორტირება ხდება განვითარებულ ქვეყნებში.

მილსადენი ტრანსპორტის ერთ-ერთი უპირატესობა ტრანსპორტის სხვა საშუალებებთან შედარებით იმაში მდგომარეობს, რომ ტრანსპორტირების თვითღირებულება სამჯერ დაბალია ვიდრე მაგალითად სარკინიგზო ტრანსპორტისა. ასევე, მილსადენი ტრანსპორტი უზრუნველყოფს ტვირთების გადაზიდვის სტაბილურობასა და საიმედოობას, ამავე დროს ბუნების დაბინძურების შედარებით დაბალ დონეს.

მსოფლიო მილსადენი ტრანსპორტის განვითარების ისტორიული წანამძღვრები

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მილსადენი სისტემების გამოყენება პირველად 10-იანი წლების ბოლოდან დაიწყო. მისი უდიდესი ნაწილი მცირე დიამეტრიანი იყო და მის ძირითად დანიშნულებას წარმოადგენდა ნავთობის გადაზიდვა საბადოებიდან გადამამუშავებელ პუნქტებთან. აღსანიშნავია, რომ პირველი მილსადენის მშენებლები საკმაოდ სერიოზულ წინააღმდეგობას აწყდებოდნენ ნავთობის სხვა საშუალებებით გადამზიდველებთან.

შემდგომ პერიოდში დაიწყო ფართოდიამეტრიანი ნავთობსადენების მშენებლობა აშშ-ში. განსაკუთრებული გამალებით ტრანსპორტის ეს სახეობა ვითარდებოდა 1945 წლის შემდგომ. რაც შეეხება ჩვენს დროს, ახლა მილსადენი ტრანსპორტის განვითარების ახალი ეტაპი მიმდინარეობს. ეს უპირველეს ყოვლისა დაკავშირებულია ნავთობისა და გაზის მოპოვების გაფართოებასთან.

მილსადენი ტრანსპორტის განვითარების ბუნებრივი წანამძღვრები

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

დღეისათვის, მსოფლიოში შეიმჩნევა მილსადენი ტრანსპორტის არასაკმარისობა, რის მიზეზიც იმაში მდგომარეობს, რომ ყველანაირ გეოგრაფიულ გარემოში არაა მისი გაყვანის შესაძლებლობა. მილსადენები ძირითადად მაშინ იგება, როდესაც ხდება ტვირთების გადაზიდვის აუცილებლობა დიდ მანძილზე

განვითარება, სტრუქტურა და ადგილი თანამედროვე ეპოქაში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

კაცობრიობის განვითარების მოცემულ ეტაპზე, საბაზრო ეკონომიკის პირობებში, ნავთობისა და გაზის მწარმოებელმა ასოციაციებმა მიიღეს უფლება დამოუკიდებლად დადონ ხელშეკრულება მომხმარებლებთან. შევეხოთ ევროპის ენერგომომარაგებასთან დაკავშირებულ ერთ მეტად მნიშვნელოვან ფაქტს: საბჭოთა კავშირის დანგრევის შემდეგ, ჩამოყალიბებულ იქნა ერთობლივი სამრეწველო საწარმოები უცხოური კაპიტალის მონაწილეობით. ამ გარემოებებში, 1992 წელს ნავთობის ტრანსპორტირებაზე მომსახურების გადახდა დგინდებოდა ტარიფების მეშვეობით. საბჭოთა კავშირმა თავისი დანგრევით რუსეთს მემკვიდრეობით დაუტოვა ერთიანი ნავთობსადენი სისტემა. დღეისათვის რუსეთში სააქციო საზოგადოება „ტრანსნეფტის“ მაგისტრალური ნავთობსადენები უზრუნველყოფენ რუსეთში მოპოვებული ნავთობის 98%-ის გადაზიდვას. მაგისტრალური ნავთობსადენი სისტემა წარმოადგენს სახელმწიფო საკუთრებას და სრულიად კონტროლდება სახელმეიფოს მიერ. სააქციო საზოგადოება „ტრანსნეფტის“ მაგისტრალების სიგრძე, რომლებიც აერთიანებენ რუსეთის ნავთობმოპოვების პრაქტიკულად ყველა რაიონს, შეადგენს 48 500 კილომეტრს (2002წ). ამას გარდა, უკანასკნელი რამდენიმე წლის განმავლობაში მწყობრში ჩადგა 600 კილომეტრი მილსდენი.

