ერმალოზ სირბილაძე

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search

ერმალოზ სირბილაძე (დ. ივლისი, 1875, თელავი — გ. 26 დეკემბერი, 1937) — ქართველი პედაგოგი, პოლიტიკოსი, საქართველოს რესპუბლიკის დამფუძნებელი კრების წევრი.

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ერმალოზ სირბილაძე დაიბადა 1875 წლის ივლისში, თელავში. დაამთავრა თელავის ოთხკლასიანი სასწავლებელი, ტფილისის სასულიერო სემინარია.

1893 წელს მონაწილეობა მიიღო სემინარისტების "ბუნტში", რის გამოც სემინარია 1 წლით დახურეს და სემინარისტები სხვადასხვაგვარად დასაჯეს. 1900 სასწავლო წლიდან დანიშნეს მასწავლებლად დუშეთის მაზრის სოფელს სნოს სკოლაში. 1917 წელს აირჩიეს მუშათა და ჯარისკაცთა დეპუტატების საბჭოს პრეზიდიუმის წევრად; მუშაობდა არმიაში კულტურის მიმართულებით, აარსებდა ბიბლიოთეკებსა და მართავდა წარმოდგენებს. 1919 წლიდან იყო საქართველოს სახალხო გვარდიის მთავარი შტაბის წევრი. 1919 წლის 9 მაისიდან, იყო საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის დამფუძნებელი კრების წევრი, საქართველოს სოციალ-დემოკრატიული მუშათა პარტიის სიით; იყო აგრარული კომისიის თავმჯდომარის ამხანაგი. 1919 წლიდან იყო თბილისის ქალაქის საბჭოს ხმოსანი. 1922–1923 წლებში მუშაობდა საქართველოს ცენტრალურ კოოპერატიულ კავშირში ("ცეკავშირი") ინსტრუქტორად. 1937 წლის 26 დეკემბერს საქართველოს სსრ შინსახკომთან არსებულმა განსაკუთრებულმა სამეულმა (ე. წ. "ტროიკა") დახვრეტა მიუსაჯა. დახვრიტეს იმავე ღამეს.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • ირაკლი ხვადაგიანი. საქართველოს დამფუძნებელი კრება 1919. საბჭოთა წარსულის კვლევის ლაბორატორია. თბილისი, 2016, გვ. 361.