ბრიტანეთის იმპერია

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ტერიტორიები, რომლებიც შედიოდნენ ბრიტანეთის იმპერიაში

ბრიტანეთის იმპერიადომინიონთა, პროტექტორატთა, კოლონიათა, მანტადთა და სხვა ტერიტორიების ერთობა, რომლებზეც გაერთიანებული სამეფოს ხელისუფლება ვრცელდებოდა. იმპერიას დასაბამი მისცა ზღვისიქითურმა სამფლობელოებმა და სავაჭრო წერტილებმა, რომელთა დაარსებაც ინგლისმა XVIXVIII საუკუნეებში მოახერხა. ძლევამოსილების პიკის დროს ბრიტანეთის იმპერია მსოფლიო ისტორიაში ფართობით უდიდესი იმპერია იყო და წარმოადგენდა მსოფლიოს უმთავრეს სახელმწიფოს.[1] 1913 წლისთვის ბრიტანეთის იმპერიას გავლენა ჰქონდა 412 მილიონ ადამიანზე (იმ დროისთვის მსოფლიო მოსახლეობის 23%),[2] ხოლო ტერიტორიის ფართობი იყო 35,500,000 კვ.კმ[3] (ხმელეთის 24%),[4] რის შედეგადაც გაერთიანებული სამეფოს პოლიტიკური და საკანონდმებლო სისტემა, ისევე როგორც ენათმეცნიერება და კულტურა ფართოდ გავრცელდა მსოფლიოში, განსაკუთრებით ყოფილ კოლონიებში და დომინიონებში. იმპერიის „ოქროს ხანაში“ მას მოიხსენიებდნენ, როგორც „იმპერიას, რომელზეც მზე არასდროს ჩადის“ (ინგლ. The empire on which the sun never sets) — უდიდესი ფართობის გამო, დღის ნებისმიერ დროს ბრიტანეთის იმპერიის ერთ ტერიტორიაზე მზე მაინც ანათებდა.

დიდი გეოგრაფიული აღმოჩენების დროს, XV და XVI საუკუნეებში ესპანეთმა და პორტუგალიამ, ზღვისიქითი აღმოჩენების პიონერებმა, აღმოჩენების პროცესში დიდი ზღვისიქითი იმპერიების შექმნა მოახერხეს. მალევე მათ მაგალითს მიჰბაძეს ინგლისმა, საფრანგეთმა და ნიდერლანდებმა: სამმა ევროპულმა სახელმწიფომ თავისი კოლონიები დააარსა როგორც ამერიკაში, ისევე აზიაში.[5] XVII და XVIII საუკუნეში ადგილი ჰქონდა არაერთ ომს წამყვან ევროპულ ქვეყნებს შორის, რომელთა შედეგადაც ინგლისი (მოგვიანებით კი 1707 წლის ინგლის-შოტლანდიის უნიის აქტის შედეგად წარმოქმნილი დიდი ბრიტანეთი) დომინანტი კოლონიალური იმპერია გახდა ამერიკასა და აზიაში.