დღეს რუსეთი ყველაზე დიდი ნავთობექსპორტიორია ევროპის ბაზარზე, სწორედ იგი ფლობს ნავთობისა და გაზის უდიდეს მარაგს ევროპაში და ამიტომ ევროპის ყველა დიდი მილსადენი კონცენტრირებულია მის გარშემო.

მილსადენი ტრანსპორტის განვითარებისა და განთავსების ტერიტორიული მახასიათებლები

მილსადენი ტრანსპორტის განვითარების მიმოხილვა ცალკეულ ქვეყნებში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ექსპლუატაციაში მყოფი და მშენებარე მაგისტრალური მილსადენების სიგრძით ამერიკის შეერთებულ შტატებს პირველი ადგილი უკავია მსოფლიოში. 1979 წლის ბოლოსათვის აშშ-ში მილსადენების საერთო სიგრძე 1120 ათასი კილომეტრიც იყო. Mმათ შორის ნავთობსადენების 710ათასი კმ, ხოლო გაზსადენების-410 ათასი კმ. მილსადენი ტრანსპორტის უსაფრთხოების ნაციონალური საბჭოს მონაცემებით, 1980 წელს აშშ-ში 1600 კმ-იანი გაზსადენი იქნა გაყვანილი, რომელიც ბუნებრივი აირით ამარაგებდა მილსადენი ტრანსპორტის განვითარების მიმოხილვა ცალკეულ ქვეყნებში 48 მილიონ მომხმარებელს. ამერიკელი ექსპერტის, ჯ. ევანზის მონაცემებით, 1982 წელს აშშ-ის ნავთობსადენების სიგრძე წარმოადგენდა 235 ათას კმ_ს, ხოლო თხევადი ნავთობგაზების-103 ათასს. ტრანსპორტირებული ნავთობპროდუქტების საერთო მოცულობამ შეადგინა 4,75 მილიონი მ. კუბი. უნდა აღინიშნოს, რომ სადღეისოდ აშშ-ის ნავთობსადენების საერთო სიგრძესთან დაკავშირებით, სხვადასხვა ავტორებთან არსებობს სხვაობები ციფრებში, რაც იმით აიხსნება, რომ ზოგიერთ ავტორის ნაშრომებში გათვალისწინებულია არა მხოლოდ მაგისტრალური, არამედ ცალკეული მილსადენების სიგრძეებიც. გასული საუკუნის 90-იან წლებში, როცა აღმოაჩინეს ნავთობი ტეხასსა და ოკლაჰომაში, გაყვანილი იქნა მილსადენები საბადოებსა და ნავთობგადმამუშავებელ საწარმოებს შორის, ასევე მექსიკის ყურემდე, ტანკერებში ჩასატვირთად.

აშშ-ში ფართოდიამეტრიანი მილსადენების მშენებლობიდან მაგისტრალური მილსადენების მშენებლობაზე გადასვლისას, მოცულობა და გაყვანის ტემპები შეადგენდა 8-12 ათასკმ-ს წელიწადში.

დღეს აშშ-ში ნავთობსადენების მშენებლობას კვლავ მნიშვნელოვანი ადგილი უკავია. განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა ნავთობსადენების მშენებლობას ალასკიდან და კანადის არქტიკული რაიონებიდან. მათ შორის ყველაზე მნიშვნელოვანია ტრანსალასკური მშენებარე მილსადენი, რომლის სიგრძეა 7763 კმ. იგი უზრუნველყოფს ალასკური და კანადური გაზის მიწოდებას 48 შტატისთვის. ის შედგება 4 ძირითადი მონაკვეთისგან: ალასკის, კანადის, აღმოსავლეთ და დასავლეთ მხარეებისგან. ძირითადი გაზსადენის ტრასა იწყება პრადხო-ბეიში (ალასკის შტატი), შემდეგ იუკონის (ბრიტანული კოლუმბიის პროვინცია) გავლით მიდის სამხრეთ-აღმოსავლეთში და უკვე შემდგომ, იყოფა 2 შტოდ ალბერტის პროვინციაში (კანადა)

