ირაკლი ხვადაგიანი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ირაკლი ხვადაგიანი
დაბადების თარიღი 3 მაისი, 1988 (1988-05-03) (35 წლის)
ქუთაისი
ეროვნება ქართველი
მოქალაქეობა საქართველოს დროშა საქართველო
საქმიანობა ისტორიკოსი

ირაკლი ხვადაგიანი (დ. 3 მაისი, 1988, ქუთაისი) ქართველი ისტორიკოსი, პირველი რესპუბლიკის მკვლევარი, 2011 წლიდან არის საბჭოთა წარსულის კვლევის ლაბორატორიის გამგეობის წევრი. 2005 — 2009 წლებში სწავლობდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის ჟურნალისტიკის სპეციალობაზე.[1][2][3]

2010 — 2013 წლებში სწავლობდა ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სადოქტორო და სამაგისტრო პროგრამების ფაკულტეტზე, სპეციალობა — კავკასია ევროპულ და გლობალურ კონტექსტში.[1][2][3]

2014 წლიდან არის ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის დოქტორანტი. 2010 წლიდან არის საბჭოთა წარსულის კვლევის ლაბორატორიის მკვლევარი.[1][2][3]

მუშაობს კვლევებზე, საზოგადოებრივი და პოლიტიკური პროცესების შესახებ XIX საუკუნის ბოლო – XX საუკუნის დასაწყისში, საქართველოს პირველი რესპუბლიკა (1918–1921), 1920-იანი წლების წინააღმდეგობის მოძრაობა.[1][2][3]

ირაკლი ხვადაგიანის ციხეში გადაღებული სელფი.

2019 წლის 20 ივნისს, გავრილოვის ღამის დროს, ირაკლი ხვადაგიანი დააკავეს. მისი განცხადებით, აქციაზე დაკავებისას სცემეს. საკანში ექიმი მისი დაკავებიდან მე-3 დღეს შევიდა.[4] თბილისის საქალაქო სასამართლომ მას თავდაპირველად 9-დღიანი პატიმრობა შეუფარდა. სააპელაციო სასამართლოს მოსამართლე ლევან მურუსიძემ იგი სამართალდამრღვევად ცნო.[5]

ლევან მურუსიძის გადაწყვეტილებით, ირაკლი ხვადაგიანს 3-დღიანი პატიმრობა უნდა მიესაჯათ. ამადროულად, იმის გათვალისწინებით, რომ ეს სამდღიანი ვადა 24 ივნისის დილის 2 საათზე გადიოდა, ხვადაგიანი დარბაზიდან გაათავისუფლა. პროცესზე ირაკლი ხვადაგიანმა მიმართა მოსამართლე მურუსიძეს: „არ მინდა ჩემი გათავისუფლების საბუთზე თქვენი ხელმოწერა იყოს, დამტოვეთ“.[6]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. 1.0 1.1 1.2 1.3 ირაკლი ხვადაგიანი. ფემინიზმი და გენდერული დემოკრატია. ციტირების თარიღი: 27 თებერვალი, 2021
  2. 2.0 2.1 2.2 2.3 ხვადაგიანი ირაკლი. archive.ge. ციტირების თარიღი: 27 თებერვალი, 2021
  3. 3.0 3.1 3.2 3.3 ხვადაგიანი ირაკლი. german-georgian.archive.ge. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2019-06-30. ციტირების თარიღი: 27 თებერვალი, 2021
  4. „ირაკლი ხვადაგიანთან საკანში ექიმი მისი დაკავებიდან და ცემიდან მე-3 დღეს შევიდა“. Tabula. ციტირების თარიღი: 27 თებერვალი, 2021. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი |access-date=-ში (დახმარება)
  5. „მკვლევარი ირაკლი ხვადაგიანი სასამართლო დარბაზიდან გაათავისუფლეს“. ნეტგაზეთი. ციტირების თარიღი: 27 თებერვალი, 2021. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი |access-date=-ში (დახმარება)
  6. „ხვადაგიანი მურუსიძეს: არ მინდა ჩემი გათავისუფლების საბუთზე თქვენი ხელმოწერა იყოს, დამტოვეთ“. Tabula. ციტირების თარიღი: 27 თებერვალი, 2021. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი |access-date=-ში (დახმარება)