ფიჭვი

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ფიჭვი
ზღვისპირა ფიჭვი (Pinus pinaster)
მეცნიერული კლასიფიკაცია
სამეფო: მცენარეები
განყოფილება: წიწვოვანნი
კლასი: წიწვოვანნი
რიგი: ფიჭვისნაირნი
ოჯახი: ფიჭვისებრნი
გვარი: ფიჭვი
ლათინური სახელი
Pinus

ფიჭვი (ლათ. Pínus) — მარადმწვანე წიწვოვანი ხეების, იშვიათად გართხმული ბუჩქების გვარი ფიჭვისებრთა ოჯახისა. მათი სიმაღლე 1,5-50 მ, იშვიათად 75 მ (Pinus lambertiana, ჩრდილოეთ ამერიკაში) აღწევს. ახალგაზრდა ხის ვარჯი კონუსურია, ხნიერისა - მომრგვალო, ქოლგისმაგვარი. ქერქი ღეროზე სქელი დაღრმად დაშასრული აქვს, ახალგაზრდა ტოტებზე კი თხელ ფირფიტებად იქერცლება. დამოკლებულ ყლორტებზე ორ-ორი, სამ-სამი ან ხუთ-ხუთი წიწვია ერთად (გამონაკლისია კალიფორნიული ერთწიწოვანი ფიჭვი Pinus monophylla). წიწვს იცვლის 2-3 წელიწადში ერთხელ. მდედრობითი გირჩა მწიფდება მეორე ან მესამე წელს, მომწიფებისას არ იშლება, ხევდება და ცვივა.

ფიჭვი ივითარებს მძლავრ ფესვთა სისტემას. იგიგვალვაგამძლე და სინათლის მოყვარული მცენარეა, დაჩრდილვას ვერ იტანს.ტყეებს (ფიჭვნარებს) წმნის, როგორც მდიდარ, ისე მწირ და ქვიან ნიადაგზე, კირქვებსა და ტორფიან ჭაობებზე, ცოცხლობს 300-350 წელს. გვარი აერთიანებს 100-მდე სახეობას, რომლებიც გავრცელებულია ჩრდილოეთ ნახევარსფეროში. საქართველოში გავრცელებულია 4 სახეობა: კავკასიური ფიჭვი ანუ სოსნოვსკის ფიჭვი (Pinus sosnowskyi), ბიჭვინთის ფიჭვი, ელდარის ფიჭვი (Pinus eldarica), კოხის ფიჭვი (Pinus Kochiana). ყველა სახეობა ორწიწვიანია.

ქიმიური შემადგენლობა[რედაქტირება]

ფიჭვის წიწვები მდიდარია C-ვიტამინით, განსაკუთრებით ზამთარში, არის მასში კაროტინი და ფიტოანციდები.

გამოყენება[რედაქტირება]

Pinus sylvestris

ფიჭვის პრეპარატებს ფართოდ იყენებენ მედიცინაში. ფიჭვის წიწვებს ხმარობენ როგორც ამოსახველებელ საშუალებას, იყენებენ ვიტამინურ ნედლეულად, ინფექციური დაავადებების და ჭრილობების მკურნალობისათვის, წიწვების ექსტრაქტს უნიშნავენ გამამაგრებელ აბაზანებში. ფიჭვის ეთერზეთი გამოიყენება რევმატული ტკივილებისას შესაზელად და სასუნთქი გზების დაზიანების დროს ჩასასუნთქად, სკიპიდარს იყენებენ რევმატიზმების დროს და აგრეთვე ანტიპარაზიტულ საშუალებად.

ლიტერატურა[რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება]

იმერეთის სამკურნალო ფლორა

მოძიებულია „http://ka.wikipedia.org/w/index.php?title=ფიჭვი&oldid=2594125“-დან