ერმალოზ კალაძე

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search

ერმალოზ კალაძე (დ. 1888, ოჭოფა, ქუთაისის მაზრა — გ. 12 დეკემბერი, 1958) — ქართველი პოლიტიკოსი, საქართველოს რესპუბლიკის დამფუძნებელი კრების წევრი.

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ერმალოზ კალაძე დაიბადა 1888 წელს, ქუთაისის მაზრის სოფელ ოჭოფაში.

საბაზისო განათლება მიიღო ოჯახსა და სოფლის სასწავლებელში. იყო რუსეთის სოციალ-დემოკრატიული მუშათა პარტიის „ მენშევიკების“ ფრაქციის წევრი 1905 წლიდან. მეფის რეჟიმის დროს დაპატიმრებული იყო პოლიტიკური საბაბით. 1917 წლამდე მუშაობდა ამიერკავკასიის რკინიგზის სახელოსნოებში ზეინკლად; მსახურობდა არმიაში რიგით ჯარისკაცად. 1919 წლის 12 მარტიდან არჩეული იყო საქართველოს რესპუბლიკის ფამფუძნებელი კრების წევრად საქართველოს სოციალ-დემოკრატიული მუშათა პარტიის სიით; იყო გზათა კომისიის წევრი. 1917–1921 წლებში იყო საქართველოს სახალხო გვარდიის შორაპანის შტაბის წევრი. 1921 წელს საბჭოთა რუსეთის მიერ საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის ოკუპირების შემდეგ დარჩა საქართველოში და ჩაბმული იყო წინააღმდეგობის მოძრაობაში. 1921 წელს დააპატიმრეს ქუთაისის პოლიტბიუროს განკარგულებით. 1923 წელს განაცხადა, რომ კავშირი ჰქონდა გაწყვეტილი საქართველოს სოციალ-დემოკრატიულ მუშათა პარტიასთან, რის გამოც დადებითი შეფასება მისცეს. ამ განცხადების გაკეთებიდან რამდენიმე კვირის შემდეგ იგი პატიმრობიდან გაათავისუფლეს. შემდგომ წლებში ცხოვრობდა და მუშაობდა მშობლიურ სოფელში.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • ირაკლი ხვადაგიანი. საქართველოს დამფუძნებელი კრება 1919. საბჭოთა წარსულის კვლევის ლაბორატორია, გვ. 264, თბ., 2016