მილსადენი ტრანსპორტის შემდგომი განვითარება აშშ-ში დაკავშირებულია იმ მილსადენების მშენებლობაზე, რომელთა უდიდესი წილი განკუთვნილი იქნება ქიმიური პროდუქტების ტრანსპორტირებისათვის.

ნავთობისა და გაზის მრეწველობამ კანადაში განსაკუთრებული მნიშვნელობა მეორე მსოფლიო ომის შემდეგ შეიძინა. 1963 წელს გაზის მოპოვება 28-ჯერ გაიზარდა და 28 მილიარდ მეტრ კუბს მიაღწია, ხოლო ნავთობის მოპოვება 34-ჯერ და 34 მილიონ ტონას მიაღწია წელიწადში. მომდევნო წლებში ნავთობისა გაზის მრეწველობა კანადაში უფრო დიდი მასშტაბებით იზრდებოდა. 90-იანი წლების მიწურულისთვის გაზის მოპოვება შეადგენდა 87 მილიარდ მეტრ კუბს, ხოლო ნავთობისა-69 მილიონ ტონას წელიწადში.

კვლევითი სამუშაოები, რომლებიც კანადაში ჩატარდა მეორე მსოფლიო ომის შემდეგ, ჯერ ალბერტის პროვინციაში, შემდეგ კი შორეულ არქტიკაში, დიდი აღმოჩენებით დამთავრდა. ნიუ ფაუნლენდის ტბასთან აღმოაჩინეს ნავთობის უდიდესი მარაგი, რომელიც თავისი ზომებით არ ჩამოუვარდება ჩრდილოეთის ზღვის ნავთობის საბადოს. ასევე სხვადასხვა საბადოების აღმოჩენებმაკანადა ნავთობითა და გაზით მთელს დასავლეთ ნახევარსფეროში ერთ-ერთ უმდიდრეს ქვეყნად აქციეს.

კანადის დასავლეთ პროვინციებში ნავთობისა და გაზის მოპოვებასთან დაკავშირებით (უმეტესად ალბერტის პროვინციაში) საჭირო გახდა შექმნილიყო ნავთობისა და გაზსადენების მოქნილი ქსელი, რათა შესაძლებელი ყოფილიყო მათი გადაზიდვა ქვეყნის აღმოსავლეთ რაიონებში განლაგებულ სამრეწველო ცენტრებთან, სადაც კონცენტრირებული იყო მოსახლეობის 70 %. მომხმარებლები საბადოებისგან 3200 კმ-ით იყვნენ დაშორებული.

კანადაში პირველი ნავთობსადენი ჯერ კიდევ მეორე მსოფლიო ომამდე აშენდა. ამ მილსადენით გაზი ქალაქ ბოი აილენდიდან ქალაქ კალგარს (ალბერტის პროვინცია) მიეწოდებოდა. ზოგადად, ამ პერიოდში აშნებულ მილსადენებს ლოკალური მნიშვნელობა ჰქონდა. 1950 წელს ექსპლუატაციაში შევიდა დიდი ტრანსკონტინენტალური გაზსადენის პირველი მონაკვეთი ქალაქ რე დუოტერიდან ქალაქ სიუპირომდე (სიგრძე 2055 კმ). 1955 წლისათვის ამ გაზსადენის სიგრძემ 4840 კმ-ს მიაღწია.

კიდევ ერთი უდიდესი ტრანსკონტინენტალური გაზსადენი ალბერტა-მონრეალი აშენდა 1956—1958 წლებში, გაზსადენის საერთო სიგრძე თავის განშტოებებთან ერთად შეადგენდა 3740 კმ-ს.