ამერიკის ომმა დამოუკიდებლობისთვის ცამეტი კოლონიის დამოუკიდებლობა განაპირობა, რის შედეგადაც იმპერიამ ამერიკაში თავისი უძველესი და ყველაზე დასახლებული კოლონიების ნაწილი დაკარგა. ამის შემდეგ ბრიტანეთმა ყურადღება მიაქცია აზიას, აფრიკას და წყნარ ოკეანეს. საფრანგეთის რევოლუციურ და ნაპოლეონის ომებში (1792–1815) ფრანგების დამარცხების შემდეგ ბრიტანეთი XIX საუკუნის უმთავრესი საზღვაო ძალა და უძლირესი იმპერია.[6] ზღვაში დაუმარცხებლობით გამოწვეულ დომინაციას მოგვიანებით შეარქვეს Pax Britannica („ბრიტანული მშვიდობა“). ამ პერიოდში, ანუ, 18151914 წლებში, როდესაც ევროპაში და მსოფლიოში შედარებით მშვიდობა იყო, იმპერია მსოფლიო ჰეგემონი იყო და ამავდროულად ასრულებდა „მსოფლიო პოლიციელის“ როლს.[7][8][9][10] XIX საუკუნის დასაწყისში ინდუსტრიულმა რევოლუციამ ბრიტანეთის ტრანსფორმაცია დაიწყო. 1851 წლის დიდი გამოფენის დროს ბრიტანეთი აღწერეს, როგორც „მსოფლიოს სახელოსნო“ (ინგლ. Workshop of the world).[11] ბრიტანეთის იმპერიის კონტროლის ქვეშ იყო ინდოეთი, აფრიკის დიდი ნაწილი და მსოფლიოს სხვა ტერიტორიები, რომელთა გეოგრაფიული მდებარეობის წყალობით ბრიტანეთი აკონტროლებდა მსოფლიო ვაჭრობას და შესაბამისად, სხვადასხვა რეგიონების ეკონომიკასაც.[12][13] იმპერიის შიგნით ძირითადი პოლიტიკური პოზიციები მხარს უჭერდნენ თავისუფალ ვაჭრობას, Laissez-faire-ს და საარჩევნო უფლების თანდათანობით გაფართოვებას. ამ საუკუნეში მოსახლეობის სწრაფი ზრდა თანდაყოლილი ჩქარი ურბანიზაციით ეკონომიკური და სოციალური დაძაბულობა გამოწვია.[14] ამავე დროს, კონსერვატიულმა პარტიამ ბენჯამინ დისრაელის ხემძღვანელობის ქვეშ, ახალი ბაზრის და ნედლეულის მოსაპოვებლად წამოიწყო ექსპანსიის პერიოდი, რომელშიც ბრიტანეთის იმპერიას შეემატა ეგვიპტე, სამხრეთ აფრიკა და სხვ. ამავე დროს, კანადა, ავსტრალია და ახალი ზელანდია გახდნენ თვითმმართველი დომინიონები.[15]

XX საუკუნის დასაწყისისათვის ბრიტანეთის ეკონომიკას გამოუჩნდა კონკურენტები — გერმანიის იმპერია და ამერიკის შეერთებული შტატები. ბრიტანეთის და გერმანიის შემდგომი ეკონომიკური და სამხედრო დაპირისპირება პირველი მსოფლიო ომის ერთ-ერთი ძირითადი მიზეზი გახდა, რომლის დროსაც დიდი დატვირთვა გადაიტანა ბრიტანეთის ფინანსურმა, ადამიანურმა და სამხედრო რესურსებმა. ომში გამარჯვების შედეგად ისტორიაში ყველაზე მასშტაბური ტერიტორიული გაფართოვების მიუხედავად, ბრიტანეთი აღარ იყო მსოფლიოს პირველი სამხედრო, ან კიდევ, ინდუსტრიული ძალა. მეორე მსოფლიო ომში ბრიტანეთის კოლონიები სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიაში იაპონიის იმპერიამ დაიპყრო. მიუხედავად საბოლოო გამარჯვებისა, იმპერიის პრესტიჟი დაეცა, რის შედეგადაც მისი დაშლა უფრო სწრაფად დაიწყო — უკვე 1947 წელს დამოუკიდებელი გახდა ინდოეთი. ინდოეთის შემდეგ დაიწყო დეკოლონიზაციის პროცესი, რომლის შედეგადაც დამოუკიდებელნი გახდნენ სხვა კოლონიებიც. 1997 წელს ბრიტანული ჰონგ-კონგის ჩინეთისთვის გადაცემა ბევრისთვის იმპერიის აღსასრულის ნიშანი გახდა,[16][17][18][19] თუმცა, 14 ზღვისიქითა ტერიტორია დღემდე რჩება ბრიტანეთის ხელისუფლების ქვეშ. გარდა ამისა, დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ ბევრი ქვეყანა გაწევრიანდა ერთა თანამეგობრობაში, რომლებსაც ყავთ საერთო მონარქიელისაბედ II.

წარმოშობა (1497–1583)[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

იმპერიას საფუძველი ჩაეყარა ჯერ კიდევ მაშინ, როდესაც ინგლისი და შოტლანდია ცალკეული სამეფოები იყვნენ. 1496 წელს, მეფე ჰენრი VII, ესპანეთის და პორტუგალიის წარმატებული ზღვისიქითა აღმოჩენების საპასუხოდ, დაავალა ჯონ კაბოტს გზა ეპოვა აზიამდე ჩრდილოეთი ატლანის ოკეანის გავლით.[5] კაბოტმა ექსპედეცია 1497 წელს დაიწყო და წარმატებით დაასრულა და ნიუფაუნდლენდის კუნძულზე დადგა ფეხი, თუმცა, ქრისტეფორე კოლუმბის მსგავსად, ფიქრობდა, რომ აზია აღმოაჩინა.[20] მომავალ წელს კაბოტმა კიდევ ერთხელ გაცურა ამერიკისკენ, თუმცა, უკვალოდ დაიკარგა.[21]

