რობენი (კუნძული)

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
კუნძული რობენი*
იუნესკოს მსოფლიო
მემკვიდრეობის ძეგლი

SafrikaIMG 8414.JPG
ციხის შენობები
ქვეყანა სამხრეთ აფრიკის დროშა სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკა
ტიპი კულტურული
კრიტერიუმები iii, vi
სია იუნესკოს სია
რეგიონი** აფრიკა
კოორდინატები 33°48′24″ ს. გ. 18°21′58″ ა. გ. / 33.80667° ს. გ. 18.36611° ა. გ. / -33.80667; 18.36611
გაწევრიანების ისტორია
გაწევრიანება 1999  (23-ე სესია)
ნომერი 916
* იხ. ინგლ. სახელი UNESCO-ს სიაში.
** იუნესკოს მიერ კლასიფიცირებული რეგიონი.
იუნესკოს დროშა მსოფლიო მემკვიდრეობა UNESCO, ობიექტი № 916
რუს.ინგლ.ფრ.

რობენის კუნძული (აფრ. Robbeneiland, ინგლ. Robben Island) — კუნძული ატლანტის ოკეანეში, მდებარეობს მაგიდის უბეში, შედის სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკის დასავლეთი კაპლანდის პროვინციაში. ქალაქ კეიპტაუნის სანაპიროდან დაშორებულია 6,9 კმ-ით, ხოლო მატერიკიდან 8 კმ-ით. 2011 წლის აღწერის თანახმად კუნძულზე ცხოვრობს 116 ადამიანი[1].

კუნძულის მთელი ტერიტორია მდებარეობს სახელმწიფოს საკუთრებაში, იმ მიწის გამოკლებით, რომელზეც დგას ეკლესია.

გეოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რობენის კუნძულის რუკა

კუნძულს უხეში ოვალის ფორმა გააჩნია, ჩრდილოეთიდან სამხრეთისკენ მისი სიგრძე 3,3 კმ-ია, სიგანე 1,9 კმ, ხოლო მთლიანი ფართობი 5,18 კმ².[1] კუნძული ბრტყელია და ზღვის დონიდან სულ რამდენიმე მეტრზეა აწეული, რაც უძველესი ეროზიული პროცესების შედეგია. შედგება კამბრიამდელი მეტამორფული კლდეებისგან, რომლებიც მალმსბერის ჯგუფს მიეკუთვნება.

კუნძული ნიადაგი მშრალია, იქ ხარობს მხოლოდ იშვიათი ბუჩქები, მტკნარი წყლის წყაროები არ არსებობს. ეს საუკუნის განმავლობაში აფერხებდა მისი ციხის სახით გამოყენებას. XX საუკუნის პირველ ნახევარში კუნძულზე ცდილობდნენ არტეზიული ჭაბურღილების ბურღვას, მაგრამ დროთა განმავლობაში გრუნტის წყლებში შეღწევა დაიწყო ზღვის წყალმა და ჭაბურღილები გამოუსადეგარი გახდა. 1965 წელს კეიპტაუნიდან ზღვის ფსკერზე გაიყვანეს წყალგაყვანილობა.

ფლორა და ფაუნა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

როდესაც 400 წლის წინ კუნძულზე მოვიდნენ ჰოლანდიელები, მასზე მობინადრე ერთადერთი ცხოველები იყვნენ სელაპები და ფრინველები. 1960 წელს კუნძულის ზედამხედველმა აქ დაასახლა სანაპიროს დიუნების ჩვეულებრივი მობინადრე რამდენიმე ანტილოპა და გიგანტური კუ (ან გალაპაგოსის კუ), რომლებიც ამ ადგილებისათვის საერთოდ არ იყო დამახასიათებელი. კუები სავარაუდოდ გალაპაგოსის კუნძულებიდან ან სეიშელის კუნძულებიდან ჩამოიყვანეს და კუნძულზე ჩამოყვანამდე მათ 150 წელზე უფრო მეტი იცხოვრეს კეიპტაუნის ზოოპარკში. უცნობია, ცხოვრობენ თუ არა კუნძულზე ეს ცხოველები დღეს.

ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ციხის ნაგებობები რობენის კუნძულზე. უკანა პლანზე — მაგიდის მთა კუნძულიდან 15 კმ-ში

დასახელება ნიდერლანდური ენიდან ითარგმნება, როგორც «სელაპის კუნძული»; როდესღაც სელაპები დიდი რაოდენობით ბინადრობდნენ ახლომდებარე წყლებში.

რობენის კუნძული პირველად დასახლდა ჯერ კიდევ ქვის ხანაში, როდესაც ზღვის დონე გაცილებით დაბალი იყო და კუნძული შეერთებული იყო მატერიკთან. უკანასკნელი გამყინვარების დროს ყინულების გადნობამ გამოიწვია ზღვის დონის აწევა და კუნძულის ირგვლივ მყოფი ტერიტორია დაფარა ოკეანის წყლებმა. კუნძული XVI და XVII საუკუნის დასაწყისში იყო აფრიკის შემომავალი გემების გაჩერების ჩვეულებრივი ადგილი. დასახლების პირველი მცდელობების შემდეგ კუნძული გადაიქცა ჰოლანდიის, ხოლო შემდეგ დიდი ბრიტანეთის კატორღულ ციხე-დასახლებად. კუნძულის პირველი დამსახლებლები გახდნენ იქ გადასახლებული პოლიტიკური ლიდერები ჰოლანდიის კოლონიებიდან, როგორიც იყო ინდონეზია. 1819 წელს გრაჰამსთაუნის ამბოხების ჩაშლის შემდეგ, ბრიტანეთის კოლონიურმა მთავრობამ აფრიკელ ლიდერს, მაკანდა ნქსელეს კუნძულზე სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა,[2] რომელიც შემდეგ ციხიდან გაიქცა და მაგიდის უბის სანაპიროებთან დაიხრჩო.

1846 წლიდან 1931 წლამდე კუნძულზე ფუნქციონირებდა კეთრით დაავადების სამკურნალო კოლონია და ცხოველთა საკარანტინო სადგური; აქ ასევე ასახლებდნენ გონებრივად დაავადებულებს ან ასეთად ჩათვლილებს. 1864 წელს ამოქმედდა შუქურა.

მეორე მსოფლიო ომის დროს კუნძული გაამაგრეს და გამოიყენებოდა ქალაქ კეიპტაუნის დასაცავად, ხოლო 1960-იანი წლების შუიდან 1991 წლის ჩათვლით იყო მაქსიმალურად მკაცრი რეჟიმის სახელმწიფო ციხე. დაპატიმრებულთა დიდ უმრავლესობას შეადგენდნენ შავკანიანი პოლიტპატიმრები. 1964 წლიდან 1982 წლის ჩათვლით[3] ამ ციხეში ნომრით 46664 იჯდა ნელსონ მანდელა, მომავალში — პირველი შავკანიანი სამხრეთ აფრიკის პრეზიდენტი და ნობელის პრემიის ლაურეატი. რობენის ციხის სხვა ცნობილ პატიმრებს შორის იყვნენ აპარტეიდის წინააღმდეგ ისეთი მებრძოლები, როგორებიცაა უოლტერ სისულუ, გოვან მბეკი, რობერტ სობუკვე, კგალემა მოტლანტე, ჯეიკობ ზუმა და სხვები[4]. ციხეში დამყარებული იყო უმკაცრესი რეჟიმი, ხოლო სამოქალაქო პირებს, მეთევზეების ჩათვლით, კუნძულზე შესვლა მკაცრად ეკრძალებოდათ. კუნძული უკანასკნელმა პოლიტპატიმარმა დატოვა 1991 წელს. კუნძული საშუალო რეჟიმის ციხის სახით არსებობას აგრძელებდა 1996 წლამდე.

1999 წლიდან კუნძული შესულია იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლთა სიაში.


იხილეთ აგრეთვე[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

Commons-logo.svg
ვიკისაწყობში? არის გვერდი თემაზე:

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. 1.0 1.1 2011 წლის აღწერა
  2. Frederick Marryat. The Mission; or Scenes in Africa. London: Nick Hodson. წაკითხვის თარიღი: 2008-10-10. 
  3. Robben Island prison tours 'honour a legacy of forgiveness'
  4. New S. Africa president sworn in. BBC News (2008-09-25). წაკითხვის თარიღი: 2008-11-22.