სარდინები

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
სარდინები
Pacific sardine002.jpg
მეცნიერული კლასიფიკაცია
სამეფო: ცხოველები
ლათინური სახელი
Sardinops sagas

სარდინებითევზები ქაშაყისებრთა ოჯახისა. ერთიანდებიან 3 გვარში: სარდინი, Sardinella, Sardinops. მათი სხეულის სიგრძე 25 სმ-ია, მასა — 150 გრამს აღწევს. ბინადრობენ მსოფლიო ოკეანის სუბტროპიკული და ზომიერი წყლების სანაპირო ზონაში. საქართველოში გვხვდება 2 გვარი: სარდინი, Sardinella. პირველი გავრცელებულია შავი ზღვის საქართველოს სანაპიროებთან ყველგან, ხოლო მეორე — ბათუმის ყურეში. სარდინები პლანქტონით იკვებებიან. მათგან კონსერვებს ამზადებენ, დიდ ნაწილს კი შინაური ცხოველების გამოსაკვებად იყენებენ.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]