აღმოსავლეთი კაპლანდი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
აღმოსავლეთი კაპლანდი
ინგლ. Eastern Cape
აფრ. Oos-Kaap
კოს. Mpuma-Koloni
ქვეყანა სამხრეთ აფრიკის დროშა სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკა
სტატუსი პროვინცია
მოიცავს 2 საქალაქო და 6 სასოფლო ოლქს
ადმინისტრაციული ცენტრი ბიშო
მსხვილი ქალაქი პორტ-ელიზაბეთი
შექმნის თარიღი 1994
მოსახლეობა (2011)
6 562 053 კაცი (3 ადგილი)
სიმჭიდროვე 38,84 კაცი/კმ²
ფართობი 168 966 კმ² (2 ადგილი)
სიმაღლე ზღვის დონიდან
 - უმაღლესი წერტილი

 3019
აღმოსავლეთი კაპლანდი რუკაზე
დროის სარტყელი UTC+2
კოდი ISO 3166-2 ZA-EC
ოფიციალური საიტი

აღმოსავლეთი კაპლანდი (ინგლ. Eastern Cape, აფრ. Oos-Kaap, კოს. Mpuma-Koloni) — სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკის 9 პროვინციიდან ერთ-ერთი. შეიქმნა 1994 წელს კაპის პროვინციის ყოფილი ნაწილებისაგან, ასევე კვაზიდამოუკიდებელი ბანტუსტანებისაგანსისკეისაგან და ტრანსკეისაგან. ეს პროვინცია — კოსას ხალხის ძირითადი ტერიტორიაა, რომლისაგანაც წარმოიშვა ბევრი ცნობილი სამხრეთაფრიკელი, აფრიკის ეროვნული კონგრესის ისეთი მოღვაწეების ჩათვლით, როგორებიც არიან პრეზიდენტები ნელსონ მანდელა და ტაბო მბეკი (ორივე ისინი დაიბადნენ ზუსტად ამ პროვინციაში).

აღმოსავლეთ კაპლანდის პროვინციაში მდებარეობს მსხვილი კონურბანიზაცია პორტ-ელიზაბეთი. პროვინციის ადმინისტრაციული ცენტრი — ქალაქი ბიშო. მსხვილი ქალაქები — პორტ-ელიზაბეთი, ისტ-ლონდონი (მსხვილი პორტი), გრეიამსთაუნი. პროვინცია ქვეყანაში ერთ-ერთი უღარიბესია: კერძოდ ეს დაკავშირებულია, ყოფილ ბანტუსტანებში — სისკეიში და ტრანსკეიში ცხოვრების უკიდურესად დაბალი დონით.

ქალაქ გრეიამსთაუნში მდებარეობს სამხრეთ აფრიკაში უძველესი და ყველაზე მაღალი ანგლიკანური ტაძარი — წმინდა მაიკლის და წმინდა ჯორჯის ტაძარი.

გეოგრაფია და კლიმატი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

აღმოსავლეთ კაპლანდის პროვინცია ესაზღვრება დასავლეთი კაპლანდის (დასავლეთით), ჩრდილოეთი კაპლანდის (ჩრდილო-დასავლეთით), ფრი-სტეიტის (ჩრდილოეთით) და კვაზულუ-ნატალის (ჩრდილო-აღმოსავლეთით) პროვინციებს, ასევე ლესოთოს (ჩრდილოეთით). სამხრეთით გარს ერტყმის ინდოეთის ოკეანის წყლები.

პროვინციის ტერიტორიის დიდი ნაწილი მთიანი და ბორცვიანია, უმაღლესი წერტილის სიმაღლე მდებარეობს ზღვის დონიდან 3019 მეტრზე. კლიმატი პროვინციის სხვადასხვა რეგიონებში განსხვავებულია, პროვინციის დასავლეთისათვის დამახასიათებელია მშრალი კლიმატი საკმაოდ ცივი ზამთრით და ცხელი ზაფხულით. უფრო აღმოსავლეთით მდებარე რაიონებში კლიმატი ხდება უფრო ნოტიო და რბილი, სანაპიროზე კი სუბტროპიკული. შიდა მთიანი რაიონები ხასიათდება ცივი ზამთრით.

პროვინციის ერთ-ერთი დიდი მდინარეადიდი კეი.

მოსახლეობა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მოსახლეობის სიმჭიდროვე:
  <1 /კმ²
  1–3 /კმ²
  3–10 /კმ²
  10–30 /კმ²
  30–100 /კმ²
  100–300 /კმ²
  300–1000 /კმ²
  1000–3000 /კმ²
  >3000 /კმ²
ენები პროვინციაში:
  არ არსებობს უპირატესი ენა

2011 წლის აღწერის მონაცემებით პროვინციის მოსახლეობის რაოდენობა შეადგენს 6 562 053 ადამიანს.[1][2]. პროვინციის მოსახლეობის ეთნიკური შემადგენლობა შემდეგნაირადაა წარმოდგენილი: შავკანიანები – 86,3 %; თეთრკანიანები – 4,7 %; ფერადკანიანები – 8,3 %; აზიელები – 0,4 %.[2] პროვინციის ძირითადი ენებია: კოსა (78,8 %), აფრიკაანსი (10,6 %).[3]

ადმინისტრაციული დაყოფა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

აღმოსავლეთი კაპლანდის პროვინცია იყოფა 2 საქალაქო ოლქად და 6 სასოფლო ოლქად:

ეკონომიკა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

პორტ-ელიზაბეთში და ისტ-ლონდონში განვითარებულია საავტომობილო მრეწველობა. პორტ-ელიზაბეთში არსებობს ისეთი კომპანიების ამწყობი ხაზები, როგორებიცაა General Motors და Volkswagen; ხოლო ისტ-ლონდონში — Daimler Chrysler-ის დიდი ქარხანა. დღეისათვის მშენებლობის სტადიაშია კოეგას მსხვილი პორტი, პორტ-ელიზაბეთიდან 20 კმ-ში, რომელიც შეიძლება გახდეს პროვინციის განვითარების მთავარი ფაქტორი.

ასევე მთავარ როლს თამაშობს სოფლის მეურნეობა. სანაპიროს გასწვრივ განვითარებულია თევზის და კალმარების საწარმოო რეწვა.

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

Commons-logo.svg
ვიკისაწყობში? არის გვერდი თემაზე: