ფილიპე ლორია

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ფილიპე ლორია
დაბ. თარიღი 19 აგვისტო, 1878(1878-08-19)
დაბ. ადგილი ნოღა (წყალტუბოს მუნიციპალიტეტი)
გარდ. თარიღი 17 ნოემბერი, 1962(1962-11-17) (84 წლის)
გარდ. ადგილი პრაღა
საქმიანობა პოლიტიკოსი

ფილიპე ლორია (დ.19 აგვისტო, 1878, ნოღა, ქუთაისის მაზრა — გ.17 ნოემბერი, 1962, პრაღა, ჩეხეთი) — ქართველი პოლიტიკოსი. საქართველოს დამფუძნებელი კრების წევრი.

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ფილიპე ლორია დაიბადა სოფელ ნოღაში. დაამთავრა ამავე სოფლის სამრეწველო სკოლა.

1903 წელს მუშაობა დაიწყო ქალაქ ტფილისის თვითმმართველობაში, სადაც იმასახურა რამდენიმე წლის განმავლობაში და გაეცნო ტფილისის ტრამვაის მუშა-მოსამსახურეთა ყოფას და პრობლემებს; აქვე ჩაერთო მუშათა მოძრაობაში. 1903 წლიდან იყო რუსეთის სოციალ-დემოკრატიული მუშათა პარტიის წევრი; მუშაობდა "მენშევიკების" ფრაქციაში. 1905 წელს, როცა ტრამვაის დაწესებულება ქალაქის მმართველობამ იჯარით გასცა, სამსახურიდან დაითხოვეს. 1913 წლის აგვისტოს ბოლოს, ტფილისის ტრამვაის სამსახურში ეკონომიკური ხასიათის მოთხოვნებით გაფიცვის ორგანიზებისათვის სხვა ამხანაგებთან ერთად დააპატიმრეს. მეორედ 1914 წლის 25 ივლისს დააპატიმრეს ისევ გაფიცვის ორგანიზებისათვის; ოქტომბრის ბოლომდე მეტეხის ციხეში იჯდა, შემდეგ გადაასახლეს რუსეთში, სარატოვის გუბერნიაში, ქალაქ ცარიცინში, ტფილისში "სამხედრო წესების" მოხსნამდე. 1917 წლის თებერვლის რევოლუციის შემდეგ აირჩიეს ტფილისის მუშათა და ჯარისკაცთა საბჭოს აღმასკომის წევრად, ტრამვაის საავადმყოფოს გამგეობის წევრად, პროფკავშირების გამგეობის წევრად. 1917 წლის ნოემბერში აირჩიეს საქართველოს ეროვნული საბჭოს წევრად. 1918 წელს მუშაობდა ტფილისის ტრამვაის სადგურის უფროსის თანაშემწედ. 1919 წლის 12 მარტს აირჩიეს საქართველოს რესპუბლიკის დამფუძნებელი კრების წევრად საქართველოს სოციალ-დემოკრატიული მუშათა პარტიის სიით. იყო გზათა და შრომის კომისიების წევრი. 1919 წლიდან იყო თბილისის საბჭოს ხმოსანი. 1921 წელს, საბჭოთა რუსეთის მიერ საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის ოკუპირების შემდეგ დატოვა სამშობლო და ცხოვრობდა ჩეხეთში.

გარდაიცვალაა 17 ნოემბერს, 1962 წელს, დაკრძალულია პრაღაში.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]