ხიდისთავი (ჩოხატაურის მუნიციპალიტეტი)
სოფელი | |||
---|---|---|---|
ხიდისთავი | |||
![]() სოფლის ხედი | |||
ქვეყანა |
![]() | ||
მხარე | გურიის მხარე | ||
მუნიციპალიტეტი | ჩოხატაურის მუნიციპალიტეტი | ||
თემი | ხიდისთავი | ||
კოორდინატები | 41°58′23″ ჩ. გ. 42°12′40″ ა. გ. / 41.97306° ჩ. გ. 42.21111° ა. გ. | ||
დაარსდა | მეზოლითი | ||
პირველი ხსენება | XVI საუკუნე | ||
ადრეული სახელები | ოცხანა | ||
ცენტრის სიმაღლე | 230 მ | ||
მოსახლეობა | 303[1] კაცი (2014) | ||
ეროვნული შემადგენლობა | ქართველები 100 % | ||
რელიგიური შემადგენლობა | მართლმადიდებლები | ||
სასაათო სარტყელი | UTC+4 | ||
სატელეფონო კოდი | +995 | ||
| |||
ხიდისთავი — სოფელი ჩოხატაურის მუნიციპალიტეტში, თემის ცენტრი (სოფლები: ხიდისთავი, ახალშენი, ზენობანი, მეწიეთი, წიფნაგვარა, ჭაჭიეთი). სოფელში ფუნქციონირებს საზოგადოებრივი ცენტრი, საჯარო სკოლა[2], საბავშვო ბაღი, ბიბლიოთეკა და საოჯახო სასტუმრო. სოფელში შემორჩენილია ტრადიციული გურული ოდა-სახლები, მათ შორის ანა კალანდაძის სახლი.[3]
გეოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
მდებარეობს მდინარე გუბაზეულის ნაპირებზე, ზღვის დონიდან 230 მ., ჩოხატაურიდან 7 კმ., ოზურგეთიდან (რკინიგზის უახლოესი სადგური) 26 კმ. სოფელში გადის ჩოხატაური-ბახმაროს საავტომობილო გზა.
ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
1964 წლის მაისში ჩოხატაურის მხარეთმცოდნეობის მუზეუმის ექსპედიციამ (რ. გიორგაძე, ალ. კალანდაძე) მდინარეების კალაშისა და გუბაზოულის შესაყარში აღმოაჩინეს მეზოლითური ნამოსახლარი.[4] მოპოვებულ ძეგლებშია ბრინჯაოს თოხები, ბრინჯაოს ბარი, სპილენძის ზოდები, სპილენძის ქვაბი და ა.შ.
ხიდისთავის ძველი სახელწოდებაა ოცხანა. აქ მოდიოდა ვაზის ჯიში ოცხანური საფერე. XVI საუკუნეში ოცხანას მოსახლეობა შეადგენდა 20 კომლს. თემი როსტომ გურიელმა შესწირა ბიჭვინთის ღვთისმშობელს. სახელი ოცხანა იხსენიება 1622 წლის საბუთში. XIX საუკუნეში ოცხანა იყო ბასილეთის სასოფლო საზოგადოების ცენტრი, რომელშიც შედიოდა სოფლები ოცხანა, ბასილეთი და მეწიეთი. 1870-იან წლებში საზოგადოების მოსახლეობა 400 კომლს შეადგენდა. ოცხანაში მოქმედებდა ბაზარი და ამიტომ ხიდისთავი ქალაქადაც მოიხსენიებოდა.[5] 1903 წელს სოფელში გაიხსნა ბიბლიოთეკა. 1908 წელს სოფლები ხიდისთავი და ოცნახა ცალ-ცალკე იყო აღწერილი. 1905 წლის რევოლუციის დროს აქ იმართებოდა პოლიტიკური კრებები, რის აღსანიშნავადაც დგას ობელისკი. საბჭოთა პერიოდში მოქმედებდა კოლმეურნეობა, რომლის ძირითადი საქმიანობა მეჩაიეობა და მეცხოველეობა იყო.
დემოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
აღწერის წელი | მოსახლეობა | კაცი | ქალი |
---|---|---|---|
1883[6] | 1944 | ||
1893[7] | ![]() |
||
1908[8] | ![]() |
||
1911[9] | ![]() |
||
2002[10] | ![]() |
202 | 261 |
2014[1] | ![]() |
143 | 160 |
ცნობილი ადამიანები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
სოფელში დაიბადნენ:
- ნესტორ კალანდაძე (1898) ― პუბლიცისტი.
- ლეონიდე კალანდაძე (1898) ― ენტომოლოგი.
- ლავროსი კალანდაძე (1903) ― მხატვარი.
- ალექსანდრე კალანდაძე (1909) ― არქეოლოგი.
- იოსებ მეგრელიძე (1909) ― ფილოლოგი.
- ქეთევან ლომთათიძე (1911) ― ენათმეცნიერი.
- ალექსანდრე კალანდაძე (1916) ― მწერალი
- ნინო კალანდაძე (1919) ― მეზღვაური.
- გაიოზ გოგიბერიძე (1922) ― მსახიობი.
- ედმუნდ კალანდაძე (1923) ― მხატვარი.
- ანა კალანდაძე (1924) ― პოეტი.
- ივანე კიღურაძე (1937) ― მათემატიკოსი.
გალერეა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 11, თბ., 1987. — გვ. 480.
სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
- ↑ 1.0 1.1 მოსახლეობის საყოველთაო აღწერა 2014. საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური (ნოემბერი 2014). ციტირების თარიღი: 7 ნოემბერი, 2016.
- ↑ საგანმანათლებლო დაწესებულებების კატალოგი
- ↑
საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი რ/ნ 15919
- ↑ დ. ქორიძე, „კოლხური კულტურისთვის დამახასიათებელი ძეგლები ჩოხატაურის რაიონიდან“, ჩოხატაურის მხარეთმცოდნეობის მუზეუმის მეორე სამეცნიერო სესია გვ. 16 — 1964 წ.
- ↑ ბაქრაძე, დ. [1878] (1987). არქეოლოგიური მოგზაურობა გურიასა და აჭარაში. ბათუმი: „საბჭოთა აჭარა“, გვ. 177.
- ↑ Кавказский календарь на 1885 год გვ. 215
- ↑ Кавказский календарь на 1894 год გვ. 340
- ↑ Кавказский календарь на 1910 год
- ↑ Кавказский календарь на 1912 год
- ↑ საქართველოს მოსახლეობის 2002 წლის პირველი ეროვნული საყოველთაო აღწერის ძირითადი შედეგები, ტომი II
|