გიორგი ფაღავა
| გიორგი ფაღავა | |
|---|---|
![]() | |
| დაბ. თარიღი | 1895[1] |
| დაბ. ადგილი | ქუთაისი[1] |
| გარდ. თარიღი | 1924[1] |
| საქმიანობა | პოლიტიკოსი[1] |
გიორგი (გოგიტა) ფაღავა (დ.1895, ქუთაისი — გ.1924) — ქართველი პოლიტიკოსი, საქართველოს რესპუბლიკის დამფუძნებელი კრების წევრი.
ბიოგრაფია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]გოგიტა ფაღავა დაიბადა ქუთაისში, 1895 წელს. დაამთავრა ქუთაისის სათავადაზნაურო ქართული გიმნაზია.
სწავლის პერიოდიდან ჩაბმული იყო სოციალ-დემოკრატიული წრეების მუშაობაში. 1913 წლიდან (ფორმალურად) იყო რუსეთის სოციალ-დემოკრატიული მუშათა პარტიის "მენშევიკების ფრაქციის" წევრი. 1913 წელს სწავლა განაგრძო მოსკოვის უნივერსიტეტის იურდიულ ფაკულტეტზე. პოლიტიკური საბაბით დააპატიმრეს 1914 წელს ქუთაისში, ასევე, რამდენჯერმე - მომდევნო წლებში, ადმინისტრაციული წესით. პატიმრობიდან გათავისუფლების შემდეგ სწავლა განაგრძო; 1917 წლისათვის მუშაობდა მოსკოვის სამხედრო-სამრეწველო კომიტეტში და ჩაბმული იყო ადგილობრივი სოციალ-დემოკრატიული ორგანიზაციების საქმიანობაში. 1919 წლის 12 მარტს საქართველოს სოციალ-დემოკრატიული მუშათა პარტიის სიით აირჩიეს საქართველოს რესპუბლიკის დამფუძნებელი კრების წევრად; იყო საკონსტიტუციო კომისიის წევრი. 1921 წელს საბჭოთა რუსეთის მიერ საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის ოკუპირებისას მონაწილეობდა წითელი არმიის წინააღმდეგ ბრძოლებში; ოკუპაციის შემდეგ დარჩა საქართველოში და ჩაება წინააღმდეგობის მოძრაობაში. 1922 წლიდან იყო საქართველოს დამოუკიდებლობის კომიტეტის თავმჯდომარე. 1924 წელს დახვრიტეს სუზდალის პოლიტიზოლატორიდან ეტაპით გადაყვანისას, გაურკვეველ სადგურზე; დასაფლავების ადგილი უცნობია.
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- მეგობარი, „გოგიტა ფაღავა“, // „ბრძოლა“ : ჟურნალი, პარიზი, 1925, № 3, გვ. 20-22.
რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- 1 2 3 4 საქართველოს ბიოგრაფიული ლექსიკონი — 2001.