ეს ორი უმნიშვნელოვანესი გაზსადენი კვეთს კანადის თითქმის მთელს ტერიტორიას, ალბერტის პროვინციიდან ქვეყნის უმნიშვნელოვანეს ცენტრებამდე, კერძოდ ქალაქ ტორონტომდე და მონრეალამდე.

აშშ-ის წყნარი ოკეანისპირა შტატების სამრაწველო ცენტრების კანადური ნავთობითა და გაზით მომარაგებისათვის აშენებულ იქნა კანადის სამი უდიდესი მილსადნი.

სამომავლოდ კანადაში გათვალისწინებულია არქტიკული გაზსადენის მშენებლობა, გაზის სამხრეთ რაიონებში ტრანსპორტირებისათვის.

ნავთობის მოპოვების მხრივ ვენესუელას მე-3 ადგილი უკავია მთელს დასავლეთ ნახევარსფეროში. 1982 წელს ქვეყანაში მოპოვებულ იქნა 107 მილიონი ტონა ნავთობი, 14 მილიარდი მეტრ კუბი გაზი, 1985 წელს ნავთობმოპოვება შემცირდა 88 მილიონ ტონამდე წელიწადში.

1962 წელს ვენესუელის მილსდენი ქსელის საერთო სიგრძემ შეადგინა 9 ათასი კმ, მათ შორის 6 ათასი კმ ნავთობსადენი და 3 ათასი კმ გაზსადენი.

მომდევნო წლებშიც აქტიურად შეიმჩნევა ვენესუელაში მილსადენების მშენებლობა და მათი სიჩქარე შეადგენს 200—300 კილომეტრ მონაკვეთს წელიწადში.

ახლო აღმოსავლეთის ნავთობის მარაგების უდიდესი ნაწილი თავმოყრილია სწორედ საუდის არაბეთში. აქ მოპოვებული ნავთობი ტრანსარაბული ნავთობსადენით გადაიქაჩება ხმელთაშუა ზღვის საპორტო ქალაქ სიდონამდე, საიდანაც ტანკერებით იგი დასავლეთ ევროპის ქვეყნებს მიეწოდება.

ტრანსარაბული ნავთობსადენის სიგრძე 1,2 ათასი კილომეტრია. იგი წელიწადში 23 მილიონი ტონა ნავთობის გატარების საშუალებას იძლევა. 60-იან წლებში გაყვანილ იქნა ნავთობსადენის კიდევ ერთი ქსელი. ტრანსარაბული ნავთობსადენისთვის ნავთობის მიწოდების მიზნით აშენდა ე. წ. აღმოსავლეთ არაბული ნავთობსადენი სისტემები, რომელთა საერთო სიგრძე შეადგენს 1,6 ათას კმ-ს.

დღესდღეობითსაუდის არაბეთი აქტიურად აგრძელებს მთავარი გაზსადენი სისტემისა და წყალმომმარაგების სისტემის მშენებლობას. მთავარი გაზსადენი სისტემა ამ ქვეყნის სამრეწველო განვითარების ერთ-ერთი საფუძველია, იგი არსებული რესურსები უფრო მეტად იქნენ გამოყენებული, მნიშვნელოვანი საწარმოები უზრუნველყოფილი იყოს გაზით. ამ გაზსადენის მშენებლობაში აქტიურად მონაწილეობენ სხვადასხვა ქვეყნების კომპანიები.

მილსადენების მშენებლობაში, საუდის არაბეთისათვის დამახასიათებელია წყალმომარაგების სისტემების მშენებლობა, ვინაიდან, ამ ქვეყნის პრობლემები მტკნარი წყლის ნაკლებობასთან დაკავშირებით, ყველას მოეხსენება.

