იოსებ სალაყაია

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
იოსებ სალაყაია
დაბ. თარიღი 1881
დაბ. ადგილი თეკლათი
გარდ. თარიღი 14 ივნისი, 1940(1940-06-14)
გარდ. ადგილი პარიზი
დასაფლავებულია ლევილის სასაფლაო
მოქალაქეობა რუსეთის იმპერია
საქმიანობა პოლიტიკოსი

იოსებ სალაყაია (დ. 1881, სენაკის მაზრა, თეკლათი — გ. 1940, 14 ივნისი, პარიზი) — ქართველი პოლიტიკოსი, საქართველოს რესპუბლიკის დამფუძნებელი კრების წევრი.

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

იოსებ სალაყაია დაიბადა 1881 წელს ქუთაისის გუბერნიის, სენაკის მაზრის სოფელ თეკლათში. დაამთავრა ელექტროტექნიკის ინსტიტუტი ბელგიაში. 1917 წლის ნოემბერში აირჩიეს საქართველოს ეროვნული საბჭოს წევრად. 1918 წლის განმავლობაში იყო საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის პარლამენტის წევრი.

1919 წლის 12 მარტს აირჩიეს საქართველოს რესპუბლიკის დამფუძნებელი კრების წევრად საქართველოს სოციალ-დემოკრატიული მუშათა პარტიის სიით. იყო თვითმმართველობის, საბიუჯეტო-საფინანსო და გარეშე საქმეთა კომისიების წევრი. იყო ერობათა ცენტრალური ბიუროს თავმჯდომარის ამხანაგი; სენაკის მაზრის ერობის გამგეობის თავმჯდომარე. 1924 წლის სექტემბერში აგვისტოს აჯანყების ჩახშობის შემდეგ საქართველოს სსრ-ის ხელისუფლებამ მოახდინა მისი ქონების კონფისკაცია.[1]

1940 წელს მიავლინეს საფრანგეთში მყოფ პოლონეთის დევნილ მთავრობასთან საქართველოს რესპუბლიკის წარმომადგენლად. 1940 წლის 14 ივნისს, გერმანული არმიის მიერ პარიზის დაკავების შემდეგ, არ გაჰყვა პოლონეთის დევნილ მთავრობას ინგლისში და სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა. 1948 წელს მისი ნეშტი გადაასვენეს ლევილის ქართველთა სასაფლაოზე.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. ჯიქია ლ., 1924 წლის აჯანყება დასავლეთ საქართველოში, თბ.: უნივერსალი, 2012. — გვ. 261.