ამსტერდამი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ქალაქი
ამსტერდამი
Amsterdam
დროშა გერბი
დროშა გერბი
ქვეყანა ნიდერლანდების დროშა ნიდერლანდები
სტატუსი დედაქალაქი
რეგიონი ჩრდილოეთი ჰოლანდია
კოორდინატები 52°22′23″ ჩ. გ. 4°53′32″ ა. გ. / 52.37306° ჩ. გ. 4.89222° ა. გ. / 52.37306; 4.89222
ფართობი 219 კმ²
სიმაღლე 2
მოსახლეობა 751,757 კაცი (2006)
სიმჭიდროვე 4,459 კაცი/კმ²
სასაათო სარტყელი UTC+1, ზაფხულში UTC+2
სატელეფონო კოდი 020
საფოსტო ინდექსი 1011 – 1109
ოფიციალური საიტი www.amsterdam.nl
ამსტერდამი (ნიდერლანდები)
Red pog.svg

ამსტერდამინიდერლანდების უდიდესი და უმთავრესი ქალაქი, განლაგებულია ჩრდილო ჰოლანდიის მხარეში, ქვეყნის დასავლეთით. ქალაქის მოსახლეობა 2008 წლის 1 იანრვის მონაცემებით, 747,290 ათასი ადამიანია. სახელი ამსტელ დამი-დან Amstel dam მოდის და ქალაქის წარმოშობაზე მიუთითებს, ანუ დამბა მდინარე ამსტელზე. ქალაქი 12-ე საუკუნეში მეთევზეთა პატარა სოფლის სახით დასახლდა. დიდებას კი ჰოლანდიის ოქროს ხანაში მიაღწია სავაჭრო საქმეში თავისი ინოვაციური მიღწევების წყალობით. ამ დროიდან მოყოლებული ამსტერდამი ფინანსურ და ბრილიანტების წამყვან ცენტრად გადაიქცა. 19- 20-ე საუკუნის მიჯნაზე ქალაქი გაფართოვდა და ახალი უბნენი შეიმატა. ამსტერდამი ნიდერლანდების ფინანსური და კულტურული ცენტრია. უამრავ ჰოლანდიურ კომპანიას და მსოფლიოს მოწინავე 500 კომპანიიდან 7-ს ქალაქში სათავო ოფისები აქვს განთავსებული, მათ შორის, Philips და ING. ამსტერდამის საფონდო ბირჟა ქალაქის ცენტრშია განლაგებული.

ამსტერდამის ყველაზე ცნობილი სანახაობები Rijksmuseum-ის მუზეუმი, ვან გოგის მუზეუმი, ანნე ფრანკის სახლი, წითელი ლამპიონების უბანი და კანაფის მაღაზიები მსოფლიოდან ყოველწლიურად 4.2 მლნ დამთვალიერებელს იზიდავს.

ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ქალაქი 1275 წელს დაარსდა იმ დამბის წყალობით, რომელიც რაიონს წყალდიდობის დროს იცავდა.15-ე საუკუნეში ამსტერდამი ნიდერლანდების უმსხვილესი სავაჭრო ცენტრი გახდა. 80-წლიანი ომის შემდეგ, 1585 წელს ამსტერდამის უმთავრესი კონკურენტი პორტი ანტვერპენი ესპანელების ხელში გადავიდა, რამაც ანტვერპენელი ვაჭრებისა და ხელოსნების დიდი ნაწილის იმიგრაცია გამოიწვია, ასევე ებრაელებისაც, რომელთაც ესპანურ ინკვიზიციას ამსტერდამში გაასწრეს.

1975 წლის 5 თებერვალს შეიქმნა ამსტერდამის თანამედროვე დროშა, რომელიც დიდი პოპულარობით სარგებლობს.

გალერეა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

კლიმატი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

წლიური ამინდი — ამსტერდამი
თვე იან თებ მარ აპრ მაი ივნ ივლ აგვ სექ ოქტ ნოე დეკ წელი
საშუალო მაღალი °C (°F) 5.4 (42) 6.0 (43) 9.2 (49) 12.4 (54) 17.1 (63) 19.2 (67) 21.4 (71) 21.8 (71) 18.4 (65) 14.1 (57) 9.2 (49) 6.2 (43) 12.3 (54)
საშუალო დღიური °C (°F)
საშუალო დაბალი °C (°F) 0.5 (33) 0.2 (32) 2.4 (36) 4.0 (39) 7.8 (46) 10.4 (51) 12.5 (55) 12.3 (54) 10.2 (50) 7.0 (45) 3.9 (39) 1.9 (35) 6.1 (43)
ნალექი მმ (დუიმი) 62.1 (2.4) 43.4 (1.7) 58.9 (2.3) 41.0 (1.6) 48.3 (1.9) 67.5 (2.7) 65.8 (2.6) 61.4 (2.4) 82.1 (3.2) 85.1 (3.4) 89.0 (3.5) 74.9 (2.9) 779.5 (30.7)
წყარო: ამინდის მსოფლიო ინფორმირების სერვისი[1] 2008-01-06

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. Weather Information for Amsterdam. World Weather Information Service. წაკითხვის თარიღი: 6 January 2008.