მპუმალანგა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
პროვინცია
მპუმალანგა
ინგლ. Mpumalanga
დროშა

ქვეყანა სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკის დროშა სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკა
ადმ. ცენტრი Mbombela
შიდა დაყოფა Gert Sibande District Municipality, Nkangala District Municipality და Ehlanzeni District Municipality
კოორდინატები 26°00′00″ ს. გ. 30°00′00″ ა. გ. / 26.00000° ს. გ. 30.00000° ა. გ. / -26.00000; 30.00000
მმართველი Refilwe Mtsweni[1] [2]
დაარსდა 27 აპრილი, 1994
ფართობი 76 495 კმ²
მოსახლეობა 4 039 939 კაცი (2011)
სიმჭიდროვე 52,81 კაცი/კმ²
სასაათო სარტყელი [[UTCUTC+2]]
ოფიციალური საიტი mpumalanga.gov.za

მპუმალანგა (ინგლ. Mpumalanga) — სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკის 9 პროვინციიდან ერთ-ერთი. 2011 წლის აღწერით მოსახლეობის რაოდენობა შეადგენს 4 039 939 ადამიანს, რითაც იგი მეშვიდეა სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკის პროვინციებში, ხოლო მისი ფართობია – 76 495 კმ². პროვინციას აღმოსავლეთით ესაზღვრება ორი სახელმწიფო ესვატინი და მოზამბიკი.

1995 წლის 24 აგვისტომდე ერქვა აღმოსავლეთი ტრანსვაალი. 1994 წლამდე შედიოდა ტრანსვაალის პროვინციის შემადგენლობაში. პროვინციის დასახელება ზულუს ენიდან თარგმანში ნიშნავს „ადგილს, საიდანაც ამოდის მზე“.

გეოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მპუმალანგის პროვინცია მდებარეობს სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკის ჩრდილო-აღმოსავლეთით. ესაზღვრება მოზამბიკს (აღმოსავლეთით), ესვატინს (სამხრეთ-აღმოსავლეთით), ასევე სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკის პროვინციებს: ლიმპოპოს (ჩრდილოეთით), გაუტენგს (დასავლეთით), ფრი-სტეიტს და კვაზულუ-ნატალს (სამხრეთით). ფართობი შეადგენს 76 495 კმ²-ს (მე-8 ადგილი ქვეყნის 9 პროვინციას შორის).

მპუმალანგის პროვინციის ტერიტორიაზე მდებარეობს „კრუგერის“ ეროვნული პარკის ნაწილი. ქალაქ ბარბერტონის სიახლოვეს (ესვატინის საზღვართან) მდებარეობს დარტყმითი კრატერი, დიამეტრით დაახლოებით 500 კმ, რომელიც წარმოიშვა 3,26 მილიარდი წლის წინ (არქეული ეონი), დედამიწაზე 37—58 კმ-ის დიამეტრის ასტეროიდის ჩამოვარდნის შემდეგ[3][4].

მოსახლეობა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მოსახლეობის სიმჭიდროვე:
  <1 /კმ²
  1–3 /კმ²
  3–10 /კმ²
  10–30 /კმ²
  30–100 /კმ²
  100–300 /კმ²
  300–1000 /კმ²
  1000–3000 /კმ²
  >3000 /კმ²
ენები პროვინციაში:
  არ არსებობს უპირატესი ენა

2007 წლის მონაცემებით პროვინციის მოსახლეობის რაოდენობა შეადგენდა 3 643 435 ადამიანს.[5] 2011 წლის აღწერის მონაცემებით ის შეადგენს 4 039 939 ადამიანს[6][7]. მპუმალანგის პროვინციის მოსახლეობის 27,7 % ლაპარაკობს სვატის ენაზე, 24,1 % — ზულუს, 10,4 % — ტსონგას და 10,1 % — ნდებელეს ენაზე.[8] შავკანიანები შეადგენენ მპუმალანგის პროვინციის მოსახლეობის 90,7 %-ს, თეთრკანიანები — 7,5 %-ს, ფერადკანიანები — 0,9 %-ს, აზიელები — 0,7 %-ს.[7]

მუნიციპალიტეტები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მპუმალანგას პროვინცია იყოფა 3 ოლქად, რომლებიც თავის მხრივ იყოფიან 17 ადგილობრივ მუნიციპალიტეტებად.

  • გერტ-სიბანდეს რაიონი
    • ალბერტ-ლუთული
    • მსუკვალიგვა
    • მხონდო
    • პიქსლი-კა-სემე
    • ლეკვა
    • დიპალესენი
    • ჯოვან-მბეკი
  • ნკანგალას რაიონი
    • დელმასი
    • ემალალენი
    • სტივე-ცვეტი
    • მაღალმთიანეთი
    • თიმბისილი
    • დოქტორი ჯს. მოროკა
  • ელანზენის რაიონი
    • ჰაბა-ჩუეუ
    • მბომბელა
    • უმჯინდი
    • ნხომაზი
    • ბუშბრუკბიჯი

ეკონომიკა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მთავარი ადგილი პროვინციის ეკონომიკაში უკავია სოფლის მეურნეობას, რომლის ძირითადი კულტურებია: სიმინდი, ხორბალი, სორგო, ქერი, მზესუმზირა, სოია, არაქისი, ჩაი, შაქრის ლერწამი, ბოსტნეული კულტურები, ციტრუსები და სხვა. ბუნებრივ საძოვრებს უკავია პროვინციის დაახლოებით 14 %. მეცხოველეობის ძირითადი პროდუქტებია: საქონლის ხორცი, ცხვრის ხორცი, მატყლი, ფრინველები და რძის პროდუქტები. პროვინციაში მოიპოვება შემდეგი სასარგებლო წიაღისეული: ოქრო, პლატინა, სილიციუმი, ქრომი, სტიბიუმი, კობალტი, სპილენძი, რკინა, მანგანუმი, კალა, მაგნეზიტი და სხვა. ოქრო მპუმალანგის პროვინციის ტერიტორიაზე პირველად აღმოჩენილი იქნა 1883 წელს თანამედროვე ქალაქ ბარბერტონის რაიონში, სადაც ის დღესაც მოიპოვება.[9]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. https://lowvelder.co.za/427179/anc-reshuffle/
  2. http://www.mpumalanga.gov.za/contacts.htm
  3. Геологи узнали, что случилось с Землей после удара астероида-гиганта
  4. Астероид, убивший динозавров, просто карлик в сравнение с астероидом 3-х млрд давности, говорят учёные
  5. Community Survey 2007: Basic results (PDF). Statistics South Africa. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2012-06-03. ციტირების თარიღი: 14 January 2011.
  6. SouthAfrica.info. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2016-11-21. ციტირების თარიღი: 2016-07-06.
  7. 7.0 7.1 Statistics South Africa. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2015-11-13. ციტირების თარიღი: 2016-07-06.
  8. The languages of South Africa. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2011-03-04. ციტირების თარიღი: 2016-07-06.
  9. «Barberton» დაარქივებული 2011-09-28 საიტზე Wayback Machine. , Mpumalanga South Africa, ExploreSouthAfrica.net. (URL accessed 30 April 2006)
ვიკისაწყობში არის გვერდი თემაზე: