ჰოტენტოტური ენები

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search

ჰოტენტოტური ენები — სამხრეთ აფრიკული ენათა ჯგუფი, გავრცელებულია ნამიბიასა და სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკის ჩრდილოეთ ნაწილში. ინგლისელი მკვლევარის ე. უესტფალის კლასიფიკაციით სანდავე ენებთან ერთად შეადგენს დამოუკიდებელ ჯგუფს. ჰოტენტოტურ ენებზე საუბრობს 80 ათასამდე კაცი. გამოიყოფა 4 ჯგუფი: 1) კოი (ნამა, კორა, გრიკვა) და ნაურუ (ნარონი) ენა; 2) კვე (დემისა, ჩუმაკვე-შუაკვე) ენა; 3) ჩუ (ჰიოჩუვაუ, ჰაიჩუვაუ) ენა; 4) სანდავე ენა. ეს უკანასკნელი გავრცელებულია კონტინენტურ ტანზანიაში. ჰოტენტოტური ენები და სანდავე ახლო მონათესავე ენებია როგორც ფონეტიკური და გრამათიკული წყობით, ისე სიტყვათა ძირების მიხედვით. გერმანელი ლინგვისტი კ. მაინჰოფი ჰოტენტოტურ ენებს ქამიტურ ენებად თვლიდა. ამერიკელი მეცნიერი ჯ. გრინბერგი მათ, ბუშმენურ ენებთან ერთად, კოისანურ ჯგუფეს მიაკუთვნებდა.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]