კაბოტის შემდეგ ინგლისელებს არ უცდიათ ამერიკის კოლონიზაცია. სიტუაცია შეიცვალა XVI საუკუნის ბოლო დეკადებში, როდესაც ქვეყნის მონარქი ელისაბედ I გახდა.[22] იმ დროისთვის პროტესტანტული ინგლისი და კათოლიკური ესპანეთი ერთმანეთის მოსისხლე მტრები იყვნენ.[5] 1562 წელს, ინგლისის სამეფოს გამხნევებით, კერძო მესაკუთრეები ჯონ ჰოკინსი და ფრენსის დრეიკი თავს ეხსმოდნენ ესპანურ და პორტუგალიურ გემებს დასავლეთი აფრიკის ნაპირებთან.[23] მათი მიზანი იყო ტრანსატლანტური მონებით ვაჭრობისთვის ზიანის მიყენება. მათ თავდასხმებს იგერიებდნენ, თუმცა, მას შემდეგ რაც ინგლის-ესპანეთის ომი დაიწყო, ელისაბედ I კერძო მესაკუთრეებს კვლავ მისცა თავდასხმების განხორციელების უფლება. მათ უფლება ჰქონდათ მოეწყოთ რეიდები ესპანურ პორტებზე ამერიკის კონტინენტზე და გაეძარცვათ „ახალი მსოფლიოდან“ წამოღებული საგანძურით დატვირთული გემები.[24] ამავე დროს გავლენიანი მწერლები, როგორებიც იყვნენ რიჩარდ ჰაქლუითი და ჯონ დი (დი იყო პირველი, ვინც გამოიყენა ტერმინი „ბრიტანეთის იმპერია“)[25] დაჟინებით ითხოვდნენ, რომ ინგლისს საკუთარი იმპერია დაეარსებინა. იმ დროისათვის, ესპანეთი დომინირებდა ამერიკაში და იკვლევდა წყნარ ოკეანეს, პორტუგალიას ჰქონდა სავაჭრო წერტილები აფრიკაში, ბრაზილიაში და ჩინეთში, ხოლო საფრანგეთი იწყებდა წმინდა ლავრენტის მდინარის არეს დასახლებას, რომელიც მოგვიანებით „ახალი საფრანგეთი“ გახდა.[26]

ირლანდიის კოლონიზაცია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

გარდა ამერიკისა, XVI საუკუნეში ინგლისი ირლანდიის დამორჩილებასაც ცდილობდა და ჩართული იყო პროტესტანტი შოტლანდიელების და ინგლისელების ირლანდიაში გადასახლებაში.[27][28] რამოდენიმე ადამიანმა, რომელიც დაეხმარა ინგლისელებს ირლანდიის კოლონიზაციაში, ასევე მიიღო მონაწილეობა ჩრდილოეთი ამერიკის კოლონიზაციაშიც. მათ იცნობდნენ, როგორც „დასავლეთის ქვეყნების კაცებს“ (ინგლ. West Country men).[29]

„პირველი“ ბრიტანეთის იმპერია (1583–1783)[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1578 წელს ელისაბედ I ჰემფრი გილბერტს აჩუქა პატენტი ზღვისიქითა გამოკვლევებისთვის და აღმოჩენებისათვის.[30] იმავე წელს გილბერტი გაეშურა კარიბის ბასეინისაკენ მეკობრეობაში მონაწილეობისთვის და ჩრდილოეთი ამერიკაში კოლონიების შექმნისათვის, თუმცა, ექსპედიცია შეაჩერეს იქამდე, სანამ მან ატლანტის ოკეანე გადაკვეთა.[31][32] 1583 წელს მან კიდევ ერთხელ იმგზავრა და ამჯერად ნიუფაუნდლენდში ჩავიდა, რომლის ნავსადგურებიც ოფიციალურად გამოაცხადა ინგლისის საკუთრებად, თუმცა, კუნძულზე არც ერთი ადამიანი არ დარჩა. ინგლისში დაბრუნება გილბერტმა ვერ მოახერხა — იგი გარდაიცვალა. მისი შემცვლელი გახდა მისივე ნახევარ-ძმა, უოლტერ რელი, რომელმაც 1584 წელს ელისაბედ პირველისაგან საკუთარი პატენტი მიიღო. იმავე წელს რელიმ დაარსა როანოქის კოლონია დღევანდელი ჩრდილოეთ კაროლინის ტერიტორიაზე, თუმცა, რესურსების უკმარისობის გამო კოლონიამ მარცხი განიცადა.[33]