რუსეთში არა მხოლოდ მსოფლიოში უდიდესი გაზის მარაგია, არამედ აქ საუკეთესო პირობებია მისი დასავლეთ ევროპასა და ახლო აღმოსავლეთში ტრანსპორტირებისათვის. გარდა ამისა, რუსეთის ფედერაციის ტერიტორიაზე განლაგებული გაზსადენებით აქტიურად სარგებლობს მსოფლიოში გაზის მარაგით მეორე ქვეყანა — ირანი, რომელსაც ამ გზით თავისი გაზი გააქვს ევროპაში. გაზის ექსპორტირებისას, ასევე რუსეთის მილსადენებს იყენებენყაზახეთი და თურქმენეთი. რუსეთის გაზსადენი ქსელი შეადგენს მსოფლიოში ერთ-ერთ უმძლავრეს გაზსადენ სისტემას, რომლის მილსადენებიც უძლებენ 25 ატმოსფერულ წნევას, ასეთი სიმძლავრის გაზსადენ სისტემას მსოფლიოში ანალოგი არ მოეპოვება.

მილსადენი ტრანსპორტის განვითარების პერსპექტივები და პრობლემები.

როგორც უკვე აღვნიშნეთ, ნავთობსადენები, სამომავლოდ ტრანსპორტის საკმაოდ პერსპექტიული სახეობაა, მაგრამ მის შემდგომ განვითარებას თან ახლავს უამრავი პრობლება, მაგალითად როგორიცაა თვითონ მილსადენების გაყვანის სირთულეები, ხშირად საეჭვო პერსპექტივები და არაგანსაზრვრული სტრატეგია.

სადღეისოდ ექსპლუატაციაში მყოფი მილსადენების 35 % 20 წლის ასაკისაა. ამ ასაკის მილსადენები უკვე მოითხოვს დიდ ყურადღებასა და მოვლას, რათა გარანტირებულ იქნას მათი საიმედოობა და უსაფრთხოება.

მაგისტრალურ ნავთობსადენებზე ეს პრობლემები უფრო მწვავედ დგას. დღეს მიუხედავად იმისა, რომ ნავთობსადენები დატვირთულია მათ შესაძლებლობებთან შედარებით ძალზე მცირედ, ავარიული სიტუაციები მაინც არ კლებულობს, რის გამოც გამუდმებით მიმდინარეობს სარეკონსტრუქციო სამუშაოები.

ამჟამად მსოფლიოში არსებული და ექსპლუატაციაში მყოფი ნავთობსადენები ასაკობრვად შემდეგნაირად გამოიყურება :

  • 10 წელზე ნაკლები ასაკის — 7 %
  • 10-20 წლის ასაკის — 25 %
  • 20-30 წლის ასაკის — 34 %
  • 30 წელზე მეტი ასაკის — 34 %

საიმედოობის მხრივ, მაგისტრალური ნავთობსადენები შეიძლება დავყოთ სამ ჯგუფად: 70-იან წლებში აშენებული, ისინი ექსპლუატაციაში შედიოდა კოროზიისგან თავდაცვითი სისტემის გარეშე, რაც ძალზე ართულებს მათ მდგომარეობას; 70-75-იან წლებში აშენებული ნავთობსადენები, უმეტესწილად დიდი დიამეტრიც მქონე და ბოლოს 1975 წლის შემდეგ აშენებული ნავთობსადენები, სადაც უკვე გამოყენებულია ქარხნული წარმოების დეტალები.

დღეისათვის ნავთობსადენი სისტემების დატვირთვა 40%-ს შეადგენს. როგორც თანამედროვე ნავთობპროდუქტების ანალიზი გვიჩვენებს, ტვირთბრუნვის გაზრდისათვის, ტექნოლოგიური დონის ასამაღლებლად და ფინანსური მდგომარეობის გასაუმჯობესებლად საჭიროა: ახალი შიდა ბაზრების მოზიდვა; ოპტიმალური ტექნოლოგიური რეზერვის შექმნა ნავთობის მიწოდების ვადების შესამცირებლად; სარეკონსტრუქციო სამუშაოების მოცულობის ზრდა მოქმედ სისტემებზე, ნავთობპროდუქტების ნომენკლატურის ზრდა.

ამ პრობლემების გადაწყვეტა ხელს შეუწყობს ეფექტურობის ზრდას, კონკურენციას და ნავთობპროდუქტების მიმზიდველობის გაზრდასს.