შინაარსზე გადასვლა

სენტ-ლუსიის ტბა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
სენტ-ლუსიის ტბა
ინგლ. Lake St. Lucia
აფრ. St. Luciameer
კოორდინატები: 27°59′00″ ს. გ. 32°27′00″ ა. გ. / 27.98333° ს. გ. 32.45000° ა. გ. / -27.98333; 32.45000
მდებარეობა სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკის დროშა სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკა
სიგრძე 40 კმ
სიგანე 21 კმ
ფართობი 350 კმ²
საშუალო სიღრმე
სენტ-ლუსიის ტბა — სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკა
სენტ-ლუსიის ტბა

სენტ-ლუსიის ტბა (ინგლ. Lake St. Lucia;[1] აფრ. St. Luciameer) — სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკის კვაზულუ-ნატალის პროვინციის ჩრდილოეთში მდებარე ესტუარული ტბის სისტემა. იგი ქვეყანაში ყველაზე დიდი ესტუარული ტბაა და მისი ფართობი შეადგენს 350 კმ²-ს. ტბა მდებარეობს ისიმანგალისოს პარკში (იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლი). ტბას სახელი 1575 წლის 13 დეკემბერს დაარქვა მანუელ პერესტრერელომ, წმინდა ლუსიას დღესასწაულის დღეს[2]. ტბის სიგრძე შეადგენს 40 კმ-ს, სიგანე 21 კმ-ს, ხოლო საშუალო სიღრმე 1 მეტრს[3]. ტბაში ბინადრობენ სხვადასხვა სახეობის ფრინველები და ცხოველები, როგორებიცაა თევზები, ნიანგები, ბეჰემოტები, ხოლო ტბის სიახლოვეს ბინადრობს ანტილოპების დიდი ჯოგი[4][5].

  1. http://mapcarta.com/14262230
  2. დაარქივებული ასლი. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2012-01-11. ციტირების თარიღი: 2016-07-31.
  3. Beschreibung bei makakatana.co.za დაარქივებული 2015-07-26 საიტზე Wayback Machine. (englisch), 8. August 2015
  4. Nel, H.A., Perissinotto, R. & Taylor, R.H. 2012. Diversity of bivalve molluscs in the St Lucia Estuary, with an annotated and illustrated checklist. African Invertebrates 53 (2): 503-525.[1] დაარქივებული 2012-12-24 საიტზე Archive.isCategory:Webarchive template archiveis links
  5. Perissinotto, R., Taylor, R.H., Carrasco, N.K. & Fox, C. 2013. Observations on the bloom-forming jellyfish Crambionella stuhlmanni (Chun, 1896) in the St Lucia Estuary, South Africa. African Invertebrates 54 (1): 161–170.[2] დაარქივებული 2013-07-25 საიტზე Wayback Machine.