1603 წელს შოტლანდიის მეფე ჯეიმზ I ინგლისის მეფეც გახდა. 1604 წელს, მისი მმართველობის დროს, ხელი მოეწერა ლონდონის შეთანხმებას, რომლითაც ინგლისმა დაასრულა მტრობა ესპანეთთან. ამის შემდეგ ინგლისელებმა გადაინაცვლეს სხვა ქვეყნების კოლონიალური ინფრასტუქტურის ხარჯზე გამდიდრებაზე და საკუთარი ზღვისიქითა კოლონიების დაარსებაზე.[34] ბრიტანეთის იმპერიამ ჩამოყალიბება დაიწყო XVII საუკუნის დასაწყისში, როდესაც ინგლისელებმა დაიწყეს დასახლება ჩრდილოეთი ამერიკაში და კარიბის ზღვის პატარა კუნძულებზე. გარდა ამისა, შეიქმნა სააქციო საზოგადოება „ბრიტანეთის ოსტინდოეთის კომპანია“ (ინგლ. East India Company), რომელსაც უნდა ეკონტროლებინა კოლონიები და ზღვისიქითა ვაჭრობა. ბრიტანეთის ისტორიაში ამ პერიოდს 13 კოლონიის დამოუკიდებლობამდე ზოგიერთი ისტორიკოსი მოიხსენიებს, როგორც „პირველ ბრიტანეთის იმპერიას“.[35]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. Ferguson 2004b
  2. Maddison 2001, pp. 97 "The total population of the Empire was 412 million [in 1913]", 241 "[World population in 1913 (in thousands):] 1 791 020".
  3. Rein Taagepera (September 1997). "Expansion and Contraction Patterns of Large Polities: Context for Russia"International Studies Quarterly41 (3): 502. doi:10.1111/0020-8833.00053. Retrieved 25 August2016.
  4. "The World Factbook — Central Intelligence Agency"www.cia.gov. Retrieved 10 September2016. land: 148.94 million sq km
  5. 5.0 5.1 5.2 Ferguson 2004b, p. 3.
  6. Tellier, L.-N. (2009). Urban World History: an Economic and Geographical Perspective. Quebec: PUQ. p. 463. ISBN 2-7605-1588-5.
  7. Johnston, pp. 508–10.
  8. Porter, p. 332
  9. Sondhaus, L. (2004). Navies in Modern World History. London: Reaktion Books. p. 9. ISBN 1-86189-202-0.
  10. Porter, Andrew (1998). The Nineteenth Century, The Oxford History of the British Empire Volume III. Oxford University Press. p. 332. ISBN 0-19-924678-5.
  11. "The Workshop of the World". BBC History. Retrieved 28 April 2013.
  12. Porter, Andrew (1998). The Nineteenth Century, The Oxford History of the British Empire Volume III. Oxford University Press. p. 8. ISBN 0-19-924678-5.
  13. Marshall, P.J. (1996). The Cambridge Illustrated History of the British Empire. Cambridge University Press. pp. 156–57. ISBN 0-521-00254-0.
  14. Tompson, Richard S. (2003). Great Britain: a reference guide from the Renaissance to the present. New York: Facts on File. p. 63. ISBN 978-0-8160-4474-0.
  15. Hosch, William L. (2009). World War I: People, Politics, and Power. America at War. New York: Britannica Educational Publishing. p. 21. ISBN 978-1-61530-048-8.
  16. Brendon, p. 660
  17. "Charles' diary lays thoughts bare". BBC News. 22 February 2006. Retrieved 13 December 2008.
  18. Brown, p. 594.
  19. "BBC – History – Britain, the Commonwealth and the End of Empire". BBC News. Retrieved 13 December2008.
  20. Andrews 1985, p. 45.
  21. Ferguson 2004b, p. 4
  22. Canny, p. 35
  23. Thomas, pp. 155–158
  24. Ferguson 2004b, p. 7
  25. Canny, p. 62.
  26. Lloyd, pp. 4–8.
  27. Canny, p. 7
  28. Kenny, p. 5
  29. Taylor, pp. 119,123
  30. Andrews, p. 187.
  31. Andrews, p. 188.
  32. Canny, p. 63
  33. Canny, pp. 63–64
  34. Canny, p. 70.
  35. Canny, p. 34