დესმონდ მპილო ტუტუ (Desmond Mpilo Tutu) (დ. 7 ოქტომბერი, 1931) — სამხრეთ-აფრიკელი სასულიერო მოღვაწე და აქტივისტი, რომელმაც სახელი გაითქვა 1980-იან წლებში, როგორც აპართეიდის ოპონენტმა. ტუტუ პირველი შავკანიანი სამხრეთ აფრიკელი ანგლიკანური არქიეპისკოპოსი იყო კეიპტაუნში, სამხრეთ აფრიკაში. ნობელის მშვიდობის პრემია მიენიჭა 1984 წელს.