შინაარსზე გადასვლა

სიბაიის ტბა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
სიბაიის ტბა
ინგლ. Sibhayi
კოორდინატები: 27°21′00″ ს. გ. 32°41′00″ ა. გ. / 27.35000° ს. გ. 32.68333° ა. გ. / -27.35000; 32.68333
მდებარეობა სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკის დროშა სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკა
სიმაღლე ზღვის დონიდან 23 
ფართობი 77 კმ²
მოცულობა 0,981 კმ³
საშუალო სიღრმე 12 
მაქსიმალური სიღრმე 43 
აუზის ფართობი 465 კმ²
სიბაიის ტბა — სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკა
სიბაიის ტბა

სიბაიის ტბა (ინგლ. Sibhayi) — ყველაზე დიდი ბუნებრივი, მტკნარი წყლის ტბა სამხრეთი აფრიკაში[1], რომლის ზედაპირის ფართობია 77 კმ². მას ხშირად შეცდომით ეძახიან Sibaya ან Sibayi.

ტბა მდებარეობს სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკის აღმოსავლეთი სანაპიროს კვაზულუ-ნატალის პროვინციის მაპუტალენდის რეგიონში.

ტბა ისიმანგალისოს პარკის ნაწილია და 1991 წლის 28 ივნისს რამსარის კონვენციის თანახმად აღიარებულია, როგორც «საერთაშორისო მნიშვნელობის მქონე წყალ-ჭაობიანი სავარგული». 1999 წლის დეკემბერში სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკის ისიმანგალისოს პარკი შეიყვანეს იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის სიაში[2].

ტბაზე ბინადრობს ფრინველების 279 სახეობა.

ტბის ჩრდილოეთ სანაპიროზე მდებარეობს ოტელი «სიბაიის ტბა» (ინგლ. Lake Sibaya Lodge). ეს ელიტური ოტელი მოიცავს 16 შალეს (ფრანგ. chalet). ტერიტორიას სიბაიის ტბასა და ინდოეთის ოკეანეს შორის ჰქვია მაბიბი (ინგლ. Mabibi). აქ ასევე მდებარეობენ კემპინგები და შალეები, მათ შორის ოტელი Thonga Beach Lodge[3].

ტბის სიახლოვეს მდებარეობს პოპულარული პლაჟი სოდვანა-ბეი.

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
  1. Lake Profile — Sibaya
  2. iSimangaliso Wetland Park. იუნესკო. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2012-04-27. ციტირების თარიღი: 2010-06-04.
  3. Thonga Beach Lodge — Mabibi. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2011-07-16. ციტირების თარიღი: 2016-07-31.