ვაალი (სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკა)

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ვაალი
ინგლ. Vaal River
აფრ. Vaalrivier
ქვეყანა სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკის დროშა სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკა
სათავე 26°19′02″ ს. გ. 30°00′24″ ა. გ. / 26.31722° ს. გ. 30.00667° ა. გ. / -26.31722; 30.00667
სათავის სიმაღლე 1678 მ
შესართავი 29°04′00″ ს. გ. 23°38′00″ ა. გ. / 29.06667° ს. გ. 23.63333° ა. გ. / -29.06667; 23.63333
შესართავის მდებარეობა ორანჟი
სიგრძე 1250 კმ
აუზის ფართობი 196 438 კმ²
ვაალი (სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკა) — სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკა
ვაალი (სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკა)
ვაალი (სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკა)
— სათავე, — შესართავი
ვაალი ვიკისაწყობში

ვაალი (ინგლ. Vaal River, აფრ. Vaalrivier) — მდინარე სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკაში, მდინარე ორანჟის ყველაზე დიდი შენაკადი. მისი სიგრძე დაახლოებით 1250 კმ-ია, წყალშემკრები აუზის ფართობი 196 438 კმ², წლის საშუალო წყლის ხარჯი 124,59 მ³/წმ[1]. მდინარის სათავეები მდებარეობენ დრაკონის მთებში, მპუმალანგის პროვინციაში, იოჰანესბურგიდან აღმოსავლეთით, დაახლოებით 30 კმ-ით ჩრდილოეთით ერმელოდან და დაახლოებით 240 კმ-ში ინდოეთის ოკეანიდან[2]. მდინარე მიედინება დასავლეთისკენ, უერთდება ორანჟის მდინარეს ქალაქ კიმბერლის სამხრეთ-დასავლეთში, ჩრდილოეთ კაპლანდის პროვინციაში.

მდინარის ჩრდილოეთ სანაპიროს გასწვრივ მდებარეობენ მპუმალანგის, გაუტენგის და ჩრდილო-დასავლეთი პროვინციები, ხოლო მისი სამხრეთი სანაპიროს გასწვრივ — ფრი-სტეიტის პროვინცია.

ჰიდროლოგია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ზემო დინებაში მდინარე მიედინება დრაკონის მთების და მაღალი ველდის პლატოს გავლით, ამ მონაკვეთზე მდინარე მიედინება ღრმა ხეობაში. ყველაზე დიდი შენაკადებია — ვილგე, ფეტი (ფეტრიფირი), რიტი, ჰარტსი, კლიპი, ფალრიფირი, სეიკერბოსრანდი, ტაიბოსპრეიტი, კრომელმბუხსპრეიტი, ოუვერსპრეიტი, მუირიფირი, რენოსტერიფირი, ვალსი, ზანდი. წყლის მომატება მდინარეზე შეინიშნება ნოემბერ-თებერვალში (ზაფხული).

მდინარეზე არსებობს რამდენიმე წყალსაცავი, რომელთაგან ყველაზე დიდია — ბლუმხოფდამი, ფალდამი, ხრუტდრაიდამი.

მნიშვნელობა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მდინარეს აქვს მთავარი მნიშვნელობა მრეწველობისათვის და სოფლის მეურნეობისათვის. მდინარიდან სამრეწველო დანიშნულებით იღებენ წყალს დიდი იოჰანესბურგისთვის და ფრი-სტეიტის პროვინციის დიდი ნაწილისთვის. ვაალ-ჰარტსის საირიგაციო სქემის ჩარჩოებში მდინარე მიწების მორწყვის ძირითადი წყაროა. მდინარის წყალს იყენებს 12 მილიონი მომხმარებელი გაუტენგის პროვინციაში და მიმდებარე რაიონებში.

ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ისტორიულად მდინარის ზედა ნაწილი იყო ბასუტოს ხალხის სამეფოს ჩრდილოეთი საზღვარი მეფე მოშეშ I-ის (1820—1850 წლები) დროს. შემდეგ ვაალი გახდა საზღვარი ბურების ორ რესპუბლიკას (მოგვიანებით პროვინციები) შორის — ტრანსვაალის რესპუბლიკა და ორანჟის თავისუფალი სახელმწიფო. «ტრანსვაალი» ნიშნავს «ვაალის იქით» კაპის კოლონიის და ნატალის რესპუბლიკის მიმართ, რომლებიც იმ დროს წარმოადგენდნენ ევროპელი დასახლებულების ძირითად ადგილებს და მდებარეობდნენ ვაალის სამხრეთით.

1899—1902 წლებში ბურების მეორე ომის დროს ამ მდინარის ნაპირებზე მოხდა რამდენიმე შეტაკება ერთმანეთისადმი მტრულად განწყობილ მხარეებს შორის.

ვაალის ნიდერლანდური დასახელება (მოგვიანებით აფრიკაანსის ენაზე) ჰოტენტოტების სახელის — Tky-Gariep-ის ეკვივალენტურია.[3] როგორც ვაალი, ასევე «Tky» მისი ფერის გამო ნიშნავს «სერს» ანუ «ამღვრეულს», რომელიც განსაკუთრებით შეიმჩნევა ადიდების სეზონის დროს, როდესაც მდინარიდან ამოტივტივდება ბევრი ლამი. ზედა დინებაში მდინარეს ერქვა «Likwa» (ჩრდილოეთ ნდებელეს ენაზე), «Ikwa» ზულუს ენაზე, «ilikwa» სვატის ენაზე, «lekwa» სესოთოს ენაზე ან «cuoa» Khoikhoi-ს ენაზე — ყველა ეს სახელწოდება მიუთითებს ვაკე ადგილებზე, რომელზეც მიედინება მდინარე.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. State of freshwater systems and resources: # 2. Department of Environmental Affairs and Tourism. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2012-02-26. ციტირების თარიღი: 2011-12-19.
  2. Times Comprehensive Atlas, 12th ed. Times Books, London, 2007
  3. du Plessis, E.J. (1973). Suid-Afrikaanse berg- en riviername. Tafelberg-uitgewers,Cape Town, გვ. 326, 221. ISBN 0-624-00273X.