ბარნაბა ძველაია

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search

ბარნაბა ძველაია (დ. 1880, სენაკის მაზრა, ნოსირი — გ. 28 ნოემბერი, 1937) — ქართველი პოლიტიკოსი, საქართველოს რესპუბლიკის დამფუძნებელი კრების წევრი.

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ბარნაბა ძველაია დაიბადა 1880 წელს, სენაკის მაზრის სოფელ ნოსირში.

1905 წლიდან იყო რუსეთის სოციალ-დემოკრატიული მუშათა პარტიის "მენშევიკების ფრაქციის" წევრი; თანამშრომლობდა პრესაში "ბ. ნოსირელის" ფსევდონიმით. აქტიურად მონაწილეობდა სამეგრელოში 1905 წლის რევოლუციურ მოძრაობაში. 1919 წლის 12 მარტს აირჩიეს საქართველოს რესპუბლიკის დამფუძნებელი კრების წევრად საქართველოს სოციალ-დემოკრატიული მუშათა პარტიის სიით; იყო აგრარული კომისიის წევრი. არჩეული იყო სენაკის მაზრის ერობის ხმოსნად. 1921 წელს საბჭოთა რუსეთის მიერ საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის ოკუპირების შემდეგ დარჩა საქართველოში და ჩაბმული იყო წინააღმდეგობის მოძრაობაში. საქართველოს სსრ საგანგებო კომისიამ ("ჩეკა") პირველად 1922 წელს დააპატიმრა არალეგალური კონტრრევოლუციური საქმიანობის ბრალდებით. საქართველოს სსრ შინსახკომთან არსებულმა განსაკუთრებულმა სამეულმა (ე. წ. "ტროიკა") 1937 წლის 27 ნოემბერს დახვრეტა მიუსაჯა. დახვრიტეს 28 ნოემბრის ღამეს.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • ირაკლი ხვადაგიანი. საქართველოს დამფუძნებელი კრება 1919. საბჭოთა წარსულის კვლევის ლაბორატორია. გვ. 456, თბ., 2016