თანამეგობრობის სამეფოები

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
თანამეგობრობის სამეფოები ნაჩვენებია ლურჯი ფერით; წითელი ფერით გამოყოფილია თანამეგობრობის ყოფილი სამეფოები

თანამეგობრობის სამეფოები (ინგლ. Commonwealth realms) — ტიტული ერთა თანამეგობრობის 16 სახელმწიფოში, რომლებიც დედოფალ ელისაბედ II-ს თვლიან საკუთარ მონარქად, თითოეულ მათგანში ის წარდგენილია, როგორც სახელმწიფოს მეთაური და ატარებს შესაბამის ტიტულს. მაგალითად, ბარბადოსში ის იწოდება «მისი უმაღლესობა დედოფალი ელისაბედ II, ბარბადოსის დედოფალი».

დიდი ბრიტანეთის გარეთ დედოფალი თითოეული სამეფოს პრემიერ-მინისტრის წარდგენით ნიშნავს გენერალ-გუბერნატორს, როგორც თავის წარმომადგენელს მისი არ ყოფნის შემთხვევაში. იგი ასევე გუბერნატორებითაა წარდგენილი ავსტრალიის თითოეულ შტატში და ლეიტენანტ-გუბერნატორებით თითოეულ კანადის პროვინციაში. ეს თანამდებობის პირები ფლობენ კონსტიტუციური მონარქის თითქმის მთელ სახელისუფლებო უფლებებს, მიუხედავად ამისა ძირითადად ასრულებენ, მხოლოდ ცერემონიალურ ფუნქციებს და აქვთ ეგრედ წოდებული სამეფო პრეროგატივები.

დედოფალი ელისაბედ II

თოთხმეტი სამეფო — ყოფილი ბრიტანეთის კოლონიები, რომლებმაც მიიღეს დამოუკიდებლობა. 14 სამეფოდან სამმა (ავსტრალია, კანადა და ახალი ზელანდია) დამოუკიდებლობა მიიღო 1926 წელს იმპერიის კონფერენციაზე ბალფურის დეკლარაციის რატიფიკაციის და ვესტმინსტერის სტატუტის შედეგად 1931 წელს. კანადამ, სამხრეთ აფრიკის კავშირმა და ირლანდიის თავისუფალმა სახელმწიფომ დაუყოვნებლივ მიიღეს საკანონმდებლო ხელისუფლების დამოუკიდებლობა დიდი ბრიტანეთისგან, ხოლო ავსტრალიამ და ახალმა ზელანდიამ მოახდინეს სტატუტის რატიფიცირება შესაბამისად 1942 და 1947 წლებში. სტატუტი ასევე ეხებოდა ნიუფაუნდლენდს, მაგრამ იქ მისი რატიფიცირება არ მომხდარა, და დომინიონი შეუერთდა კანადას 1949 წელს. ირლანდია რესპუბლიკა ფორმალურად გახდა 1949 წელს, ხოლო სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკა — 1961 წელს.

სხვა სამეფოებმა დამოუკიდებლობა მიიღეს ინდოეთში ბრიტანული მმართველობის დასრულების, აფრიკაში 1960-იან წლებში ეგრედ წოდებული «ცვლილებების ქარის» პერიოდის, 1961 წელს ვესტ-ინდოეთის ფედერაციის დაშლის შედეგად და ასევე შემდგომ პერიოდებშიც. თანამეგობრობის ბოლო სამეფო გახდა სენტ-კიტსი და ნევისი, რომელმაც დამოუკიდებლობა მიიღო 1983 წელს.

სიტუაცია პაპუა-ახალ გვინეაში დამოუკიდებლობის მიღებამდე იყო შედარებით უფრო რთული. პაპუა-ახალი გვინეა ჩამოყალიბდა 1975 წელს, როგორც გერმანიის ახალი გვინეის, რომელსაც მართავდა ავსტრალია სამანდატო ტერიტორიის სახით, და ბრიტანეთის ზღვისიქითა ტერიტორიის, თუმცა ბრიტანეთის თხოვნით მაინც ავსტრალიის მიერ მართული — ბრიტანეთის ახალი გვინეის კავშირი. თანამეგობრობის სამეფოებიდან ერთადერთი, რომელიც არასოდეს არ ყოფილა დიდი ბრიტანეთის კოლონია რა თქმა უნდა თვითონ დიდი ბრიტანეთია.

თანამეგობრობის შიგნით არ არსებობს განსხვავება სტატუსში სამეფოებსა და სხვა წევრებს შორის, რომელთაგან უმრავლესობა ან რესპუბლიკებია, ან სამეფოებია საკუთარი მონარქებით (ბრუნეი, ლესოთო, მალაიზია, სვაზილენდი და ტონგა). აუცილებელია იმის აღნიშვნაც, რომ თუმცა ფიჯის ბელადთა უზენაესი საბჭო ელისაბედ II-ს აღიარებს უზენაეს ბელადად, დიდი ბრიტანეთის დედოფალი არ ითვლება სახელმწიფოს მეთაურად და ფიჯი რესპუბლიკაა.

თანამეგობრობის სამეფოები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]