მიტილუსი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
მიტილუსი

მიტილუსიმოლუსკების გვარი ორსაგდულიანების კლასისა. მიტილუსის ნიჟარა სოლისებურ-ოვალურია, მის სიგრძე 20 სანტიმეტრს აღწევს. ბუსუსების საშუალებით მიტილუსი ემაგრება მყარ სუბსტრატს ან სხვა მიტილუსს. გავრცელებული არიან მსოფლიო ოკეანის ზომიერ და ტროპიკულ წყლებში. ჩრდილოეთ ნახევარსფეროს ზომიერ და სუბტროპიკულ წყლებში ფართოდაა გავრცელებული მიტილუს ედულისი, რომელსაც საკვებად იყენებენ. მიტილუსის ნიჟარის ფქვილისაგან ამზადებენ მაღალხარისხოვან საკვებს შინაური ფრინველებისათვის. მიტილუსის ზოგიერთ სახეობას ხელოვნურად აშენებენ.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]